ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45913

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ მაქსიმე ლევანის ძე მახარაძე, ვიქტორ ტატუაშვილი და ვასილ ახობაძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ილია მიხეილის ძე შარაშიძე, ივანე ქაიხოსროს ძე გოგოლაშვილი და ალექსანდრე ტიმოთეს ძე ჯაყელი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ კასიანე კვირკველია, სტეფანე ელიაძე და ნოე თოიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 აგვისტოს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის, თავად დავით მელიქიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების თავადაზნაურთა კომისიის კრება.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 11 აგვისტოს თბილისის გუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებელი პოლკოვნიკი ივანე სვეჩინი საზღვარგარეთიდან დაბრუნდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 5 აპრილის „დროებაში“ „პოსრედნიკების“ შესახებ სტეფანე მელიქიშვილის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 აპრილის „დროებაში“ ზ. მთაწმინდელის სტატია „საქართველოს XVI საუკუნის მეფეების თარხანი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 აპრილის „დროების“ ცნობით, გიორგი იოსელიანის წიგნი „იმერლები თბილისში“ ექვთიმე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 1-ელი აპრილის „დროების“ ცნობით, საზაფხულო თეატრში დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილ დრამას „ვენეციელ ვაჭარს“ წარმოადგენდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 31 მარტის „დროების“ ცნობით, მტკვრის ადიდების გამო ვაჭარ კასუმოვის პორომი ვეღარ გადაადგილდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 31 მარტის „დროების“ ცნობით, იასონ ლუკას ძე კაპანაძის აზრით, ქართველებს რუსული ენა სმირნოვის და კიუნერის სახელმძღვანელოებით უნდა ესწავალათ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 30 მარტს თბილისში დაბრუნდა მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვი, რომელსაც ქალაქისთავი დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი დახვდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 25 მარტის „დროებაში“ თეოფილე იოსების ძე კანდელაკის „ზღაპარი“ დაიბეჭდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების: ბართლომე ჩხარტიშვილის, მზრუნველ ბედია კომახიძისა და პედაგოგ აპოლონ წულაძის ერთობლივი სამადლობელი წერილი სოლომონ ქარცივაძისადმი, რომელმაც სკოლას ხუთი რვეული გადასცა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების – ბართლომე ჩხარტიშვილის, ბედია კომახიძისა და აპოლონ წულაძის – ერთობლივი სამადლობელი წერილი კალისტრატე ხომერიკისადმი, რომელმაც სკოლას კარადა გადასცა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფ. წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების – ბართლომე ჩხარტიშვილის, ბედია კომახიძისა და აპოლონ წულაძის – ერთობლივი სამადლობელი წერილი ლავრენტი მიქაძისადმი, რომელმაც სკოლას ოცდაათი რვეული გადასცა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების – ბართლომე ჩხარტიშვილის, ბედია კომახიძისა და აპოლონ წულაძის – ერთობლივი სამადლობელი წერილი ნიკოლოზ რამიშვილისადმი, რომელმაც სკოლას 50 კაპიკი შესწირა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების – ბართლომე ჩხარტიშვილის, ბედია კომახიძისა და აპოლონ წულაძის – ერთობლივი სამადლობელი წერილი კირილე ჯორბენაძისადმი, რომელმაც სკოლას ორმოცი ფანქარი, ამდენივე კალმისტარი და ერთი ბოთლი მელანი გადასცა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების – ბართლომე ჩხარტიშვილის, ბედია კომახიძისა და აპოლონ წულაძის – ერთობლივი სამადლობელი წერილი ნიკო გელენიძისადმი, რომელმაც სკოლას თორმეტი რვეული და ორი სათლელი გადასცა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების – ბართლომე ჩხარტიშვილის, ბედია კომახიძისა და აპოლონ წულაძის – ერთობლივი სამადლობელი წერილი იაკობ გოგებაშვილისადმი, რომელმაც სკოლას ხუთი ცალი „დედა-ენის“ სახელმძღანელო გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს პოლიკარპე ლორთქიფანიძემ ს. დიდ ჯიხაიში გამართა წარმოდგენა დიდი ჯიხაიშის წიგნსაცავ-სამკითხველოს დასახმარებლად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ანდრია მელაძე, მელიტონ შავდია და სანდრო შავგულიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ილია დალაქიშვილი, ნიკოლოზ გაბარაშვილი და სოფრონ ხარაძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ვასილ ციხისელი, მიხეილ შავგულიძე და პავლე კერესელიძე,

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ანტონ ოკუჯავა, ალექს ჭანკვეტაძე და დ. გიორგობიანი.