ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41868

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 9 თებერვალს გაიმართა აკაკი წერეთლის დამკრძალავი კომიტეტის ბოლო სხდომა კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით. სხდომაზე აირჩიეს საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალა აკაკის სახ. საზოგადოებისთვის წესდების შედგენა პოეტის ძეგლის დასადგმელად, აკაკის დასაფლავების აღწერა-გამოცემა, საფლავის მეთვალყურეობაზე ზრუნვა და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ანასტასია კაპანაძისამ აკაკი წერეთლის სახელობის ფონდისთვის გადასაცემად შეაგროვა 20-ზე მეტი ხალხური ზღაპარი, „ეთერიანი“, „ვეფხისტყაოსანი“, ლექსთა კრებულები და სხვ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი სასოფლო სამეურნეო საზოგადოების წინაშე წარდგა ვრცელი მოხსენებით თბილისის მცხოვრებთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 21 ნოემბერს ბათუმის რკინიგზის თეატრში გაიმართა ქართული წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და ქუთაისელი მსახიობები.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 მარტს ლანჩხუთში საქველმოქმედო საღამოზე კ. ჟღენტს სეზმან ერთაწმინდელის შესახებ რეფერატი უნდა წაეკითხა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 მარტს ლანჩხუთში საქველმოქმედო საღამოზე ახალგაზრდა მწერლის, სეზმან ერთაწმინდელის პატივსაცემად უნდა წარმოედგინათ პიესა „ლურჯი ხალათი“.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 26 ნოემბერს ქალაქის მოურავის მოადგილემ ქალაქის საქმეთა საგუბერნიო საკრებულოს საბჭოს თბილისის გუბერნატორის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე წარუდგინა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 22 ნოემბერს ქუთაისში მომრიგებელ შუამავალთა კრებაზე განიხილეს იონა მეუნარგიას მოხსენება სასოფლო სასამართლოების ცვლილებების შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს რუსეთის ტექნიკურმა საზოგადოებამ ბაქოში დაასრულა ტექნიკური ლაბორატორიის მშენებლობა. საზოგადოების თავმჯდომარემ 1-ელ დეკემბერს ლაბორატორიის კურთხევაზე დასასწრებად მიიწვია სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი პეტრე გრუზინსკი.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის ნოემბერში გარდაიცვალა დავით და ილია ზაქარიას ძე მელიქიშვილებისა და მართა ზაქარიას ასული ჭავჭავაძის დედა მარიამ ზაქარიას ასული მელიქიშვილისა. პანაშვიდები იყო კოჯრის ქუჩაზე, გასვენება – 1-ელ დეკემბერს, დილის 10 საათზე, ვანქის ეკლესიიიდან, დაკრძალვა – დიდუბის ეკლესიის გალავანში.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 21 თებერვალს ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 18 თებერვალს ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი გარდაიცვალა.

1852

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი 1852 წლის 20 ნოემბერს დაიბადა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 8 თებერვალს, აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეს, კრასნოვოდსკში მყოფი ქართველები შეიკრიბნენ და აკაკის სულისთვის ილოცეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 8 თებერვალს ხაშმელ მგალობელთა გუნდმა დიდუბის პანთეონში დიმიტრი ბაქრაძის ხსოვნის საპატივცემულოდ პანაშვიდი გადაიხადა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 მარტს კომპოზიტორ კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილს საღამო უნდა გაემართა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გომართელის სტატია „უბრალო საუბარი, უბრალო მკითხველთან“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის თებერვალში ვარდენ გიორგის ძე ყიფიანმა აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი „ცრემლს ვერ გკადრებ“ ცალკე ფურცელზე გამოსცა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში სომხურ ჟურნალებში „ტარაზი“ და „აგბიური“ აკაკი წერეთლის ფოტოები და წერილები დაიბეჭდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 3 დეკემბერს თავად-აზნაურთა თეატრში დედათა სკოლის სასარგებლოდ გამართული საოპერო წარმოდგენის სტუმრებმა შეაგროვეს თანხა, ბ. გ. ბარათაშვილისამ გაიღო 2 მანეთი, ნ. ე. ქობულაშვილისამ – 3 , ს. გ. მირზოევმა – 7, ნ. ე. ერისთავმა – 5 მანეთი, ა. პ. მანშათევმა – 20, მ. კ. როხლინისამ – 4.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 30 მარტს ახალ კლუბში ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობას მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უნდა გაემართა საღამო, წარმოედგინა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ ელენე ანდრონიკაშვილის მონაწილეობით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის წერილი „აკაკის ტკბილ-მწარე სიტყვები“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძის (თურდოსპირელის) მოთხრობა „აკიდო“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ ზაქარიას ძე არიმათიელის სტატია ანა (ანეტა) სოლომონის ასული ანდრონიკაშვილის გარდაცვალების შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვალს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჩხიკვაძის წერილი „კომ. პ. ი. ჩაიკოვსკი“.