რეგისტრირებული ფაქტები50367
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვასილ ბეჟანიშვილის თხოვნა წიგნებით დახმარების თაობაზე. გამგეობამ მას უფულობის გამო უარი უთხრა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე და მისი მოადგილე პოლიკარპე ივანეს ძე ჩხიკვიშვილი თავიანთი ხარჯებით ხონის საოსტატო სემინარიასთან არსებულ ორკლასიან სასწავლებელში მაჰმადიან ბავშვს, ჰუსეინ ხარაძეს ზრდიდნენ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი უთურაშვილის მასწავლებლობიდან გათავისუფლება გადაწყდა. გამგეობას გაზეთებში უნდა გამოექვეყნებინა ცნობა გომარეთის სკოლისთვის მასწავლებლის ძებნის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სამსონ ფირცხალავამ განაცხადა, რომ საზოგადოება ჯავდათ ომარბეგოვს სწავლის საფასურის გადახდაში უნდა დახმარებოდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე) მოიწვია ხონის რაიონის სამკითხველოების წარმომადგენლები და მათთან ერთად განიხილა სამკითხველოებთან დაკავშირებული ზნეობრივი და ქონებრივი საკითხები.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 13 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია სვიმონის ძე აგლაძის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან სესხის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 5 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა და სხვ. დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 13 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და სხვ. დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის სექტემბერში ქართველ ქალთა ამხანაგობის მასწავლებელმა სალომე მაღალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წიგნების უფასოდ გადაცემა სთხოვა. გამგეობამ 10 მანეთის ღირებულების წიგნები გამოუყო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იაკობ გოგებაშვილისათვის „დედა ენის“ ჰონორარის გადაცემის საკითხი. გოგებაშვილმა მიიღო 1000 მანეთი და კიდევ ამდენივე ერგებოდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 23 იანვარს სამსონ ფირცხალავასა და პართენ გოთუას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ღონისძიების მოწყობა დაავალეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 23 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სამსონ ფირცხალავამ წაიკითხა მოხსენება განსვენებული ნიკოლოზ ხიზანაშვილის წიგნების შეძენის თაობაზე. გამგეობამ უფულობის გამო უარი განაცხადა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივანე შავლიაშვილის თხოვნა კრედიტის გახსნის თაობაზე. გამგეობამ 10-თუმნიის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა. შავლიაშვილის თავმდებნი გიორგი ლასხიშვილი და სამსონ ფირცხალავა იყვნენ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იაკობ გოგებაშვილის განცხადება მისთვის წიგნების ჰონორარის დროულად გადაცემის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სარევიზიო კომისიის მიერ წარდგენილი წინა წლის ანგარიში. პასუხის მომზადება სამსონ ფირცხალავას დაევალა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ზაქარია ჭიჭინაძის განცხადება ლაზებისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 1-ელ დეკემბერს სამსონ ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სარევიზიო კომისიის ანგარიშის პასუხი წარუდგინა.
1905
ტიპი: ღონისძიება
ნიკოლოზ ცხვედაძის მონაწილეობით შედგენილი 1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი ციების გამო გააცდინეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 12 ივნისს თბილისის წვრილ ვაჭართა პროფესიულმა საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ მთავარმა კომიტეტმა (თავმჯდომარე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე) 7 ივნისს მოისმინა საზოგადოების გამგეობის მოწოდება ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების განსახილველ კრებაზე დასასწრებად.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 22 ივლისს საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების გამგეობამ (თავმჯდომარე – ი. სულხანიშვილი, დროებითი მდივანი – ზაქარია ფალიაშვილი) შეატყობინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმაში მონაწილეობის მიღების საკითხს პირველივე საერთო კრებაზე მოახსენებდა საზოგადოებას, რადგან თვითონ გამგეობა არ იყო უფლებამოსილი, რაიმე საზოგადოებრივი საქმისთვის თანხა გაეღო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 7 ივნისს თბილისის წვრილ ვაჭართა პროფესიული საზოგადოების მთავარმა კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ 15 ივნისისთვის დანიშნულ კრებაზე დასასწრებად აირჩია ორი წარმომადგენელი – იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე (კომიტეტის თავმჯდომარე) და ნიკოლოზ პავლეს ძე კიკნაძე (კომიტეტის წევრი). მათ დაევალათ კრების ანგარიშის წარდგენა მთავარი კომიტეტისთვის.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს ივანე ავალიშვილმა მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ საწევრო გადასახადების შეგროვება მისთვის დაევალებინათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ზოტიკე ჩიქვილაძემ თავისი წიგნების ჰონორარიდან თანხა სთხოვა. გამგეობამ ჩიქვილაძესთვის 500 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს ჟენევაში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტრე ზუბალაშვილის მიერ გაგზავნილი თანხის განაწილების თხოვნით მიმართეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას დაევალა, შესანახად ჩაებარებინა ილია ჭავჭავაძის მოძრავი ქონება.