ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის „ქართველ მწერალ-მოღვაწეთა წერილები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის თხზულების „ცრემლების კრიალოსანი“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი ელო ანდრონიკაშვილსა და მარგარიტა ქილარჯიშვილზე.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 26 იანვარს გაზეთ „დროებაში“ მეგრი-კორრესპონდენტის ფსევდონიმით ნიკოლოზ დადიანის წერილი „სამეგრელოდამ“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 26 იანვარს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „იმერელი თბილისში“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 26 იანვარს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „კავკასიის მეურნეობის საზოგადოება და სასოფლო გაზეთი“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 იანვარს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის წერილი „საფრანგეთი 1872 წელს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ქართველი კათოლიკეს ფსევდონიმით ბაგრატ ბეთანელის კორესპონდენცია „კათოლიკეების სასწავლებლებზე“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 იანვარს გაზეთ „დროებაში“ რაფიელ ერისთავის ფელეტონი „სურათი ჩვენი ხალხის ცხოვრებიდამ“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 10 ივნისს ოზურგეთის თეატრმა აკაკი წერეთლის პიესა „ადვოკატის დილა“ წარმოადგინა, რომელშიც ნიკოლოზ მამულაიშვილი და მოყვარული მსახიობი უხოვი მონაწილეობდნენ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ მეგრი-კორრესპონდენტის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ნიკოლოზ დადიანის კორესპონდენციისა „სამეგრელო, ნოემბრის დამლევს“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის ფელეტონი „სურათი ოსმალო საქართველოს ცხოვრებიდგან“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სერგეი მესხის წერილი „კეთილი მოვლენა“ ქართული დრამატული საზოგადოების მიერ საუკეთესო სასცენო თხზულებისთვის დაწესებული ფულადი პრემიის შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 19 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ივანე მესხის ფელეტონისა „მადნის წყლებიდამ“.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, გერასიმე კალანდარიშვილმა, დიმიტრი ჯანაშვილმა და სტეფანე ძიმისტარაშვილმა სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხობის დასახმარებლად ხუთ-ხუთი მანეთი გაიღეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 აპრილს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის კორესპონდენცია „საფრანგეთი, პარიჟი, 31 მარტი“ გამოქვეყნდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტიხონ ჭეიშვილის წერილი „მისაბაძი მაგალითი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ არიმათიელის სტატია „სახალხო მოღვაწე-მასწავლებელნი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა აკაკი პაპავას სტატია „ჩვენი ალუბლის ბაღი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ იმედაშვილის „დედის ნაღველი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 იანვარს მიხეილ ხერხეულიძის თაოსნობით ნაძალადევში ვაჟა-ფშაველას საღამო გაიმართა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის სექტემბერში პარმენ ჭანიშვილი ჭიათურის საბჭომ მასწავლებლად მიიწვია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 სექტემბერს მასწავლებელ პარმენ ჭანიშვილს ხიდისთავში ადგილობრივმა კოლეგებმა გამოსამშვიდობებელი ვახშამი გაუმართეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“ XI ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლადო აღნიაშვილის წერილი, გამოგზავნილი ალექსანდრე მირიანაშვილისთვის სპარსეთიდან 1895 წელს.