ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე სათეატრო კომისიის წევრებად აირჩიეს: ა. მ. ძეგველოვი, გ. მ. გვაზავა, ე. ე. თაყაიშვილი, ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე, ივანე გედევანის ძე გომართელი, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ე. მ. წულუკიძისა და სხვ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის სასულიერო კონცერტი“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 25 ივნისს კავკასიის მთავარმართებლის თანამდებობის აღმასრულებელი ალექსანდრე ფრეზე კოჯორში წავიდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 ნოემბერს ნაძალადევის სცენისმოყვარეთა წრემ წარმოადგინა კოტე მესხის ისტორიული დრამა „თამარ ბატოხიშვილი“ ე. ჩიქოვანის, სოფიო გოგაშვილის, ი. გორგაძის, ვ. კუდახაშვილის, ა. კაციტაძის, ა. ომანიძის, გ. შავიშვილისა და ნ. ფარესიშვილის მონაწილეობით.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომელმა კ. მარისოვმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 25 კაპიკი შესწირა.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წელს ქაიხოსრო აბაშიძემ სხვავის მონასტერს ერთი კასრი ღვინო შესწირა.

1802

ტიპი: ღონისძიება

1802 წლის 23 მარტს გიორგი ყიფიანმა სხვავის მონასტერს მამული შესწირა.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წელს მანუჩარ ყიფიანმა ჭელიშის მონასტერს შესწირა ხვანჭკარის მცხოვრები ტყეშელაშვილები თავიანთი მიწა-წყლით.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე რევაზ გაბაშვილი სიტყვით გამოვიდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბერს ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე სოფრომ ტარუაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ სადა და მოხერხებული თეატრი სჭირდებოდათ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა და იყიდებოდა ყოველთვიური ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“ N3, რომლის რედაქტორი იყო ვალერიან გაფრინდაშვილი.

1808

ტიპი: ღონისძიება

1808-1810 წლებში იოანე აბაშიძემ და მისმა მეუღლემ მარიამ მაჩაბელმა ჭელიშის მონასტერს შესწირეს მღვდელი გიორგი თომაძე ცოლ-შვილით.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი ავლაბრის სახალხო თეატრში 23 ნოემბერს წარმოდგენილი „ციმბირელის“ შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ნოემბერს ქუთაისის თეატრში ნიკოლოზ შიუკაშვილის პიესა „სიმახინჯე“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ XI ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის პოემის „ცრემლების კრიალოსანი“ I ნაწილი.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წლის 1-ელ დეკემბერს დავით ჭიჭინაძემ სხვავის მონასტერს ხივშში მდებარე ვენახი შესწირა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის სასულიერო კონცერტი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილის სტატია „კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის კონცერტის გამო“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 7 დეკემბერს არტისტთა საზოგადოების საკონცერტო დარბაზში კოტე ფოცხვერაშვილის კონცერტი გაიმართა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი ნაძალადევის სახალხო თეატრში 23 ნოემბერს წარმოდგენილი სპექტაკლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 ნოემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში წარმოადგინეს პიესა „ციმბირელი“ ი. რევაზიშვილის, ანა კავთელის, იოსებ ივანიძის, გიორგი იორდანაშვილის, გიგო გელიკურაშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის განცხადება ქართულ თეატრში გაჩენილი ხანძრის დროს დაკარგული კოტე მესხის ბიუსტის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 1-ელ დეკემბერს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა სახალხო სახლში წარმოადგინა პიესა „ზღვასთან“ ნინო ჩხეიძის, ალექსანდრე იმედაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, იუზა ზარდალიშვილის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, პლატონ კორიშელის, ნინო თოიძის, მ. რომანიშვილის, სუზანა ბეჟანიშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 1-ელ დეკემბერს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა სახალხო სახლში წამოადგინა პიესა „იმედის დაღუპვა“ ეფემია მესხის, ალექსანდრე იმედაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, ანეტა ქიქოძის, ვასილ არაბიძის, მიხეილ სარაულის, იუზა ზარდალიშვილის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, პლატონ კორიშელის, ნინო თოიძის, სუზანა ბეჟანიშვილისა და ანა შოთაძის მონაწილეობით.