რეგისტრირებული ფაქტები46264
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე იაკობ გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმის სკოლის შენახვა საზოგადოებას ძვირი უჯდებოდა. ბათუმის სკოლაზე მნიშვნელოვანი თავისი პროგრამითა და მიმართულებით წინამძღვრიანთკარის სკოლა იყო. თუ ბათუმის სკოლა დაიხურებოდა იქ მოძრავი სკოლები უნდა გაეხსნათ. ახლად შემოერთებულ ოსმალეთის საქართველოში საზოგადოებას სკოლები უნდა ჰქონოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის რწმუნებულმა ელიზბარ კაჭარავამ წერილი გაუგზავნა მთავარ გამგეობას, რომლითაც შეატყობინა, რომ სოხუმის გამგეობას წიგნის მაღაზიის გახსნისთვის ესაჭიროებოდა მთავარი გამგეობისგან კრედიტის გახსნა 10000 მანეთის ოდენობით.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას ამცნო, რომ მთავარმა გამგეობამ განიხილა გამგეობასთან არსებული სექციის დადგენილება თელავის ქართულ სკოლაში სწავლა-აღზრდის საკითხის შესახებ. სექციამ ეს დადგენილება გამოიტანა მას შემდეგ რაც გაეცნო საზოგადოების სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურის მოხსენებას, რომელიც ეხებოდა თელავის ქართული სკოლის მდგომარეობას. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ თბილსის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს საზოგადოების თელავის განყოფილების თავადაზნაურობასთან შუამდგომლობის საბუთი გადაუგზავნია საადგილმამულო კომისიისთვის. შუამდგომლობა ეხებოდა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოსაწესრიგებლად თელაველებისთვის 5600 მანეთის გადაცემას. დოკუმენტს ხელს აწერენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გ. ქურდიანი და მდივანი ა. ყიფშიძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა საზოგადოების ბიბლიოთეკების მეთვალყურის მოხსენება და სთხოვა ყვარლის ილიას სახელობის ბიბლიოთეკის საქმეების მოწესრიგება. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი დავით კარიჭაშვილი და საქმისმწარმოებელი ვარლამ ბურჯანაძე.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის წევრებს მიმართა წინადადებით, რომ საყოველთაო განათლება უფასო ყოფილიყო.მისი აზრით, სჯობდა, საზოგადოებაში მოსწავლეთა მშობლებს შეეტანათ ფული, როგორც საწევრო გადასახადი. გამგეობამ მისი მოსაზრება გაიზიარა.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების სკოლის 1913 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.
1915
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების სახელით აბედათის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებმა: სევერიან ბახტაძემ, იონა ანჯაფარიძემ და მალაქია კიკალიშვილმა მთავარ გამგეობას 1915 წელს გაუგზავნეს წერილობითი თხოვნა, რომ თანამედროვე წიგნებით მოემარაგებინათ აბედათის ბიბლიოთეკა
1915
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ 1915 წელს მთავარ გამგეობას გაუგზავნა ცნობები აბედათის სამკითხველოს შესახებ, რომელშიც ეწერა თუ რა სახის წიგნები იყო ბიბლიოთეკაში, რამდენი მკითხველი სტუმრობდა მათ, რა საქმიანობის იყო თითოეული მათგანი, რამდენჯერ შემოსულა ჟურნალ-გაზეთების მკითხველი და ასევე რამდენჯერ გაუტანიათ წიგნები ბიბლიოთეკიდან. ეს ცნობები მთავარმა გამგეობამ მიიღო 1916 წლის 16 მარტს. ანგარიშს ხელს აწერდნენ: სევარიან ბახტაძე, იონა ანჯაფარიძე და მალაქია კიკალიშვილი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ თბილსის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს საზოგადოების თელავის განყოფილების თავადაზნაურობასთან შუამდგომლობის საბუთი გადაუგზავნია საადგილმამულო კომისიისთვის. შუამდგომლობა ეხებოდა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოსაწესრიგებლად თელაველებისთვის 5600 მანეთის გადაცემას. საადგილმამულო კომისიის მიერ შედგენილი საქმიდან ირკვევა შემდეგი: თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობას ილია ჭავჭავაძის მამული შეუძენია 53499 მანეთად და 39 კაპიკად. ინჟინრების ქიქოძისა და ოგანეზოვის დასკვნის თანახმად, ილია ჭავჭავაძის მამულის მოსაწესრიგებლად საკმარისი იყო 300-დან 500 მანეთამდე. კონსტანტინე აფხაზსა და ელენე საგინაშვილს მამულის მოწესრიგების მიზნით შეუტანიათ თელავის განყოფილების სალაროში 400 მანეთი, „ახალ კლუბს“ კი ამავე მიზნით 400 მანეთი გადმოურიცხავს. დოკუმენტს ხელს აწერენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გ. ქურდიანი და მდივანი ა. ყიფშიძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილებას რამდენიმე რჩევა მისცა თელავის ქართულ სკოლაში სწავლა-აღზრდის საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოების სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურის მოხსენების მიხედვით, მეორე და მესამე განყოფილებებში მოსწავლეთა რიცხვი (59 მოსწავლე) ნორმას აღემატებოდა. მთავარი გამგეობის აზრით, პირველი სექტემბრიდან განყოფილებას მესამე მასწავლებელი უნდა მიეწვია. წერილს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა თბილისის თავადაზნაურობასთან შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ უკიდურესი მატერიალური გაჭირვების გამო თელავის განყოფილებას არ შეეძლო მისთვის ჩაბარებული მამულის მოვლა-მოწესრიგება. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თელავის განყოფილებამ თავის საზოგადო კრებაზე დაადგინა, მოეხსენებინა თავად-აზნაურთა საკრებულოსთვის ილია ჭავჭავაძის მამულის მდგომარეობის შესახებ და ეთხოვა მატერიალური დახმარება მამულის მოსაწესრიგებლად. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მამულის ეზო, სადაც გაშენებული ყოფილა ბაღი სხვადასხვა ხეხილით არ იყო შემოზღუდული და საქონლის საძოვრად იქცა. თელაველების აზრით, ეზოს შემოზღუდვისთვის საჭირო იყო 160 საჟენის ქვითკირის გალავანი ორი რკინის ალაყაფით (დაახლოებით 1800 მანეთის ღირებულების). დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მამულში მდებარე სამოთახიანი სახლი ჟამთა ვითარების გამო სავალალო მდგომარეობაში იყო. ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა, იატაკი, კარ-ფანჯარა დაზიანებულა, ერთ-ერთი კედელი სინესტისგან მთლიანად დასველებულა. თელავის განყოფილების აზრით, არ ღირდა სახლის გამაგრება იმისათვის, რომ იქ სკოლა განეთავსებინათ. სჯობდა სახლი დაეშალათ და მასალა კი გამოეყენებინათ სკოლის ახალი ნაგებობის ასაშენებლად. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.