ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 აგვისტოს N 89 ბრძანებით მარიამ მიქელაძე-ორახელაშვილი ქუთაისის გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 ნოემბერს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ი. ი. აბრამენკო და ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ი. ლ. ბრენერი თბილისის ფონ-ბრენერის სახელობის რეალურ სასწავლებელში პედაგოგებად მუშაობდნენ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8-9 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერეს, რომ 1920 წლის 1-ლი სექტემბრიდან მასწავლებელი კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობაზე თბილისის მეხუთე ქალთა გიმნაზიაში გადაიყვანეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N89 ბრძანებით თინათინ ვლადიმერის ასული ჩაჩიბაია ქუთაისის გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ივნისს სახელმწიფო თეატრში გაიმართა მოხსენებათა დილა ომში დახოცილთა და დასახიჩრებულთა ოჯახების დასახმარებლად. მოხსენებების შინაარსი ეხებოდა დენიკინის გამოლაშქრებას ამიერკავკასიის რესპუბლიკების წინააღმდეგ. სიტყვით გამოვიდნენ: ევგ. გეგეჭკორი, ივ. გომართელი, ალ. ლომთათიძე, აკ. პაპავა, ჰაიკ აზატიანი, პეტროსიანი, ვლასა მგელაძე და აზერბაიჯანის პარლემენტის წევრი ჯამალ ბეკოვი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8-9 სექტემბერს თბილისის მეხუთე ქალთა გიმნაზიის დირექტორს მისწერეს, რომ მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან გიმნაზიაში თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიიდან ისტორიის მასწავლებლად კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე გადაიყვანეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა გამოსულიყო საქართველოს მწერალთა კავშირის ახალი ყოველთვიური ჟურნალი „ლაშარი“ ტიციან ტაბიძის, პავლე ინგოროყვასა და ვახტანგ კოტეტიშვილის რედაქტორობით.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ჟურნალ „ცისარტყელაში“ იბეჭდებოდა აკაკი პაპავას, ნ. გერგესელის და სილიბისტრო თავართქილაძის წერილები.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, კონსტანტინე გამსახურდიამ გამოაქვეყნა წერილი „ექსპრესიონიზმი და იპრესიონიზმი“.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 16 იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის გრიგოლ იასონის ძე ნათაძის N9 ბრძანების მიხედვით, 1918 წლის 1-ლი დეკემბრიდან იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის საქართველოს ისტორიის მასწავლებლად დანიშნეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის N50 ბრძანების მიხედვით, თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან ძველი სამსახურის ჩათვლით სასწავლებლის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 20 აგვისტოს დაბა ცხინვალში გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მიერ მიწვეულმა კრებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების ნამდვილ წევრებად აირჩია 30 პირი. კერძოდ: იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილი, იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი, გიორგი ერმილეს ძე ღვთისავარაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი, მიხეილ დავითის ძე კობალაძე, ნიკოლოზ სამსონის ძე გელაძე, გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი, არჩილ ზიკოს ძე დედანაშვილი, ივანე ევსევის ძე ორჯონიკიძე, ალექსი დავითის ძე ჯაბიძე, ალექსანდრე დავითის ძე მაჩაბელი, ივანე ალექსის ძე კოტიაშვილი, ივანე იოსების ძე ორჯონიკიძე, ივანე გიორგის ძე მაისურაძე, ლავრენტი ლუკას ძე ჯობავა, იოსებ ისაკის ძე კასრაძე, ნიკოლოზ მაკარის ძე გაჩეჩილაძე, ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე, ალექსი სოლომონის ძე კვაღნიძე, ვასილ ავგუსტის ძე ხიდაშელი, ფარსადან ევსევის ძე ლაშხი, თამარ ლევანის ასული ერისთავი, გიორგი ზაალის ძე მაჩაბელი, სამსონ სევასტის ძე ბასიშვილი, ლადო ალექსანდრეს ძე ცერაძე, ვასილ დიმიტრის ძე ფავლენიშვილი, ნიკოლოზ ანდრიას ძე კასრაძე, ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭონიშვილი და მიხეილ ივანეს ძე მაჩაბელი.

პირები
ალექსანდრე დავითის ძე მაჩაბელი ალექსი დავითის ძე ჯაბიძე ალექსი სოლომონის ძე კვაღინიძე (კვაღინაძე) არჩილ ზინობის (ზიკოს) ძე დედანაშვილი გიორგი ერმილეს ძე ღვთისავარაშვილი (ღვთისავარიშვილი) გიორგი ზაალის ძე მაჩაბელი გიორგი ქაიხოსროს ძე დავითაშვილი (დავითიშვილი) გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი ვასილ დიმიტრის ძე ფავლენიშვილი ვასილ ავგუსტის (ანტონის) ძე ხიდაშელი თამარ ლევანის ასული ერისთავისა იასონ ლევანის (ლუკიანეს) ძე ხიმშიაშვილი ივანე ალექსანდრეს (ალექსის) ძე კოტიაშვილი ივანე გიორგის ძე მაისურაძე ივანე ევსევის (იასეს) ძე ორჯონიკიძე ივანე იოსების (იასეს) ძე ორჯონიკიძე იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი (გოგინოვი) იოსებ ისაკის ძე კასრაძე იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე ვლადიმერ (ლადო) ალექსანდრეს ძე ცერაძე ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე მიხეილ დავითის ძე კობალაძე მიხეილ ივანეს ძე მაჩაბელი ნიკოლოზ ანდრიას ძე კასრაძე ნიკოლოზ გაბრიელის (ტარიელის) ძე ჭონიშვილი ნიკოლოზ მაკარის ძე გაჩეჩილაძე ნიკოლოზ სვიმონის (სამსონის) ძე გელაძე ფარსადან ევსევის (იასეს) ძე ლაშხი ლავრენტი ლუკას ძე ჯობავა სამსონ სევასტის ძე ბასიშვილი
წყარო

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „საფირონი და კორდელია“.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 21 ივლისს სასამართლოში გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძისა და სხვათა საქმეების გარჩევა დასრულდა. ნაფიცმა მსაჯულებმა შალვა მაღლაკელიძეს და ალექსანდრე აზნაუროვს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს, დანარჩენები კი – დამნაშავედ სცნეს. პორუჩიკ საზონ კონდრატის ძე ჩაჩიბაიას ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ორ წელიწადნახევარი მიუსაჯეს.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 ივლისს სოფელ ნასირის სასწავლებლის გამგე ავქსენტი ანტონის ძე გულავა ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სოფელ ჭალადიდში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ავქსენტი ანტონის ძე გულავას ხელმძღვანელობით სოფელ ნასირში დაარსდა სასწავლებელი, სამკითხველო და სხვ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ სურამის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე ს. კიკაჩეიშვილი მადლობას უხდის ლუარსაბ მურვანიშვილს, რომელმაც 26 მაისს გამართულ სადღესასწაულო საღამოზე სასწავლებელს შესწირა 1000 მან.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ე.შატბერაშვილი ფოთის ქალთა გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილი აძლევს ნებართვას საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელს, აწარმოოს მოლაპარაკება გერმანიის, თურქეთის, ავსტრია-უნგრეთისა და ბულგარეთის მთავრობებთან, რათა დამყარდეს მათთან ეფექტური და ხანგრძლივი საერთაშორისო ურთიერთობები. ნებართვას ხელს აწერენ: მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. რამიშვილი და საქართველოს რესპუბლიკის მდივანი მ. მღვდლიევი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ელენე გრიგოლის ასული ჯალაბაშვილი გორის ქალთა გიმნაზიის მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ბ. კუზანოვი გორის ვაჟთა გიმნაზიის ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით გორის ვაჟთა გიმნაზიის ბუნებისმეტყველების პედაგოგი იოსებ ქუმსიშვილი გორის საოსტატო სემინარიაში გადაიყვანეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 თებერვალს თბილისში საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა აკაკი ივანეს ძე ჩხენკელის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილისა და გიორგი ბეჟანის ძე გვაზავას სახელზე გასცა მოწმობები, რათა მათ მოლაპარაკებები ეწარმოებინათ უცხო სახელმწიფოების მთავრობათა წარმომადგენლებთან საქართველოს პოლიტიკურ, ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებზე. დოკუმენტს ხელს აწერენ: საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, საქართველოს ეროვნული საბჭოს კომიტეტის საქმეთა მმართველის მაგიერ ვლ. ზურაბიშვილი და კომიტეტის მდივანი დავით ნახუცრიშვილი

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N100 ბრძანებით შარვაშ დემირჩოღლიანცი თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის 1918 წლის 14 ნოემბრის N101 ბრძანებით, დიმიტრი დუმბაძე თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.