ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45306

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ გაზეთის რედაქციაში სოფლად ქოლერით დაზარალებულთა დასახმარებლად და დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად შემოწირულობის სახით 420 მანეთი და 85 კაპიკი შეგროვდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 16 მარტს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „ავაზაკობა სამეგრელოში“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 16 მარტს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მეხის წერილი „ჩვენი ხალხი და ჩვენებური ვაჭრები“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 30 მარტს გაზეთ „დროების“ სერგეი მესხის წერილში „ბიბლიოგრაფია“ ალმანახ „კრებულის“ მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე ნომრების მასალები იყო განხილული.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 მარტს გაზეთ „დროებაში“ საქველმოქვედო სპექტაკლებით, კონცერტებითა და ლიტერატურული საღამოებით ამოგებული თანხის გაფლანგვასთან დაკავშირებით სერგეი მესხის წერილი „სად არის ქართული წარმოდგენების ფულები?“ გამოქვეყნდა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს თედო სახოკიამ უსახსრობის გამო სორბონის უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა და პარიზი დატოვა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს თედო სახოკია ჟენევის უნივერსიტეტში ცნობილი ბუნებისმეტყველის, კარლ ფოხტის ლექციებს ესწრებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს თედო სახოკია ჟენევის უნივერსიტეტში ცნობილი ქიმიკოსის, გრებეს ლექციებს ესწრებოდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 2 მარტს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის კორესპონდენცია „პარიჟი, 18 თებერვალს 1873“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი უმაღლესი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გაემგზავრა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 2 მარტს გაზეთ „დროებაში“ გიორგი წერეთლის ფელეტონი „ვნახე და მეწყინა“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ სიღნაღის მაზრაში უამინდობით დაზარალებულ გლეხებთან დაკავშირებით თომა ტურიაშვილის „წერილი რედაქტორთან“ გამოქვეყნდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლიდან ივანე მაჭავარიანმა დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წელს თედო სახოკიამ ჟენევაში ყოფნისას გაიცნო ივანე მაჭავარიანი და ამ პერიოდიდან მეგობრობდა მასთან.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს ანთიმოზ ჯუღელი აქტიურად იყო ჩართული პროგრესული იდეების განხორციელებაში და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სოხუმელთა შორის.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 ანთიმოზ ჯუღელი იყო მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ანთიმოზ ჯუღელი სოხუმში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ნაპოვნი ქართულწარწერიანი ქვები ბორჩალოს მაზრის სოფელ კოსტანიდან თბილისში, კავკასიის მუზეუმში, ჩაიტანეს.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა სამეურნეო გაზეთ „მეურნის“ კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კანცელარიაში და თვით გაზეთის რედაქციაში შეკვეთის შესაძლებლობის შესახებ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ 19 იანვარს დანიშნულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე დაგეგმილი იყო საზოგადოებისა და საზოგადოების გამგეობის ახალი წევრები არჩევა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ საადგილმამულო ბანკიდან წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლისთვის გამოყოფილი 500 თუმნიდან 300 მანეთი იხარჯებოდა ორი მოსწავლის შესანახად იალტაში.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 29 აგვისტოს „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა სოფლად ქოლერით დაზარალებულთა სასარგებლოდ გაზეთის რედაქციაში ყოველდღე მიღებული შემოწირულობების შესახებ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქუთაისში 23 თებერვალს გახსნილ საკვირაო სკოლაში მოსწავლეები შეისწავლიდნენ საღვთო წერილს, ანგარიშს, რუსულ და ქართულ წერა-კითხვას.