ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45318

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 მარტს დუშეთში აკაკი წერეთლის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე დ. კობიაშვილმა წაიკითხა რეფერატი აკაკის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილი „შავი წიგნი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 7 მარტს აკაკი წერეთლის ხსოვნის პატივსაცემად დუშეთის სცენისმოყვარეთა წრემ წარმოადგინა „პატარა კახი“ გრიგოლ დავითის ძე მაისურაძის, ა. ბერიშვილის, ს. ნამორაძის, დ. კობიაშვილის, მიხეილ გიორგის ძე ოსიტაშვილის, ნ. კანდელაკის და სხვ. მონაწილეობით.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 28 აპრილს პედაგოგი ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძე გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 5 მაისს ხაშურის დრამატულმა წრემ თამარობის აღსანიშნავად გამართა დღესასწაული, რომელზეც კონსტანტინე გაგუამ წაიკითხა რეფერატი „თამარ დედოფალი და მისი დრო“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ბარბარე ნიკოლოზის ასული ყიფიანის თხზულება „ერთადერთი მარჩენელიც...“

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა სვიმონ ილიას ძე ფაშალიშვილის ლექსი „სალამი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა იასონ თუმანიშვილის წერილის ფრაგმენტი კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვისადმი მიხაილოვის სახელოსნო სასწავლებლის საჭიროებების შესახებ.

1938

ტიპი: გარდაცვალება

1938 წლის 13 მარტს გარდაიცვალა დიმიტრი ხოშტარია (დუტუ მეგრელი).

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დიმიტრი ხოშტარია დაიბადა აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში, 1867 წლის 26 ოქტომბერს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს დიმიტრი ხოშტარია (დუტუ მეგრელი) გამოვიდა ლიტერატურულ ასპარეზზე.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს დიმიტრი ხოშტარია (დუტუ მეგრელი) გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წელს გამოქვეყნდა დუტუ მეგრელის მოთხრობა „სურათები ჩვენი ხალხის ცხოვრებიდან“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს გამოქვეყნდა დუტუ მეგრელის ლექსი „ცრემლები“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს გამოქვეყნდა დუტუ მეგრელის მოთხრობა „პირველი ტალღები“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს გამოქვეყნდა დუტუ მეგრელის ლექსების კრებული „მწარე ფიქრები“.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს გამოქვეყნდა დუტუ მეგრელის კრებული „ლექსები“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს გამოიცა დუტუ მეგრელის დრამატული პოემა „მწირი სარდალი“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს გამოიცა დუტუ მეგრელის „საყმაწვილო მოთხრობები“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს გამოქვეყნდა დუტუ მეგრელის დრამატული პოემა „პრომეთე“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს გამოიცა დუტუ მეგრელის „მოთხრობები“.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წელს გამოიცა დუტუ მეგრელის კრებული „მოთხრობები“.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს გამოქვეყნდა დუტუ მეგრელის „ჩემი სიტყვა“.

1933

ტიპი: ავტორობა

1933 წელს გამოქვეყნდა დუტუ მეგრელის „მუშები საქართველოში და შრომის გმირი ხოშტარია“.