ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45359

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 23 თებერვალს ალექსი მირიანაშვილმა დაამთავრა ავტობიოგრაფიის წერა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფია მის ძმას ბაგრატს გადაუწერია.

1860

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1860 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგაში გლეხის ოჯახში დაიბადა ალექსი მირიანაშვილი.

1957

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1957 წელს დიმიტრი ხოშტარია მწერალთა პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ ეროვნებით იყო ქართველი.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ალექსი მირიანაშვილმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი დაამთავრა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის პანსიონში ცხოვრობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილი სახელმწიფო ხარჯზე თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში სწავლობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში დაიწყო სწავლა.

1957

ტიპი: სტატუსი

1957 წელს დიმიტრი ხოშტარია მწერალთა პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ წარმოშობით იყო აზნაური.

1957

ტიპი: სტატუსი

1957 წელს დიმიტრი ხოშტარია მწერალთა პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ სოციალური სტატუსით იყო მოსამსახურე.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის დეკემბრამდე დუტუ მეგრელი მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატში.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 26 აპრილს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ რედაქტორი, გიორგი წერეთლელი, სანკტ-პეტერგბურგში გამგზავრებულიყო და მის მოვალეობას დროებით სერგეი მესხი შეასრულებდა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 15 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, პროფესორმა დავით ჩუბინიშვილმა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრა დატოვა და მის მოვალეობას ალექსანდრე ცაგარელი ასრულებდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1925 წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიის შესავალში ალექსი მირიანაშვილი მიმართავდა იოსებ იმედაშვილს, რომ მას ეჩოთირებოდა ავტობიოგრაფიის წერა, მაგარამ მაინც ასრულებდა კოლეგის თხოვნას.

1922

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიის თანახმად მისი მამა იყო ივანე მირიანაშვილი.

1922

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მისი ძმა იყო ბაგრატ მირიანაშვილი.

1922

ტიპი: სტატუსი

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მამამისი ივანე მირიანაშვილი იყო გლეხი.

1868

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 12 ივნისს გაზეთ „დროებაში“ იოანე ბოდბელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გრიგოლ დადიანის წერილი „ობლის კვერი ძნელად გამოცხვება“ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მამამისმა ივანემ იცოდა ხუცურისა და მხედრულის კითხვა და ლამაზად წერა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მამამისი ივანე ძველებურ სოფლის სკოლაში სწავლობდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მამამისი ივანე იყო ყოველგვარი სოფლური საქმისა და მეურნეობის მიმდევარი და მცოდნე.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 26 ოქტომბერს თომა ხოშტარიას შეეძინა ვაჟი, დიმიტრი.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიაზე მუშაობის პერიოდში დედამისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს ივანე მირიანაშვილმა თავისი შვილი ალექსი სოფელ ვაქირის სკოლაში შეიყვანა სასწავლებლად.