ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 5 მაისს გაზეთ „დროებაში“ ანტონ ფურცელაძის მიერ რედაქტორ სერგეი მესხისადმი მიწერილი ღია წერილი გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ დეკანოზ დავით ღამბაშიძის „წიგნი რედაქტორთან“ გამოქვეყნდა, რომელშიც ავტორი უარყოფდა გავრცელებულ ხმებს, თითქოს იმერეთში მაღალი წოდების სასულიერო პირები აღსარებითი სიებისა და მეტრიკების სანაცვლოდ სასოფლო მღვდლებისგან ფულადი გასამრჯელოს გადახდას მოითხოვდნენ.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 9 ივნისს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველომ იმერეთის ეპოსკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) დააჯილდოვა წმინდა ანნას პირველი ხარისხის ორდენით.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 დეკემბერს „დროებაში“ ზაქარიძის ფსევდონიმით სოლომონ მგალობლიშვილის წერილი „უფ. შორაპნელის შენიშვნაზე“ დაიბეჭდა იმავე გაზეთის 44-ე ნომერში დავით ღამბაშიძის მიერ გამოქვეყნებული კორესპონდენციის შესახებ.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 24 დეკემბერს „დროებაში“ გამოქვეყნებული სარედაქციო განცხადების თანახმად, ზუგდიდში გაზეთის გამოწერის მსურველებს ალ. ფიფინაშვილისათვის უნდა მიემართათ.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 25 აგვისტოს თბილისის სასწავლებლის დირექცია იუწყებოდა, რომ 1-ელი სექტემბრიდან გორის სასწავლებელში გაიხსნებოდა კლასი გორსა და ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები გოგონებისათვის. სწავლის დაწყების მსურველებს უნდა მიემართათ გორის სასწავლებლის ზედამხედველ ნ. კ. გაუსმანისთვის.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 24 დეკემბერს „დროებაში“ გამოქვეყნებული სარედაქციო განცხადების თანახმად, გორში გაზეთის გამოწერის მსურველებს ქრისტეფორე მამაცაშვილისთვის უნდა მიემართათ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 27 მაისს გაზეთ „დროებაში“ მ. ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მამია გურიელის წერილი „წიგნი რედაქტორთან“ და რედაქტორ სერგეი მესხის პასუხი იმავე წერილზე.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895-1914 წლებში მოსე ჯანაშვილი განათლების ოლქის საგამოცდო კომიტეტის წევრი და გამომცდელი იყო.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წლიდან თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში მოსე ჯანაშვილს აკრძალულ ლიტერატურას აწვდიდა ეგნატე იოსელიანი.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 20 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ერისთავის წერილი „წიგნები ს.-პეტერბურგიდგან“ ალექსანდრე ოსტროვსკის ახალი კომედიის, „კავკასიელი სასიძოების“ შესახებ, რომელშიც ქართველი პერსონაჟები უარყოფითად იყვნენ წარმოჩენილნი.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი მოსე ჯანაშვილის ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი რუსულად თარგმნილი ეპოპეა „ალღუზიანი“ გიორგი ბაევს გამოუცია ბერლინში.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მოსე ჯანაშვილს ნაშრომი „Абхазия и Абхазцы“ დაუწერია.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ XX-ის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის რეცენზია ნიკო ნიკოლაძის მიერ ალმანახ „კრებულში“ გამოქვეყნებულ თხზულებაზე „სხვათა-შორის“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მოსე ჯანაშვილს გამოუცემელი დარჩენია 67 თხზულება.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წელს მოსე ჯანაშვილმა სამწერლო მოღვაწეობა დღიურების წერით დაიწყო.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მოსე ჯანაშვილის 71 თხზულება ცალკე წიგნებად გამოსულა.

1870

ტიპი: ღონისძიება

მოსე ჯანაშვილი 1870 წელს გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 1-ელ სექტემბერს მოსე ჯანაშვილმა მასწავლებლის მოწმობა მიიღო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წლის 9 იანვრის „დროების“ ცნობით, ნიკო ნიკოლაძე, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე და გიორგი წერეთელი ჟურნალ „კრებულის“ რედაქციის თანამშრომლები გახდნენ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 იანვრის „დროების“ ცნობით, სერგეი მესხი, რაფიელ ერისთავი, მამია გურიელი, პეტრე უმიკაშვილი, ბესარიონ ჯაფარიძე, გიორგი ჭალადიდელი, დავით ერისთავი, დიმიტრი ყაზბეგი და ნიკო ცხვედაძე ჟურნალ „კრებულს“ სტატიების გაგზავნას შეჰპირდნენ გამოსაქვეყნებლად.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წლის 9 იანვრის „დროების“ ცნობით, კირილე ლორთქიფანიძე ჟურნალ „კრებულის“ სარედაქციო საქმიანობაში მიიღებდა მონაწილეობას.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, დიმიტრი ჯორჯაძე და იასე ჭავჭავაძე თელავის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავი და გიორგი ყაზბეგი დუშეთის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 19 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, იგორ ნერსესოვისა და არსენ კალანდაძის გამოცემული კრებული „ქალ-ვაჟიანი“ შაურად იყიდებოდა.