რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა საშუალო სკოლების მთავარგამგეს თხოვნით მიმართა, რომ მისდამი რწმუნებული სასწავლებლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ირაკლი ბერძნიშვილი, მისი თხოვნის თანახმად, 1919 წლის პირველი ნოემბრიდან თანამდებობიდან დაეთხოვათ.
1919
ტიპი: თანამდებობა
ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ირაკლი ბერძნიშვილი თელავის მაზრის გადასახადთა ინსპექტორად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრიდან მაქსიმე ბერძნიშვილი სახალხო განათლების სამინისტროს საპროფესიო და სატექნიკო სასწავლებელთა განყოფილების საქმისმწარმოებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 ივლისს მაქსიმე ბერძნიშვილმა სახალხო განათლების კანცელარიის დირექტორს სთხოვა, მისთვის ერთთვიანი შვებულება მიეცათ, რადგან ფილტვების ანთება ჰქონდა.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
სახალხო განათლების სამინისტროს საერთო საქმეთა მდივანი, მაქსიმე დავითის ძე ბერძენიშვილი მეცხრე სამილიციო უბანში, ოთხოთახიან ბინაში ცხოვრობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 მაისის სახალხო განათლების სამინისტროს ცნობით, ქალაქის გამგეობამ მაქსიმე ბერძნიშვილის ბინის რეკვიზიცია მოახდინა, რის გამოც მას რთულ პირობებში უხდებოდა მუშაობა. განათლების სამინისტრო ითხოვდა ბერძნიშვილის ბინის რეკვიზიცია შეწყვეტილიყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
ნიკოლოზ ბერძნიშვილმა დაკარგა ატესტატი, რომელიც 1917 წლის მაისში ბათუმის გიმნაზიიდან მიიღო. ის სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიას ატესტატის ასლს სთხოვდა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ნიკოლოზ ბერძნიშვილი ცხოვრობდა თბილისში, ჩერქეზიშვილის ქუჩაზე, სახლი N143.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 20 ნოემბრიდან ოლღა ბესტუჟევა-შუბითიძე ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის უფროს კლასებში ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ნოემბრიდან ოლღა ბექაია ქუთაისის წმინდა ნინოს გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის ქალთა წმინდა ნინოს გიმნაზიის მასწავლებელ ოლღა ბექაიას ფრანგული ენის საშუალო სასწავლებლის პედაგოგის წოდება მიენიჭა. 1920 წლის პირველი მარტიდან კი მასწავლებლის თანამდებობაზე დაამტკიცეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 მარტს ნაძალადევის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის წარმომადგენლობამ სახალხო განათლების კანცელარიის დირექტორს მიმართა, რომ ამავე სასწავლებლის მასწავლებლის, ევგენია ბილანიშვილის დასაკმაყოფილებლად სპეციალური თანხა არ იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლი ივნისის „ერთობა“ იუწყებოდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა „ტიფლისკაია გაზეტაში“ და „ნოვოსტი დნიაში“ დაბეჭდილი ყალბი ცნობების (მოხალისეთა ჯარის შავი და კასპიის ზღვებისკენ მსვლელობის შესახებ, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობაში არევ-დარევას ემსახურება) გაცნობის შემდეგ დაადგინა, შეწყვეტილიყო გაზეთების გამოცემა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელი ივნისის გაზეთი „ერთობა“ იუწყება, რომ დამფუძნებელი კრების წევრ გაბრიელ ცისკარიშვილს თუშეთიდან შეატყობინეს, რომ საზაფხულო სოფელ ტბათანს თავს დაესხნენ ოსები, გაიტაცეს ცხვარი და დახოცეს მწყემსები. ცისკარიშვილმა დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამმართველოს მიმართა.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1919 წლის 4 ივნისს სახ. თეატრში გაიმართება გიორგი არადელი-იშხნელის ბენეფისი სცენაზე მოღვაწეობის ათი წლის აღსანიშნავად. წარმოადგენენ ალ. სუმბათაშვილის „ღალატს“. მონაწილეობას მიიღებენ: ნინო დავითაშვილი, ელის. ჩერქეზიშვილი, ტასო საგინაშვილი-პიერეტტა, ალისა ქიქოძე, ილ. ზურაბიშვილი-ელევთერიძე, შალვა შარაშიძე-თაგუნა, სოსო რომანიშვილი, გ. ფრონისპირელი, პლ. კორიშელი, ვალ. გუნია, ალ. იმედაშვილი, დ. ჩარკვიანი, დ. მჟავია, პ. ფრანგიშვილი და სხვ. რეჟისორები: ალ. წუწუნავა და კ. ანდრონიკაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლი ივნისის „ერთობა“ იუწყება, რომ გრ. ურატაძემ ანდრეიკა ნოეს ძე ჟორდანია სახ. საბავშვო ბაღის გასაშენებლად დამფ. კრების ს. დ. ფრაქციისგან მიიღო 500 მან.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს აკაკი ჩხენკელი დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაერთო ქვეყნაში არსებულ დემოკრატიულ მოძრაობაში. ცარისტულმა რეჟიმმა იგი კვლავ დააპატიმრა და გააძევა ქვეყნიდან.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს აკაკი ჩხენკელი გახდა ამიერკავკასიის გარდამავალი მთავრობის უფროსი კომისარი და საქართველოს ეროვნული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 13 ივლისის „ერთობაში“ ი. მაღლაკელიძე შორაპნის სამაზრო კომიტეტის დავალებით აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომელთაც ფრონტისთვის შემოწირულობები გაიღეს: ა. შალამბერიძე, ე. სალარიძე, მ. სიხარულიძე, ს. მამალაძე, ძმები ნიორაძეები, გაჩეჩილაძე, ზ. კოვზირიძე, ვ. წაქაძე, ი. ჩუბინიძე, ზ. ყუფარაძე, დ. მახარაძე, პ. ებანოიძე, ძმები შალამბერიძეები, მ. გაჩეჩილაძე,თ. ბურჯანაძე, ო. ჩოგავაძე, ვ. ჩოგავაძე, ო. მანაგაძე, ვლ. მაღლაკელიძე, ყ. ებანოიძე, ვ. კობახიძე, ე. აქსამდროპულო, პ. ხარაზოვი, მ. დანელია, ჭულუხაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 30 ნოემბრის N 153 ბრძანებით მარიამ არტემის ასული ლუარსაბიანი თელავის სომხური გიმნაზიის საანბანო კლასის პედაგოგად დაინიშნა.