ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის მაისში ჩხრეკისას ჟანდარმერიამ იაკობ ფანცხავას სახლიდან უამრავი წიგნი წაიღო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 31 მარტს იაკობ ფანცხავა ქუთაისიდან თბილისში გადავიდა სამუშაოდ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის მაისში ჩხრეკისას ჩამორთმეული წიგნები ჟანდარმერიამ იაკობ ფანცხავას რამდენიმე დღეში დაუბრუნა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის მაისში იაკობ ფანცხავა ქუთაისის მიხეილის სახელობის საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის აგვისტოში ქუთაისის საადგილმამულო ბანკის გამგეობამ და ზედამხედველმა კომიტეტმა იაკობ ფანცხავა თბილისში მიავლინა ამავე ბანკის თბილისის განყოფილების გამგედ.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911-1912 წლებში იაკობ ფანცხავა იყო საადგილმამულო ბანკის თბილისის განყოფილების გამგე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, იაკობ ფანცხავამ დატოვა საადგილმამულო ბანკის თბილისის განყოფილების გამგის თანამდებობა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის შემოდგომაზე ქუთაისში გამართულ მეურნეთა ყრილობაზე თავმჯდომარედ იაკობ ფანცხავა აირჩიეს.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს იაკობ ფანცხავამ დაასრულა ფერიერის „დარვინიზმის“ თარგმნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ივანე როსტომაშვილმა გამოსცა იაკობ ფანცხავას თარგმნილი ფერიერის „დარვინიზმი“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს იაკობ ფანცხავამ დაასრულა ვოლტერის თარგმნა.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს სახელგამმა ცალკე წიგნად გამოსცა იაკობ ფანცხავას სამეცნიერო სტატიათა კრებული.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 5 სექტემბერს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა იაკობ ფანცხავას პირველი სტატია.

1827

ტიპი: თანამდებობა

1827 წელს დიმიტრი ბაქრაძის მამა ზაქარია ხაშმის მღვდელი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში ანასტასია ხელაძისამ ქართული თეატრის ასაგებ ფონდს მანეთი შესწირა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში ანასტასია ხელაძისამ სხვიტორში აკაკის სახ. სკოლის ასაგებ ფონდს მანეთი შესწირა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 აპრილს ბაქოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დრამატულმა სექციამ წარმოადგინა ოთხმოქმედებიანი დრამა „მამულ-დედული“, რომელშიც მონაწილეობდნენ ნინო ჩხეიძე, ელო ანდრონიკაშვილი, შალვა დადიანი, შალვა ხონელი, მ. მატარაძე, ანტონ ჭუმბურიძე, ე. მ. წულუკიძისა, მარიამ ნაკაშიძე, ჭრელაშვილი და სხვ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ჟურნალმა „მოამბემ“ ცალკე წიგნად გამოსცა იაკობ ფანცხავას მიერ თარგმნილი ვოლტერის თხზულება.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს იაკობ ფანცხავას თარგმნილი ვოლტერის თხზულება დაიბეჭდა ჟურნალში „მოამბე“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლიდან იაკობ ფანცხავა წერდა კრიტიკულ სტატიებს მხატვრული ლიტერატურის შესახებ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლიდან იაკობ ფანცხავა წერდა სამეცნიერო, პუბლიცისტური, ეკონომიკური და სოციოლოგიური შინაარსის სტატიებს.

1936

ტიპი: ავტორობა

1936-1940 წლებში იაკობ ფანცხავას თარგმნილი მედიცინის სახელმძღვანელოები გამოსცა ჯანმრთელობის მედიცინის გამომცემლობამ.

1936

ტიპი: ავტორობა

1936-1940 წლებში იაკობ ფანცხავამ თარგმნა მედიცინის მეცნიერების სახელმძღვანელოები: 1. აცრის საქმე. დამცველი (განმარინებელი) ვაქცინები და სამკურნალო შრატები. 2. ფსიქიატრიის სახელმძღვანელო ფერშალთათვის. 3. პათოლოგიის სახელმძღვანელო. 4. ფიზიოთერაპიის მოკლე სახელმძღვანელო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ მეორედ გამოსცა იაკობ ფანცხავას თარგმნილი ფერიერის „დარვინიზმი“.

1995

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ სიხარულიძის მოთხრობის „გამხდარი ვარ?“ II ნაწილი.