ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 26 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ კავსაძის სტატია „ქართული მუსიკა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 26 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „უებრო ჭირისუფალი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნაწყვეტები აკაკი წერეთლის ლექსებიდან – „ბრძნული გამონათქვამები“.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 21 ივნისს დიდუბის პანთეონში ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე (ფრონელი) დაკრძალეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 26 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ ადამის ძე ხუროძის სტატიის „იროდიონ ევდოშვილის ხსოვნას“ დასასრული.

1862

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე 1862 წლის 1-ელ იანვარს დაიბადა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს სალომე გურგენიძისამ ქართული გიმნაზიის ეკლესიას 200 თუმანი შესწირა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ხარკოვიდან საქართველოში დაბრუნებულ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს მაწავლებლად მუშაობაზე უარი უთხრეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის შემოდგომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე ხარკოვიდან საქართველოში დაბრუნდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 2 მაისს სახალხო სახლში წარმოდგენების მმართველმა წრემ წარმოადგინა „მელანიას ოინები“ ნიკოლოზ გოცირიძის, ელენე ციმაკურიძის, პლატონ კორიშელის, სოსო რომანიშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს კავკასიის სტიპენდია დაენიშნა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ნათაძის „წერილი მოწაფეებისადმი“.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 26 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს თბილისის სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 26 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის 28 დეკემბერს იაკობ ფანცხავა საქართველოს კომუნისტური პარტიის კანდიდატი გახდა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის პირველი იანვრიდან იაკობ ფანცხავა იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის წევრი.

1903

ტიპი: ორგანიზაცია

1903-1918 წლებში იაკობ ფანცხავა იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს იაკობ ფანცხავა თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად გამოვიდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წლის აგვისტოში იაკობ ფანცხავა სტატიების რედაქტორად მიიწვიეს გაზეთ „კვალში“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის აგვისტოდან გაზეთ „კვალის“ ყოველ ნომერში იაკობ ფანცხავას სტატია იბეჭდებოდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის აგვისტოში გაზეთ „კვალში“ სამუშაოდ მისულ იაკობ ფანცხავას დაევალა გაზეთის კორექტირება, კორესპონდენციების გადაკითხვა და შესწორება.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის აგვისტოდან გაზეთ „კვალში“ მიწვეული იაკობ ფანცხავა ხელფასის სახით ყოველთვიურად ოც მანეთს იღებდა.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ყავდა მამა, სპირიდონ ფანცხავა.