ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47756

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 მაისს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ, ალექსანდრე მითაიშვილმა (მდივანი ი. ხონელიძე) ცაგერიდან განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს მისწერა, რომ სახალხო სკოლის გასახსნელი ადგილის შესახებ ცნობას მოკლე დროში მიაწვდიდა.

1919

ტიპი: ავტორობა

ქუთაისის გუბერნიის ერთკლასიანი სასწავლებლის გამგე ა. ბოჭორიშვილი 1919 წლის 25 ივნისს წერილით განათლების სამინისტროს წარუდგენს ნამანევის სასწავლებლის მოწაფეთა სწავლა-ყოფაქცევის უწყისს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისს ხოტევის სასწავლებლის გამგე-მასწავლებელმა ათანასე გაგოშიძემ განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს გაუგზავნა სია მისდამი რწმუნებული სკოლის იმ მოსწავლეებისა, რომლებიც მომდევნო კლასში გადავიდნენ და მათი, ვინც სკოლა დაამთავრა. წლის დასაწყისში პირველ განყოფილებაში ირიცხებოდა 43 მოსწავლე, მეორეში – 35, მესამეში – 28, მეოთხეში კი – 16. მოსწავლეებმა სკოლას თავი დაანებეს „ისპანკისა“ და ტიფით ავადმყოფობის, ასევე ცხოვრების გაძვირების გამო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 მაისს გამოიცა რესპუბლიკის სამოქალაქო უწყებათა სახელმწიფო მოსამსახურეების ჯამაგირის მომატების დეკრეტი, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი მოადგილე და მთავრობის თავმჯდომარე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პირველი დამფუძნებელი კრების დადგენილება საშუალო განათლების სავალდებულობის შესახებ გულისხმობდა, რომ განათლება საქართველოს რესპუბლიკის ყველა სასკოლო ასაკის მოქალაქისთვის, ორთავე სქესისთვის იყო სავალდებულო და უფასო. ვინც არ ისურვებდა სკოლაში სიარულს რესპუბლიკა მათზე განსაკუთრებულ კონტროლს აწესებდა. სწავლების ორგანოდ პირველდაწყებითი სახალხო სკოლა (4 წლიანი კურსით), ხოლო სასკოლო ასაკად 7-11 წლის ბავშვი ითვლებოდა. ამ საფეხურზე სკოლა მხოლოდ ზოგადი ხასიათის განათლებას იძლეოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 ნოემბერს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძემ პედაგოგიური მუზეუმის დირექტორის ნაცვლად ხელი მოაწერა წერილს, რომელიც გაეგზავნა კავკასიის მასწავლებელთა კავშირის თბილისის განყოფილების გამგეობას. წერილში აღნიშნული იყო, რომ მუზეუმის იურიდიული მდგომარეობა გარკვეული იყო და ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 25 ივლისს სახელმწიფო კონტროლიორმა ფილიპე გოგიჩაიშვილმა მოხსენება გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს, წერდა, რომ კონტროლის აპარატი საქართველოში უნდა ყოფილიყო მარტივი, სწრაფად მოქმედი, ყოველგვარ შუა რგოლებს მოკლებული, იაფი და ხელსაყრელი სახელმწიფოსათვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის დეკემბერში ბოდბის ქალთა საოსტატო სემინარიის დირექტორმა ელენე ბუტულაშვილმა, რომელსაც სამინისტრომ დამატებით ბოდბის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სკოლის გამგებლობაც მიანდო, რისთვისაც მას ეკუთვნოდა დამატებითი გასამრჯელო, მიმართა სახელმწიფო კონტროლს, გაეცათ სასწრაფო განკარგულება კონტროლის სიღნაღის განყოფილებაში, რათა დაკმაყოფილებულიყო მისი მოთხოვნა გასამრჯელოს მიღების თაობაზე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 იანვარს ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორმა ხელი მოაწერა დადგენილებას თბილისის სამიწათმოქმედო სასწავლებელში შტატების დამტკიცების თაობაზე.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 30 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძემ მშობლებს მისწერა, რომ მიიღო მათი დაზღვეული და დაუზღვეველი წერილები და მამას მასალაც.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 30 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძემ მშობლებს მისწერა, რომ ივანე ჯავახიშვილი საქართველოს ეკონომიკური ისტორიის საკითხებს ამუშავებდა და ცდილობდა, საქართველოში ლობიოს კულტურის გავრცელების დრო და გზები გაერკვია.

ტიპი: ავტორობა

ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევით ლობიოს თესლი საქართველოში XVI საუკუნიდან უნდა შემოსულიყო, სავარაუდოთ ამერიკიდან, გურიის საშუალებით.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 19 მაისს თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის დირექტორი ნიკოლოზ მახათაძე განათლების სამინისტროს სთხოვს, აცნობონ, ჰქონდა თუ არა თბილისის დედათა საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებულს საშუალო სკოლის ყველა კლასში სწავლების უფლება.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 იანვარს ხონის მოქალაქე ჭავჭანიძემ განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს ტელეგრამით აცნობა, რომ ხონის სემინარიის დირექტორი არ დაემორჩილა განათლების სამინისტროს განკარგულებას და მისი შვილი სკოლის გარეთ დატოვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლის ყოფილი პედაგოგის ნიკო ჯანაშიას (იმსახურა 15 წელიწადი) მეუღლის, ელენე ჯანაშიას თხოვნა დახმარების შესახებ. გამგეობის განჩინებით ელენე ჯანაშიას გადაეცა ერთჯერადი დახმარება 600 მანეთის ოდენობით. განსვენებულის ვაჟს, სვიმონს, თვეში 100 მანეთი სტიპენდია დაენიშნა.

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ლიზა ვარლამოვა დედის გარდაცვალების შემდეგ სახლში ჩაიკეტა. 1912-1914 წლებში ვარლამოვა ქუთაისში მდებარე საკუთარ პანსიონში ბავშვებს სხვადასხვა სასწავლებლისთვის ამზადებდა.

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ლიზა ვარლამოვას იასონ გელოვანი და სხვა აზნაურები ხშირად სტუმრობდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თხოვნა. პალატის წინადადებით, თბილისში, მეჟევოის ქუჩაზე (N29) გაიხსნა ინჟინერ ბოგატინის ფაბრიკა, რომელიც მოსწავლეებისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთებს ამზადებდა ( გლობუსებს, კუბიკებს ასოებით, ადამიანთა და ცხოველთა აგებულების ნაწილებს და სხვ.). სავაჭრო-სამრეწველო პალატა გამგეობას სთხოვდა, შეკვეთებით მხარი დაეჭირა ამ ახლად დაწყებული საქმისთვის. გამგეობამ გადაწყვიტა დახმარებოდა ფაბრიკას და მასწავლებლებს სთხოვა წარმოედგინათ სკოლებში საჭირო ნივთების სია. ხელს აწერდა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1905

ტიპი: ავტორობა

1905-1906 წლებში ქართული გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ შ. ჩიტაძის თაოსნობით გიმნაზიის რეორგანიზაციის პროექტი შეადგინა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 26 ივნისს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძემ მინისტრთა საბჭოს ეროვნული საბჭოს წინაშე შუამდგომლობა სთხოვა, რათა სხვადასხვა სამინისტროს დაქვემდებარებული ყველა სახელმწიფო და კომერციული სასწავლებელი განათლების სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ გადასულიყო.

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წლის 28 ივნისს შალვა მაღლაკელიძემ საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ იასონ გელოვანმა ოპერაცია ვერ გადატანა და 1920 წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ ლიზა ვარლამოვაც მალევე დაიღუპა.

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წლის შალვა მაღლაკელიძის მოგონებების მიხედვით, ქუთაისში სონია ტვეციშვილის სახლს ხშირად სტუმრობდნენ ადგილობრივი გაზეთის რედაქტორი დავით მესხი, მისი მდივანი ნუცა ჩოდელიძე და აკაკი წერეთელი.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 17 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს სთხოვა, რომ მის მიერ გაგზავნილი წერილი ანდრია ქურციკიძისთვის საფრანგეთში გადაეგზავნა.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ელ ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს მისწერა, რომ გერმანიის მმართველმა წრეებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ ნდობა გამოუცხადეს უპასუხისმგებლო პირებს: კერესელიძეს, მიხეილ კედიას, გრიგოლ ალშიბაიასა და სხვებს.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ელენე შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში ქრისტინე შარაშიძეს დეპეშით დავით შარაშიძის გარდაცვალება შეატყობინა.