ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ბათუმში შიო მღვიმელის მოღვაწეობის აღსანიშნავი ღონისძიების ჩატარების ინიციატორი დავით კასრაძე იყო.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს შიო მღვიმელმა დაამთავრა გორის ოთხკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს შიო მღვიმელი გორიდან სენაკში გაემგზავრა უფროს ძმა გიორგისთან.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს გიორგი ქუჩუკაშვილი უმცროს ძმა შიოსთან ერთად სახელმწიფო მამულების თაობაზე ქალაქ სენაკიდან სვანეთში გაემგზავრა.

1883

ტიპი: ნასამართლეობა

1883 წელს მიშო ყიფიანი დააკავეს გორში პოლიტიკური დანაშაულის ბრალდებით.

1883

ტიპი: ნასამართლეობა

1883 წელს მიშო ყიფიანი სხვა პოლიტიკურ დამნაშავეებთან ერთად დააკავეს.

1883

ტიპი: ნასამართლეობა

1883 წელს მიშო ყიფიანი პოლიტიკური დანაშაულის ბრალდებით გასამართლების შემდეგ რუსეთში გადაასახლეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს გორში ჩასული სანდრო და შიო ქუჩუკაშვილები შიო დავითაშვილის ბინაში ცხოვრობდნენ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს სანდრო ქუჩუკაშვილმა თავისი უმცროსი ძმა შიო ჯავიდან გორში ჩაიყვანა.

1879

ტიპი: ღონისძიება

ხანგრძლივი განშორების შემდეგ 1879 წელს შიო მღვიმელი ვარიანს დაუბრუნდა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს შიო მღვიმელი ბესო თედეშვილთან ერთად წავიდა ჯავაში ოჯახთან შესახვედრად.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1866 წლის თებერვალში გორის მაზრის სოფელ ბრეთში დაიბადა შიო ქუჩუკაშვილი (მღვიმელი).

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1887 წლებში შიო მღვიმელი გორში მეგობარ ლადო ხმალაძესთან ცხოვრობდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს შიო მღვიმელი მიშო ყიფიანმა წამოიყვანა თავის სახლში საცხოვრებლად, რადგან მისი ბინა უფრო ახლოს იყო სასწავლებელთან.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ქუთაისში დაბრუნებულმა დუტუ მეგრელმა პეტერბურგში გაგზავნა თხოვნა მისი გადასახადთა ინსპექტორად აყვანის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს, ალექსანდრე II სიკვდილის შემდეგ, აღტაცებით კითხულობდნენ გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ აკაკი წერეთლის ლექსს „დღეს მერცხალი შემოფრინდა“.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წლის 4 ივლისს წამებით მოკლული შიო ალექსის ძე ჩიტაძე წმინდა ნინოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს დავით ჩხეიძემ აკაკი წერეთლის ბიოგრაფიაზე მოთხრობა „ამირანის ცეცხლი“ დაწერა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს გამართულ ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ოთხი წლით ხმოსნებად აირჩიეს მიხეილ ზაქარიას ძე ავთანდილოვი, ივანე მიხეილის ძე ალიხანოვი, სტეფანე იოსების ძე ანანოვი, ალექსანდრე პეტრეს ძე ანდრეევი, ნიკოლოზ ვასილის ძე აღღუთინსკი-დოლგორუკოვი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიკო ფაშალიშვილის ლექსი „ზღაპარი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 30 მაისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „ჯიოკონდა“ ნინო ჩხეიძის, ალისა ქიქოძის, ნინო თოიძის, ნინო გამრეკელი-თორელის, მედეა ქორელის, ალექსანდრე იმედაშვილის, პლატონ ჩიქვინიძის და სხვ. მონაწილეობით.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ ქუთაისის გამგეობის წევრად დამტკიცებულმა ვლადიმერ კანდელაკმა ფიცი დადო და თანამდებობის აღსრულებას.