ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50367

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძის, ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილისა და ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან სესხის მიცემის შესახებ. საზოგადოებამ არჩილ ჯორჯაძეს 50 მანეთი გადასცა, ლუკა რაზიკაშვილს – 30 და ნიკოლოზ კურდღელაშვილს – 20.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას განუცხადა, რომ იანვრიდან „დედა ენა“ განახლებული ტირაჟით დაიბეჭდებოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ჯორჯაძემ საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა. მისი თავმდებნი იყვნენ: შიო დედაბრიშვილი, გიორგი დეკანოზიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და პეტრე მირიანაშვილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის პირველიდან 24 იანვრამდე საზოგადოებაში შევიდა 1063. 75 მანეთი და დაიხარჯა – 1029. 55.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ისაუბრეს ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიების შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 ნოემბრის რუსულ ენაზე დაბეჭდილ დოკუმენტს, რომელშიც განსაზღვრული იყო მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოვალეობები ილიას საფლავის ძეგლის აგებასთან დაკავშირებით, დართული ჰქონდა წერილი, რომლის მიხედვითაც 6 ნოემბერს გამგეობის სხდომაზე იწვევდნენ ძეგლის შემფასებელი კომისიის წევრებს. ხელი მოაწერა გამგეობის მდივანმა სამსონ ფირცხალავამ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის თხოვნა ჟურნალ „განათლების“ დახმარების შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტით, მოქანდაკე იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძეს უნდა გაეკეთებინა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი მამადავითის მთაზე. მას გასამრჯელოდ უნდა მიეღო 5 800 მანეთი. სამუშაოს ჩაბარების ვადა იყო 1910 წლის 10 მაისი. მასვე ევალებოდა ქანდაკების გამზადება პარიზიდან საქართველოში გადმოსაგზავნად, ხოლო სამგზავრო ხარჯები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უნდა დაეფარა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 მარტს ანდრია სოლომონის ძე ღულაძეს საზოგადოებამ მისცა „ქილილა და დამანა“, რომელშიც მან ერთი მანეთი გადაიხადა და ორი მანეთი მოგვიანებით უნდა გადაეხადა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, გორის მაზრის დამხმარე წევრ ეკატერინე დიმიტრის ასულ ფურცელაძეს საზოგადოებამ გაუგზავნა ქვითრების დავთარი N38 და საწევრო დავთარი N32.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ახალციხის მაზრის დამხმარე წევრ ელისაბედ ნიკოლიზის ასულ ყაზბეგისას საზოგადოებამ გაუგზავნა: ქვითრების დავთარი N33, საწევრო დავთარი N31, წევრების სია, საზოგადოების წესდება და ინსტრუქცია აგენტებისთვის.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ქუთაისის მაზრის აგენტ სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიას საზოგადოებამ გაუგზავნა: ქვითრების დავთარი N32, საწევრო დავთარი N30, წევრების სია, საზოგადოების წესდება და ინსტრუქცია აგენტებისთვის.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, შორაპნის მაზრის ერთ-ერთი უბნის, ყვირილის აგენტ მიშო მაჩაბელს საზოგადოებამ გაუგზავნა ქვითრების დავთარი N27, საწევრო დავთარი N27, წევრების სია, საზოგადოების წესდება და აგენტის წერილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ქუთაისის მაზრის აგენტ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძეს საზოგადოებამ გაუგზავნა ქვითრების დავთარი N1.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ქუთაისის მაზრის აგენტ კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძეს საზოგადოებამ გაუგზავნა ქვითრების დავთარი N4.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ქუთაისის მაზრის აგენტ სილოვან თომას ძე ხუნდაძეს საზოგადოებამ გაუგზავნა ქვითრების დავთარი N 2.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ოზურგეთის მაზრის აგენტ შიო ისაკის ძე შიუკაშვილს საზოგადოებამ გაუგაზავნა ქვითრების დავთრების ნიმუშები N1 (3).

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ქუთაისის მაზრის აგენტებს კირილე ლორთქიფანიძეს, სილოვან ხუნდაძესა და ალექსი ჭიჭინაძეს საზოგადოებამ საწევრო დავთარი და წევრების სია გაუგზავნა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ხონის მაზრის აგენტ სოფიო წულუკიძისას საზოგადოებამ გაუგზავნა: საწევრო დავთარი N 3, ქვითრების დავთარი N 6, წევრთა სია და წერილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ლეჩხუმის მაზრის დაბა ლაილაშის აგენტ ქაიხოსრო გელოვანს საზოგადოებამ გაუგზავნა: საწევრო დავთარი N5, ქვითრების დავთარი N8, საზოგადოების წესდება და მადლობის წერილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, თიანეთის მაზრის აგენტ ნიკოლოზ (ნიკო) თადეოზის ძე ხიზანიშვილს საზოგადოებამ გაუგზავნა: ქვითრების დავთარი N10, საწევრო დავთარი N7, წევრთა სია, საზოგადოების წესდება და წერილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ბათუმის მაზრის აგენტ გრიგოლ დიმიტრის ძე გაბაშვილს საზოგადოებამ გაუგზავნა: ქვითრების დავთარი N11, საწევრო დავთარი N8, წევრთა სია, საზოგადოების წესდება და წერილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, თელავის მაზრის აგენტ ანასტასია დავითის ასულ ჩოლოყაშვილისას საზოგადოებამ გაუგზავნა: ქვითრების დავთარი N1 (2), საწევრო დავთარი N9, წევრთა სია, წერილი და საზოგადოების წესდება.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ძველი სენაკის მაზრის აგენტ სამსონ გიორგის ძე ყიფიანს საზოგადოებამ გაუზავნა: ქვითრების დავთარი N13, საწევრო დავთარი N10, წევრთა სია, საზოგადოების წესდება და წერილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, სოხუმის მაზრის აგენტს, მასწავლებელ ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელს საზოგადოებამ გაუგზავნა: ქვითრების დავთარი N 15, საწევრო დავთარი N 12, წევრთა სია, საზოგადოების წესდება და აგენტის წერილი.