ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45897

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წელს თედო სახოკია და სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის სხვა მოსწავლეები მარტვილიდან ახალ სენაკში გადაიყვანეს.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ ვასილ ბარნოვი დაინიშნა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს თედო სახოკია მარტვილის პირველ მოსამზადებელ კლასში უმთავრესად წერას სწავლობდა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს მარტვილის სემინარიის პირველ მოსამზადებელ კლასში თედო სახოკიას და სხვა მოსწავლეებს ქართულის სახელმძღვანელო არ ჰქონდათ, რადგან მსგავსი არაფერი მოიპოვებოდა იმ დროს.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს მარტვილის სემინარიის პირველ მოსამზადებელ კლასში თედო სახოკიას და სხვა მოსწავლეებს რუსული ენის სახელმძღვანელოდ უშინსკის „Родное Слово“ ჰქონდათ.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს თედო სახოკიას ქართულად წერა-კითხვა ორ კვირაში შეასწავლა ბესარიონ ხელაიამ.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის ნოემბერში თედო სახოკიამ პირველად მისწერა წერილი ქართულ ენაზე მამას.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის ნოემბერში მარტვილიდან ქართულად მიწერილ წერილში თედო სახოკია სწავლაში თავისი წარმატებების შესახებ ატყობინებდა მამას და ასევე სამი აბაზის გამოგზავნას სთხოვდა.

1876

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1876 წელს ბესარიონ ხელაიას (შემდგომში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის) ჰყავდა ძმა, გიორგი ხელაია.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს ბესრიონ და გიორგი ხელაიები მარტვილის სასწავლებლის მესამე კლასში სწავლობდნენ.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874-1881 წლებში მარტვილის სასწავლებელში სწავლის პერიოდში ივანე ოდიშარიას სახლში ცხოვრობდნენ ძმები, ბესარიონ (შემდგომში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი) და გიორგი ხელაიები.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1884 წლებში მარტვილის სასწავლებელში სწავლის პერიოდში თედო სახოკია ივანე ოდიშარიასთან ცხოვრობდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს მარტვილის სკოლის მასწავლებლებთან გასაუბრების შემდგომ თედო სახოკია პირველ მოსამზადებელ კლასში დასვეს.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს, რვა წლის ასაკში თედო სახოკიას მშობლები მის სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიბარებას აპირებდნენ.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს ენის შესასწავლად თედო სახოკია მამამისმა შიო იოსავას მიაბარა.

1876

ტიპი: პირადი ინფორმაცია

თედო სახოკია 1876 წელს თითქმის ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა შიო იოსავას სახლში.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად თედო სახოკიასთვის ქართულად წერა-კითხვის ცოდნა იყო საჭირო.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს დაქვრივებულმა მარიამ გაგუამ დუტუ მეგრელი ძიძას მიაბარა.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დუტუ მეგრელი 1868 წლიდან სუჯუნის ეკლესიის ეზოში მცხოვრები მონაზვნის სენაკში იზრდებოდა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს დაქვრივებულმა მარიამ გაგუამ სუჯუნის ეკლესიის ეზოში მონაზონთან გადასახლების შემდეგ პატარა ვაჟიც გადაიყვანა საცხოვრებლად.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წელს დუტუ მეგრელის წერილობით თხოვნას პერსონალური პენსიის დანიშვნის თაობაზე ფილიპე მახარაძემ მწერლის მოღვაწეობის მოკლე დახასიათება დაურთო.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს ფილიპე მახარაძემ შეადგინა დუტუ მეგრელის მოღვაწეობის მოკლე დახასიათება.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ქართველ სტუდენტთა წრე, სადაც დუტუ მეგრელიც შედიოდა, გაეცნო მიხაილოვსკის თხზულებას „რა არის პროგრესი“.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 19 ივლისს ალექსანდრე ნათაძე მოულოდნელად გარდაიცვალა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 31 მაისს ზუგდიდში ადგილობრივი ბიბლიოთეკა-სამკითხველოს სასარგებლოდ ვალერიან გუნიას „და-ძმა“ წარმოადგინეს.