ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50775

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების ხაზინადარს, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს, მდივან ვარლამ ბურჯანაძეს და გამგეობის წევრს, შიო არაგვისპირელს, ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებელთა მიერ წარმოდგენილი მოხსენების თანახმად, ანდერძის ანგარიშების გასწორება მიენდოთ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოწვეულ პირთა სხდომაზე წიგნსაცავ-მუზეუმის მდგომარეობის საკითხზე მსჯელობისას ივანე ჯავახიშვილმა ისაუბრა საქართველოს მუზეუმებში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე, აღნიშნა, რომ საეკლესიო მუზეუმი მოსავლელად და სარგებლობისათვის უნივერსიტეტს ჰქონდა გადაცემული და მსგავსი პირობებით უნივერსიტეტს საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის მიღებაც შეეძლო.

1915

ტიპი: ავტორობა

დავით არევაძის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველო 1915 წლის თებერვალში დაარსდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს, ბიბლიოთეკარი დავით არევაძის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველომ 228 ქართული და 133 რუსული წიგნი შეიძინა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს, ბიბლიოთეკარ დავით არევაძის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 120 ქართველი, 5 რუსი და 6 ოსი ხელმომწერი ჰყავდა, მათგან 8 სასულიერო წოდების, 31 ვაჭარი, ნოქარი ან მოქალაქე, 2 ჯარისკაცი, 29 მუშა, 63 მოხელე იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

ბიბლიოთეკარ დავით არევაძის 1915 წლის ანგარიშის მიხედვით, ალაგირის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება 207 მანეთითა და 7 კაპიკით დაეხმარა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს, ბიბლიოთეკარ დავით არევაძის ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველოთი 326-მა ქალმა და 1 556-მა კაცმა ისარგებლა, მათგან 1259 ქართველი, 160 რუსი, 29 სომეხი, 7 ებრაელი, 378 ოსი, 6 ბერძენი და 43 სხვა ეროვნებისა იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს, ბიბლიოთეკარ დავით არევაძის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სმკითხველოდან 852-ჯერ გაიტანეს წიგნები, აქედან – 105 სასულიერო შინაარსის, 125 ისტორიულ-ბიოგრაფიული, 86 გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 9 სამედიცინო, 35 სამეურნეო, 145 საბავშვო წიგნი, 94 ჟურნალი, 253 კი მოთხრობების, ლექსების ან პიესების კრებულები.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 დეკემბერს დეკანოზი მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანი, იოსებ ჯავახის ძე მდივნიშვილი, ნადეჟდა მიხეილის ასული ჩიკვაიძე, კონსტანტინე გიორგის ძე წულუკიძე და ლონგინოზ იასონის ძე კიკვიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაბა ონში მთელი რაჭის მაზრისთვის საზოგადოების განყოფილების გაიხსნის თაობაზე შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობას სთხოვდნენ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარის, გაბრიელ ბოჭორიშვილისა და მოადგილე ნიკოლოზ ხატისკაცის ანგარიშის მიხედვით, განყოფილებას ყულაბით 10 მანეთი შეუგროვდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარის, გაბრიელ ბოჭორიშვილისა და მოადგილე ნიკოლოზ ხატისკაცის ანგარიშის მიხედვით, განყოფილებამ 40 მანეთი შემოწირულობა მიიღო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარის, გაბრიელ ბოჭორიშვილისა და მოადგილე ნიკოლოზ ხატისკაცის ანგარიშის მიხედვით, განყოფილებამ მთავარ გამგეობას შემოსავლის 10% – 27 მანეთი გადასცა.

1916

ტიპი: ავტორობა

 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარის, გაბრიელ ბოჭორიშვილისა და მოადგილის, ნიკოლოზ ხატისკაცის ანგარიშის მიხედვით, 1916 წელს ალაგირის წიგნსაცავ-ბიბლიოთეკის შენახვა 155 მანეთი დაჯდა.

1916

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარის, გაბრიელ ბოჭორიშვილისა და მოადგილის, ნიკოლოზ ხატისკაცის ანგარიშის მიხედვით, 1916 წელს საზოგადოების სასარგებლოდ გამართული წარმოდგენებიდან განყოფილებას 160 მანეთი დაუგროვდა.

1916

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარის, გაბრიელ ბოჭორიშვილისა და მოადგილის, ნიკოლოზ ხატისკაცის ანგარიშის მიხედვით, 1916 წელს განყოფილების საწევრო შემოსავალი 60 მანეთს შეადგენდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბუღალტერმა ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილმა გამგეობას ერთი თვით შვებულება სთხოვა. გამგეობა დათანხმდა.

1916

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარის, გაბრიელ ბოჭორიშვილისა და მოადგილე ნიკოლოზ ხატისკაცის ანგარიშის მიხედვით, 1916 წელს ალაგირის ქართული სკოლის დახმარებამ 100 მანეთი შეადგინა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (ონის) განყოფილების თავმჯდომარემ მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანმა და მდივანმა – ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძემ მთავარ გამგეობას დარჩენილი 68 მანეთი და 80 კაპიკი გაუგზავნეს (20 მანეთი და 20 კაპიკი ერთი წლის წინ გააგზავნეს) და სთხოვეს მათ, გახსნილიყო რაჭის (და არა ონის) საზოგადოების განყოფილება.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების მდივანს, დეკანოზ ლონგინოზ კვიკვიძეს მთავარი გამგეობიდან ვარლამ ბურჯანაძე სწერდა, რომ თბილისის გუბერნატორმა აცნობა ქუთაისის გუბერნატორს 19 იანვარს დაბა ონში საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ და სთხოვდა, შეედგინათ 1914 წლის ხარჯთაღრიცხვა და სამოქმედო გეგმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების გასავალი (გათბობა-განათება და წვრილმანი ხარჯები) 147 მანეთსა და 17 კაპიკს შეადგენდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანმა და ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძემ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების თავმჯდომარე მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანმა მთავარგამგეობას უწერაში საზაფხულო სამკითხველოს გახსნა სთხოვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილებას მთავარი გამგეობიდან ვარლამ ბურჯანაძემ მისწერა, რომ ფილიალის ლიკვიდაციას წესდების თანახმად განყოფილების წევრთა საზოგადო კრება დამსწრეთა 2/3 ხმის უმრავლესობით ახდენდა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 7 მაისს ივანე ლაზარეს ძე ანდღულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას ხიდისთავის განყოფილების გახსნაში შუამდგომლობის თხოვნით მიმართა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 12 მარტს ივანე ანდღულაძემ, ირაკლი ქორიძემ და ტიხონ ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერეს, რომ ამავე წლის 10 თებერვალს ხიდისთავში გამართულ სოფლის კრებაზე გამოითქვა საზოგადოების განყოფილების დაარსების სურვილი. მათ გამგეობას შევსებული ოქმი გაუგზავნეს და საზოგადოების ყველანაირი წესდების გაგზავნა სთხოვეს.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 11 მარტს ივანე ანდღულაძემ, ირაკლი ქორიძემ და ტიხონ ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერეს, რომ მათგან კვიტანციების მიიღებისთანავე შეადგენდნენ ოქმს და გაუგზავნიდნენ ხიდისთავის განყოფილების წევრობის მსურველთა ხელმოწერებთან ერთად.