რეგისტრირებული ფაქტები47884
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს უფროს ძმა გიორგისთან ერთად სვანეთში მოგზაურობამ, იქაურმა ბუნებამ, უზარმაზარმა მთებმა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შიო მღვიმელზე.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს შიო მღვიმელმა და უფროსმა ძმამ, გიორგიმ სვანეთისკენ მგზავრობისას გზად სოფელი ორბელი გაიარეს, იქიდან კი ცაგერში ჩავიდნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ლადო აღნიაშვილისა და შიო დავითაშვილის დახმარებით შიო მღვიმელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 3 მაისის „ცნობის ფურცლიდან" ვიგებთ, რომ თბილისში მიიღეს ახალი ქართული წიგნი „თეორია სიტყვიერებისა ქართულ სალიტერატურო სამაგალითო ნიმუშების გარჩევით", წიგნი შეადგინა მელიტონ კელენჯერიძემ და გამოსცა ოლღა კელენჯერიძემ. დაბეჭდილია ქუთაისში ივანე კილაძისა და იოსებ ხელაძის სტამბაში 1899 წელს. წიგნი შეიცავს 152 გვერდს და ღირს ორი აბაზი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს შიო მღვიმელმა პირველად ნახა ზღვა, როცა თავისი მოღვაწეობის აღსანიშნავ იუბილეზე ბათუმში ჩავიდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 9 მაისის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით იაკობ გოგებაშვილი დაინიშნა რევიზორად ხელთუბნისა და წინარეხის სკოლებში, ალექსანდრე ჭყონია და ალექსანდრე მიქაბერიძე – ბათუმსა და სენაკში, დავით კარიჭაშვილი – თონეთში, ექვთიმე თაყაიშვილი – გომარეთში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 მარტს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა მარიამ წულუკიძის მოტაცების საქმე. ჯერ ქუთაისის ოლქის სასამართლომ ბრალდებულნი დამანაშავედ სცნო და დააპატიმრა. სამოსამართლო პალატამ გააუქმა ეს განაჩენი და კონსტანტინე და იასონ წულუკიძეებს, ნიკოლოზ ლორთქიფანიძესა და სლავენ ადამიას ჩამოართვა უფლელებები და ტობოლის გუბერნიაში გადაასახლა, ხოლო ილიკო წულუკიძეს 8 თვით პატიმრობა შეუფარდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 31 იანვარს გაიმართა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრება. კრებაზე განიხილეს ჯარიმების საქმე, რომელიც თავადაზნაურობას დაედო საერობო გადასახადის შეტანის დაგვიანების გამო და ასევე თავად-აზნაურთა მამულების შეფასების გაუმჯობესების საკითხი. კრებას უძღვებოდნენ იოსებ ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი და ილია ჭავჭავაძე.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 5 მაისს გაიმართა იმერეთის თავად-აზნაურთა კრება სვიმონ წერეთლის თავმჯდომარეობით. კრება გაიხსნა 10 საათზე და განიხილეს რამდენიმე პირის საჩივარი, რომლებიც დეპუტატთა საკრებულომ არ შეიყვანა ამომრჩეველთა სიაში.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანს, იაკობ მანსვეტაშვილს არ სურდა შიო მღვიმელის საზოგადოებაში გაწევრიანება იმ მიზეზით, რომ მას ინტელიგენტის იერი არ ჰქონდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 10 მაისს თბილისის სამოსამართლო პალატის მე-2 სამოქალაქო დეპარტამენტმა განიხილა ი. ზ. ბარათაშვილისა და თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საქმე და განაჩენის გამოცხადება იმ საქმის გამო 24 მაისისათვის გადადო. ი. ბარათაშვილი ითხოვდა, რომ იგი დირექტორად მიეწვიათ და აპროტესტებდა მის ნაცვლად სხვა კანდიდატურის წამოყენებას ამ თანამდებობაზე. ოლქის სასამართლომ ეს დავა საფუძვლიანად სცნო და მის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 10 აპრილს თბილისის სასამართლო პალატაში დაინიშნა ზაქარია ბარათაშვილის სარჩელის განხილვა სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე სადავო მამულის თაობაზე.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 10 აპრილს თბილისის სასამართლო პალატაში დაინიშნა გიორგი ერისთავსა და ბაგრატიონ-მუხრანბატონებს შორის არსებული სამეზობლო დავის განხილვა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 29 მარტს გაზეთ „დროებაში“ კახელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა რომან ძამსაშვილ-ცამციევის კორესპონდენცია რამდენიმე კვირის წინ თელავის მოედანზე გამართული საერთო სახალხო თავყრილობის შესახებ, რომელზეც ვახტანგ ორბელიანმა მსმენელებს გააცნო ახალი სამოსამართლო წესდება.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 22 ნოემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ „სასოფლო გაზეთის“ ოცდამეჩვიდმეტე ნომერში ქართულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნებულ „დასასხნელი პირობის შედგენას“ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გერასიმე კალანდარიშვილი გაყიდდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქალაქ გორში ადგილობრივი სკოლის სასარგებლოდ დაიდგა აკაკი წერეთლის ცოცხალი სურათი „აკაკი ბავშვებთან“. ღონისძიების საკონცერტო განყოფილებაში მონაწილეობდნენ მარო თარხნიშვილი, მისი და ეკატერინე და ადგილობრივი გიმნაზიის მასწავლებლები ესტატე ხუციშვილი და არჩილ ღვინიაშვილ-ლომაური. შეასრულეს აკაკი წერეთლის ტექსტებზე შექმნილი ნაწარმოებები: „სულიკო“, „ნანა“ და „დაიგვიანეს“.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 26 აპრილს, დილის 11 საათზე, გაიმართა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა კრება იოსებ ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით, რომელზეც განიხილეს 1899 წლის ბანკის ანგარიში. კრების დადგენილებით 1900 წელს ანგარიში უცვლელად დარჩა და გადაწყდა, შემდეგ შეესწორებინა ვარლამ მიქელაძეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 14 მარტს თბილისის სამღვდელოებამ მარკოზ ტყემალაძის თავმჯდომარეობით გამართა კრება წიგნთსაცავ-სამკითხველოს დაარსებასთან დაკავშირებით და გადაწყდა მისი დაარსება. დადგენილება საქართველოს ეგზარხოსმა ფლაბიანემ დაამტკიცა. სამკითხველომ მუშაობა 19 აპრილიდან დაიწყო.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 15 მაისის „ცნობის ფურცელი“ იუწყება: თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულომ მიიღო ოფიციალური ცნობა, რომ მთავრობამ დავით მელიქიშვილი გუბერნიის მარშლად არ დაამტკიცა ფორმალური მოთხოვნილების დარღვევის გამო. განმეორებითი არჩევნებისთვის საგანგებო კრებას მოიწვევდნენ.