რეგისტრირებული ფაქტები49479
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქაქუთის სამრევლო სკოლის მასწავლებლის თხოვნა მაჰმადიანი მოსწავლეებისთვის ქართული წიგნების გაგზავნის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ვლადიკავკაზის სკოლის მასწავლებლის, ნიკოლოზ კურდღელაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის საკითხის გადასაწყვეტად სამზრუნველოს გამგეს მისი საქმის შესწავლა და მოხსენების გაკეთება დაავალეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ვლადიკავკაზის სკოლის გამგემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ლუარსაბ ბოცვაძისა და ნიკოლოზ კურდღელაშვილის დაჯილდოება სთხოვა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ასლან სამუელის ძე კალანდაძეს წიგნების ანგარიშისთვის 4. 6 მანეთი გადასცეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძის პანაშვიდი იყო დანიშნული.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 11-დან 29 თებერვლამდე საზოგადოებაში შევიდა 2337. 57 მანეთი და დაიხარჯა – 2107. 33.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის თხოვნა ბათუმის მაჰმადიანი ბავშვებისთვის ქართული წიგნების გაგზავნის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ყალამშიის მასწავლებლის, მაქსიმე ივანეს ძე მარკოზაშვილის თხოვნა სამსახურიდან დროებით გათავისუფლების შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის კომიტეტის თხოვნა სტ. გარდავაძის მასწავლებლად მოწვევის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პეტრე როსტომის ძე სურგულაძემ განაცხადა, რომ სანამ საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან წიგნების დაკარგვის საქმეს არ გამოარკვევდნენ, მანამდე მაღაზია უნდა დაეკეტათ, თუმცა გამგეობის წევრების ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მაღაზია არ დაკეტილიყო და შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილიც მის გამგედ დარჩენილიყო ვითარების საბოლოოდ გარკვევამდე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრნენ შემდეგი პირები: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი, თამვჯდომარის ამხანაგი იაკობ ღულაძე და წევრები – ფილიპე გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, პეტრე სურგულაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, სამსონ ფირცხალავა, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე მდივანი და გიორგი ლასხიშვილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს მათე ვასილის ძე ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების (გაიხსნ.1909 წელს) თავმჯდომარე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის პირველი სექტემბერიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტ შალვა ტროფიმეს ძე თაბუკაშვილს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის პირველი სექტემბერიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დიმიტრი ბარნაბიშვილს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრთა სიაში მოხსენებული იყო იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი, რომელსაც ერთიანად ჰქონდა შეტანილი საწევრო (60 მან.).
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრნენ: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი, თამვჯდომარის ამხანაგი იაკობ ღულაძე და წევრები: გიორგი ლასხიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, პეტრე სურგულაძე და სამსონ ფირცხალავა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელ თებერვალს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოხსენება იქ არსებული ქართული სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ სკოლის შესანახად 500 000 მანეთის გადადება გადაწყვიტა. ამ თანხიდან 100 000 მანეთი მალევე უნდა გადაეცათ სკოლისთვის. გამგეობამ სკოლის გამგეს სკოლის საჭიროებისთვის გაწეული ხარჯების დაწვრილებითი ანგარიში მოსთხოვა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე აკაკი წერეთლის ნების აღმსრულებელმა კოტე აბდუშელიშვილმა გამგეობას სთხოვა, აკაკის მეუღლისა და შვილის საზღვარგარეთიდან დაბრუნებამდე მისი ნაანდერძევი მამული შორაპნის ერობისთვის არ გადაეცა. გამგეობამ სხვიტორის მამულის გადაცემის საკითხი აღარ განიხილა, რადგან შორაპნის ერობისგან ამ საქმესთან დაკავშირებით პასუხი არ ჰქონდა მიღებული.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა მდივან სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას უთხრა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისზე პასუხისმგებლობა შესაძლოა მას დაკისრებოდა, ამიტომ სხდომა უნდა დაეტოვებინა. ფირცხალავამ წასვლამდე განაცხადა, რომ როდესაც ის მდივნად დანიშნეს, უკვე აღარ მოქმედებდა წესდება, რომელიც მაღაზიაზე პასუხისმგებლობას მდივანს აკისრებდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრნენ შემდეგი პირები: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და წევრები იაკობ ღულაძე, გიორგი ლასხიშვილი, პეტრე სურგულაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი და სამსონ ფირცხალავა. განსახილველი იყო წიგნის მაღაზიის შემმოწმებელი კომისიის მოხსენება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ხრკოვის ქალთა უმაღლესი საექიმო კურსების სტუდენტ ელენე რამიშვილს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის პირველი სექტემბრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტროგრადის უნივერსიტეტის სტუდენტ ვასილ ძინძიბაძეს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილება დაარსდა, რომლის თავმჯდომარე ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი იყო.