ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46536

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ივანე კერესელიძის ლექსების კრებულს ექვთიმე ხელაძე გამოსცემდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ექვთიმე ხელაძემ გამოსცა საქართველოს კალენდარი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 28 ნოემბრის „დროების“ ცნობით, იავნე ლიაძემ საქართველოს კალენდარი შეადგინა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 ნოემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის თხზულება „ოთია მესხი და ადამ ბებურიშვილი“ დაიბეჭდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ზურაბ გიორგის ძე აბდუშელიშვილი, ფარნაოზ სიმონის ძე და ნინო დიმიტრის ასული ნათიშვილები, ზაქარია იოსების ძე და სოფიო დიმიტრის ასული მამაცაშვილები ნათესავებს აუწყებდნენ, რომ მარიამ ფარნაოზის ასული აბდუშელიშვილის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შესრულების გამო წმ. გიორგის ქაშვეთის ეკლესიაში წირვასა და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ნოემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „ფრანცუზები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ნოემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „იტალიელები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ნოემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „ინგლისელები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ნოემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „სხვადასხვა ერი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ნოემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „ნემეცები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 19 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატია „მოგზაურობა საინგილოში“ დასასრული დაიბეჭდა