ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51443

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 22 წლის კოლია სარალიძე დახვრიტა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 42 წლის ალექსანდრე მაჭარაშვილი დახვრიტა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლში“ დავით და კონსტანტინე მიხეილის ძე როსტომაშვილები, მიხეილ ალექსის ძე როსტომაშვილი, მართა როსტომაშვილი, ნიკო გიუნაშვილი და ეფემია გიუნაშვილი ნათესავის გარდაცვალებას იუწყებოდნენ.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის 7 ივლისს ნიკოლოზ ჩხეიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

1954

ტიპი: გარდაცვალება

ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი 1954 წლის 2 იანვარს გარდაიცვალა.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 2 ოქტომბერს ალექსანდრე იაკობის ძე მანსვეტოვი სოფ. ნორიოში დაკრძალეს.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 28 სექტემბერს დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თბილისის კადეტთა კორპუსის საღმთო წერილის მასწავლებელი დეკანოზი ალექსანდრე იაკობის ძე მანსვეტოვი. პანაშვიდები იმართებოდა ავჭალის ქუჩის N32-ში.

1946

ტიპი: გარდაცვალება

1946 წლის 15 იანვარს გარადაიცვალა მწერალი სიმონ ალექსის ძე ქვარიანი.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 21 სექტემბერს დაასაფლავეს ფოთის საკათედრო ტაძრის დეკანოზი გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი, დასაფლავებას დაესწრო იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე და ფოთის ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე.

1887

ტიპი: გარდაცვალება

1887 წელს საქართველოში ჩამოსვენებული დიმიტრი ყიფიანის კუბო პროტესტის ნიშნად მთავარმართებლის სასახლის წინ ჩაატარეს და შემდეგ მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

1887

ტიპი: გარდაცვალება

1887 წლის 24 ოქტომბრის ღამეს სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი მოკლეს. მძინარე მოხუცს თავში სასწორის ქვა ჩაარტყეს.

1907

ტიპი: გარდაცვალება

თედო სახოკიას ცნობით, სან-ფრანცისკოში იოსებ ლაღიაშვილი რუსული გემის მეზღვაურ ჭავჭავაძეს უნახავს. მეზღვაურისვე ინფორმაციით ლაღიაშვილი 1907 ან 1908 წელს გარდაიცვალა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს ბენიამინ ჩხიკვიშვილი, ნოე ხომერიკი, გოგიტა ფაღავა, გიორგი წინამძღვრიშვილი და ვასილ ნოდია რუსეთში დახვრიტეს.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლეჩხუმში ბოქაული მახარაძე მოკლეს.

1902

ტიპი: გარდაცვალება

გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი გარდაიცვალა 1902 წლის 15 სექტემბერს გორის მაზრის სოფელ ალში.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის თებერვალში სვერში აფრასიონ მერკვილაძე, დუგლაძე და გაჩეჩილაძე ილარიონ მახარაძის მცველებმა ორმხრივი სროლის დროს დახოცეს.

1939

ტიპი: გარდაცვალება

იოსებ გედევანიშვილი 1939 წელს მცხეთაში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 14 იანვარს ნიკოლოზ ხუდადოვი ჭეშმარიტ რუსთა პარტიის წევრმა რევოლვერით მოკლა.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წლის 4 ივლისს სათავადაზნაურო გიმნაზიასთან მარტინოვზე თავდასხმის შემდეგ კაზაკებმა გიმნაზია დაარბიეს და უდანაშაულო მასწავლებელი შიო ჩიტაძე მოკლეს.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა ქალაქ გორის მოურავი იოსებ გიორგის ძე სააკაშვილი.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კომუნისტთა რეჟიმმა იმსხვერპლა საუკეთესო ახალგაზრდები, მათ შორის – ანანია სტურუა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 2 აპრილს ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანის სულის მოსახსენიებლად სიონის ტაძარში წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 29 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძის გარდაცვალების წლისთავზე წირვას და პანაშვიდს დიდუბის ეკლესიაში გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის გაზეთ 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ მსახიობთა კავშირის საბჭო საზოგადოებას აუწყებდა, რომ 1-ელ სექტემბერს ნიჭიერი მსახიობის, ნატო გაბუნია-ცაგარლის გარდაცვალების 10 წლისთავის აღსანიშნავად პანაშვიდს ქაშვეთის ეკლესიაში გადაიხდიდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 13 თებერვალს პედაგოგი ნინო მერაბის ასული ლორთქიფანიძე-თავდგირიძის გარდაცვალებიდან ნახევარი წლის თავზე გადაიხდიდნენ პანაშვიდს ქაშვეთის ეკლესიაში და ქუთაისში, მთავარანგელოზის ეკლესიაში.