რეგისტრირებული ფაქტები46141
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსნება: კანონპროექტი ოფიცერთა და სამხედრო მოხელეთა შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ. მოიწონეს და გადასცეს პარლამენტს. გერმანელ ინსტრუქტორებს განსაკუთრებული უფლებამოსილება მიანიჭეს, რომ ოფიცრების უწესობის შემთხვევაში აცნობონ არამარტო სამხედრო მინისტრსა და გერმანელთა საკომანდოს, არამედ მთავრობის თავმჯდომარესაც.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ოზურგეთის ერობის შუამდგომლობა გურიაში დასათესი პურის გაგზავნის შესახებ. სასურსათო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ არდიშვილს დაევალა საჭირო დასათესი ხორბლის მიცემა ნაღდ ფულზე.
1942
ტიპი: ღონისძიება
1942 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა მოსაწვევი ბარათი მუზეუმის პირველ სამეცნიერო სესიაში მონაწილეობის მიღების თხოვნით. სესია უნდა გახსნილიყო ამავე წლის 27 მაისს, დილის 10 საათზე, მუზეუმის აუდიტორიაში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბერს ქუთაისში იაკობ გოგებაშვილის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ სალიტერატურო დილაზე დომენტი თომას ძე თომაშვილსა და ტრიფონ შუბლაძეს ლექსები უნდა წაეკითხათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 ოქტომბერს ქუთაისის თვითმმართველობის დარბაზში ქალთა წრის კრება იყო დანიშნული. სხდომაზე სიმონ ალექსის ძე ქვარიანს საქართველოს ისტორიის შესახებ უნდა ესაუბრა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსენება ჯარისკაცთა და ოფიცერთა ფორმების შესახებ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის კობიაანთკარში მდებარე 280 დესეტინასა და 2340 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება შიო ჩიტაძის ობლებისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ. ობლებს, თითოეულს, გაუზარდეს პენსია თვეში 25-დან 50 მანეთამდე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება სენაკის ქართული სკოლისთვის 15 965 მანეთის გაღების შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის შემოდგომაზე გიორგი შარაშიძე და ნინო ქიქოძე საცხოვრებლად გადავიდნენ ჭიათურაში, სადაც ქალთა სკოლა დააარსეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე განიხილეს უმაღლეს, დაწყებით და საშუალო სასწავლებლებში მოსამსახურე პირთა ნივთიერი მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი. განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს დაევალა, მთავრობისთვის წარედგინა ცნობები ამ დაწესებულებების თანამშრომელთა მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭირო თანხის რაოდენობის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის მოხსენება ხოშტარიას ჯგუფთან ხელშეკრულების შესახებ. დადგინდა, ნება დაერთოს 1918 წლის 30 საექტემბრის ხელშეკრულებაში მოხსენებულ მთავრობის კონტრაგენტებს, აკაკი ხოშტარიას, რაჟდენ დათეშიძეს და „რუს-სპარსულ სანავთო ამხანაგობას“ ამ ხელშეკრულების შენიშვნაში შეიტანოს საწინდარი 500 ათასი მან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მოხსენება – დახმარებოდნენ გენერალ მიშლაევსკის. სხდომამ გადაწყვიტა ერთდჯერადი დახმარების სახით მისთვის 5 000 მანეთი მიეცათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე მოისმინეს შრომის მინისტრის, ნოე ხომერიკის, მოხსენება ინვალიდი მუშების შესახებ და დაადგინეს: შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს იმ მუშა-მოსამსახურეთა დახმარება, რომელთაც არც შრომის უნარი აქვთ და არც ცხოვრების რაიმე სახსარი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსენება რკინიგზებსა და ფოთის პორტის ტერიტორიაზე სამხედრო წესების გამოცხადების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ხოშტარიას ჯგუფის თხოვნა ახალი კონცესიების შესახებ და დაადგინეს: ჯგუფის, ე. წ. რუსულ-სპარსულ ნავთობის ამხანაგობა „რუპენტოსთვის“, ახალი კონცესიები მიეცათ იმ შემთხვევაში, თუ მთხოვნელთა პირობები მისაღები იქნებოდა მთავრობისთვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის გამოსვლა საათის ისრის უკან ერთი საათით გადაწევის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება ბონების ახალი ემისიის შესახებ. მინისტრს მიანდეს აზერბაიჯანის მთავრობასთან ხელშეკრულების დადება ახალი ემისიის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მოხსენება ლტოლვილთა შესახებ. ლტოლვილთა კომისიას ეცნობა, რომ თუ ოსმალეთი ათი დღის განმავლობაში ლტოლვილებს არ მიიღებს ისინი 1-1,5 თვით დაბინავდებიან თავისუფალ ყაზარმებში („ბელი კლიუჩში“ და მანგლისში) და სახლებში – ბაკურიანში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მოხსენება გერმანელთა დარჩენილი ორი ბატალიონის შესახებ და დაადგინეს, რომ ისინი პირველად მიღებული ბატალიონის პირობით შემოეშვათ საქართველოს რესპუბლიკაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე, განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენების საფუძველზე, შინაგან საქმეთა მინისტრს, ნოე რამიშვილს, დაევალა ხაშურის და სურამის საზოგადოებათა შეთანხმება გიმნაზიის ხაშურიდან სურამში გადატანის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება საღვთო სჯულის სწავლების გაუქმების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის მოხსენება გაგრის კლიმატური სადგურის მიმღებ ხელაძის, გაგრის მილიციის უფროს დგებუაძისა და მილიციონერების – სვანიძისა და ჯიქიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ სამართალში მიცემით. დაადგინეს, საჭიროების მიხედვით თანამდებობის პირი გადააყენოს იუსტიციის სამინისტრომ სათანადო უწყებასთან შეთანხმებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა გიორგი შარაშენიძის მიერ შეწყალების თხოვნის შესახებ. თხოვნა და მთელი მისი საქმე სამინისტროს დაუბრუნდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის გამოსვლა ფირცხალაიშვილის მიერ შეწყალების თხოვნის თაობაზე. განხილვა გადაიდო.