ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, გიორგი ყაზბეგმა განცხადებაში აღნიშნა, რომ საზოგადოებამ ააკაკი წერეთლის ანდერძი დაარღვია, სხვიტორის ეკლესიაში რომ არ დაკრძალა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების წევრებს პასუხისმგებლობით უნდა ემუშავათ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ ვოლგა-კამის ბანკში 50 000 მანეთი შეიტანა. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრნი იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წელს წიგნების გამომცემელ სექციას 3000 მანეთიდან 1421 მან. და 60 კაპ. არ დაუხარჯავს, როცა შეეძლო ამ თანხით ხალხში გასავრცელებელი წიგნები დაებეჭდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ საგამომცემლო სექციას დრო არ ექნებოდა სხვა საქმესთან ერთად სახელმძღვანელო წიგნების ბეჭდვისთვისაც ეხელმძღვანელა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობა საზოგადოების ნებართვის გარეშე საგამომცემლო სექციის საქმეს სასკოლო სექციას ავალებდა. მისი აზრით, გამგეობის ეს საქციელი ყოვლად გაუმართლებელი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ სახელმძღვანელო წიგნები ათიათასობით ცალი იბეჭდებოდა, ყველა დროულად უნდა დაბეჭდილიყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით თებერვალში დაიბეჭდა უილიამ შექსპირის ტრაგედია „მეფე ლირი“ თარგმნილი ქართულად ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ სახელმძღვანელო წიგნების გამოცემას პედაგოგების განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა და უმჯობესი იყო ამ საქმისთვის ეხელმძღვანელა სპეციალურ ორგანოს – სასკოლო სექციას, რომლის წევრებიც პედაგოგები იყვნენ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას სურდა წიგნების ბეჭდვის ტექნიკური საქმის შესასრულებლად მცოდნე პირი მოეწვია.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობის აზრით, სასკოლო სექციას კარგი იდეები ჰქონდა. მას შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად ტექნიკური საქმის შესრულებაც ევალებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებს სპირიდონ მალხაზის ძე კედიამ შესთავაზა, რომ სასკოლო და საგამომცემლო სექციებს შორის არსებული პრობლემების გასარკვევად აერჩიათ 3-5 პირისაგან შემდგარი კომისია, რომელიც თავის დასკვნას კრებას წარუდგენდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციისთვის სახელმძღვანელო წიგნების ბეჭდვის საქმის გადაცემა გადაწყდა ბოლო კრებაზე, რომელსაც თავად არ დასწრებია.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილმა განაცხადა, რომ სასკოლო სექციის არც ერთ წევრს წიგნების გამოცემის საქმესთან და კორექტორთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილმა განაცხადა, რომ წიგნების ბეჭდვის ტექნიკურ მხარესთან არანაირი შეხება არ ჰქონდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილმა განაცხადა, მოსმენილი ჰქონდა რომ წიგნების კორექტურების გასასწორებლად გამოყოფილი თანხა სასკოლო სექციამ მიისაკუთრა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილმა განაცხადა, რომ წიგნების გამოცემისთვის საგამომცემლო სექციას უნდა ეხელმძღვანელა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ შემოწირულობები უსარგებლოდ იხარჯებოდა და მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინათ, რათა საზოგადოება არ დაზარალებულიყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოება შემოწირულობების წყალობით არსებობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ სამრეწველო ბანკიდან მიიღო 262 971 მანეთი და 73 კაპიკი. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრნი იაკობ ფანცხავა, სილოვან ხუნდაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობის, სარევიზიო კომისიისა და სხვა სექციის წევრების აზრით, სასკოლო და საგამომცემლო სექციებს შორის დაპირისპირების მიზეზი იყო წიგნების კორექტურების გასასწორებლად გამოყოფილი თანხა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, გამგეობა ფუჭად კარგავდა დროს საზოგადოების დასარწმუნებლად, რათა მას შეეცვლა წიგნების საგამომცემლო ინსტრუქციის მუხლი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ ექიმ მებურიშვილს დეკემბრის ხელფასი 400 მანეთი გადაუხადა. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრნი იაკობ ფანცხავა, სილოვან ხუნდაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ დახარჯული ენერგიისთვის საგუბერნიო სტამბას 4750 მანეთი გადაურიცხა. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბისთვის 14 866 მანეთის მასალა შეიძინეს. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.