ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50020

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს ლაზარე ალექსის ძე ტურიევი თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს ნიკოლოზ ცხვედაძე თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი სასულიერო სემინარიის ინსპექტორი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე დიმიტრის ძე გუგუშვილი 1902 წლამდე ფოთის ქალაქის საბჭოს ხმოსანი იყო.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს დავით კეზელი, ალექსანდრე მაჭარაშვილი და სტეფანე ჭრელაშვილი სემინარიის მოსწავლეები იყვნენ.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს სასულიერო სემინარიაში საერთო რევიზიის ჩატარების შემდეგ სემინარიის ინსპექტორი გიორგი იოსელიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს სასულიერო სემინარიაში საერთო რევიზიის ჩატარების შემდეგ მასწავლებლები ლაზარე ტურიევი და ნიკოლოზ ცხვედაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1874

ტიპი: ნასამართლეობა

1874 წელს დავით კეზელს, ალექსანდრე მაჭარაშვილს და სტეფანე ჭრელაშვილს, რომლებიც საკადრისად არ მიესალმნენ მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს, სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თედო კიკვაძის ინიციატივით ქალაქ ფოთში ბიბლიოთეკა გაიხსნა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს აკაკი წერეთელი გამოსცემდა ჟურნალს „აკაკის თვიური კრებული“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს აკაკი წერეთელმა თევდორე კიკვაძე თავის ჟურნალში „აკაკის თვიური კრებული“ რედაქციის გამგედ მიიწვია.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის დეკემბერში თევდორე კიკვაძემ შეწყვიტა საქმიანობა შავი ქვის მრეწველობის სფეროში.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს თევდორე კიკვაძემ ერთ-ერთ პერიოდულ გამოცემაში გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ქალაქ ფოთში სამკითხველო-ბიბლიოთეკის დაარსებას ეძღვნებოდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ფოთის საქალაქო საბჭომ ქალაქისთავის, ნიკო ნიკოლაძის ხელმძღვანელობით განიხილა და მიიღო ფოთის მოქალაქეთა მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა ქალაქში სამკითხველო-ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ფოთის ქალაქისთავმა ნიკო ნიკოლაძემ საქალაქო საბჭოს წარუდგინა ფოთის მოქალაქეთა მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა ფოთში სამკითხველო-ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თედო კიკვაძემ ფოთის ქალაქისთავ ნიკო ნიკოლაძეს წარუდგინა 20-30 მოქალაქის ხელმოწერილი შუამდგომლობა ქალაქში სამკითხველო-ბიბლიოთეკის დაარსების შესახებ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თედო კიკვაძემ ფოთის ქალაქისთავს ნიკო ნიკოლაძეს ქალაქში სამკითხველო-ბიბლიოთეკის დაარსების წინადადებით მიმართა.

1933

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ნიკო ნიკოლაძემ თედო კიკვაძეს ქალაქში სამკითხველო-ბიბლიოთეკის დასაარსებლად რჩევები და მითითებები მისცა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს, ფოთში მუშაობის პერიოდში, თედო კიკვაძემ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ქალაქს სამკითხველო-ბიბლიოთეკა არ ჰქონდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს თევდორე კიკვაძე იყო ღოღობერიძის შავი ქვის საწარმოს საექსპორტო განყოფილების გამგე ქალაქ ფოთში.

1933

ტიპი: ავტორობა

1933-38 წლებში თევდორე კიკვაძე ვარაუდობდა, რომ მთელი მისი შემოქმედებითი თავგადასავლის აღწერას ცალკე წიგნი დასჭირდებოდა.

1933

ტიპი: ავტორობა

1933-1938 წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიაში თევდორე კიკვაძემ თავისი საქმიანობის მხოლოდ ადრეული პერიოდისთვის დამახასიათებელი მოვლენები მიმოიხილა.

1933

ტიპი: ავტორობა

1933-1938 წლებში შედგენილ ავტობიოგრაფიაში თევდორე კიკვაძე აღნიშნავდა, რომ იგი მიზნად არ ისახავდა იმ ყველა მნიშვნელოვანი წერილის აღნიშვნას, რომლებიც სხვადასხვა სოციალ-დემოკრატიულ თუ სხვა პერიოდულ გამოცემებში ჰქონდა გამოქვეყნებული.

1933

ტიპი: ავტორობა

1895 წელს თევდორე კიკვაძემ თავადაზნაურობის საკითხთან დაკავშირებით ნიკო ნიკოლაძის შეხედულებებისგან განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1890 წლებში, სემინარიაში სწავლის პერიოდში, თევდორე კიკვაძე აქტიურად უწყობდა ხელს კულტურის განვითარებას.