ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 ივლისიდან ირაკლი თაზიშვილი მუშაობდა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოში.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 დეკემბერს ირაკლი თაზიშვილი იყო ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს კანცელარიის საქმეების მწარმოებელი და თავადაზნაურობის გუბერნიის ომში გაქვეულთა ოჯახების დამხმარე კომიტეტის მდივანი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 დეკემბერს ირაკლი თაზიშვილის ანაზღაურება იყო 3000 მანეთი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე მოისმინეს გიორგი ბაქრაძის მოხსენება ზურნაბადის სადგურის გადმოტანის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას ესწრებოდნენ: ქონებათა სექციის გამგე გიორგი გვაზავა, სექციის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი, სექციის მდივანი ილია ზურაბიშვილი, კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე ფილიპე გოგიჩაიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას ესწრებოდნენ: ქონებათა სექციის გამგე გიორგი გვაზავა; სექციის წევრები: პეტრე ქავთარაძე, კონსტანტინე მესხი; სექციის მდივანი ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე მოისმინეს პეტრე ქავთარაძის მოხსენება მისი და მამულების მოურავის პეტრე მამრაძის ქუთაისში თავადაზნაურობის ქონების ჩასაბარებლად წასვლის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძემ განმარტა, რომ თავადაზნაურების ქონების ჩაბარება იმ ეტაპისთვის ვერ მოხერხდა, რადგანაც ქუთაისის გუბერნიის მარშალი – დავით ნიჟარაძე ადგილზე არ იმყოფებოდა და გარდა ამისა, არ იყო შედგენილი ქონების სია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძესა და გიორგი ლასხიშვილს დაევალათ ქუთაისში გამგზავრება სათავადაზნაურო ქონების მისაღებად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძესა და გიორგი ლასხიშვილს დაევალათ ქუთაისის სადეპუტატოს საკრებულოს ლიკვიდაცია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს თბილისისა და ქუთაისის საადგილმამულო ბანკების რწმუნებულთა სია. თბილისის საადგილმამულო ბანკების რწმუნებულთა სია შედგა, ხოლო ქუთაისის სიის შედგენა დაევალა გიორგი ლასხიშვილს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავას დაევალა კახეთის რკინიგზის გამგეობისთვის სამ მილიონიანი დახმარების გამოყოფის შესახებ მოლაპარაკების წარმოება მთავრობის პირებთან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ისაუბრეს პოლკოვნიკ სამსონ ასათიანის მიერ ფრონტიდან გამოტანილი სამხედრო ქონების დაცვის ორგანიზაციის მოწყობის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 23 ნოემბერს ბუდუ მდივანი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას ესწრებოდნენ: ქონებათა გამგე გიორგი გვაზავა, სექციის წევრი რევაზ გაბაშვილი, მოწვეული სტუმრები – კონსტანტინე აფხაზი, მიხეილ გრუზინსკი, დიმიტრი ფავლენიშვილი, რაჟდენ დათეშიძე, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და მდივანი ილია ზურაბიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე შეიქმნა მცირე კომისია, რომელსაც უნდა გაერკვია რწმუნებულების არჩევის საჭიროება. კომისიის წევრები იყვნენ: რაჟდენ დათეშიძე, მიხეილ გრუზინსკი, დიმიტრი ფავლენიშვილი, ვასილ ყიფიანი და გიორგი ლასხიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, რევაზ გაბაშვილი, ილია ზურაბიშვილი და პეტრე მამრაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე დადგინდა ქონების მიღების გადანაწილება: ელექტროსადგურისა და ქარვასლის ქონება გადაეცათ რევაზ გაბაშვილსა და პეტრე ქავთარაძეს, ხოლო გამგეს დაევალა დოკუმენტებისა და ქონების აქტების შემოწმება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, რევაზ გაბაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, გიორგი თუმანიშვილი, სვიმონ ჯუღელი, ფარნა ნინუა, ივანე ზურაბიშვილი; მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ფილიპე გოგიჩაიშვილმა წარადგინა კახეთის რკინიგზის ფინანსური ანგარიში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი თუმანიშვილმა წარადგინა ანგარიში კახეთის რკინიგზაზე უწესრიგობის და ცენტრალურ კომიტეტთან მისი უთანხმოების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარემ, სვიმონ ჯუღელმა კახეთის რკინიგზის ადმინისტრაცია უწესრიგობასა და უთანხმოებაში დაადანაშაულა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ამიერკავკასიის რკინიგზის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე ზურაბიშვილმა ისაუბრა ცენტრალური კომიტეტის შექმნისა და მისი განვითარების შესახებ. ასევე, მან ურჩია კრებას კომისიის შექმნა, რომელიც დაადგენდა კონფლიქტის მიზეზებს რკინიგზის ადმინისტრაციასა და ცენტრალურ კომიტეტს შორის და შეიტანდა კორექტივებს აღნიშნული საკითხის მოგვარებაში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: გრიგოლ ნათაძე, ივანე ჯავახიშვილი, გრიგოლ მაღალაშვილი, ალექსანდრე მიქაბერიძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.