ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50005

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 17 სექტემბრიდან ალექსანდრე ზურაბის ძე წერეთლის საოპერო დასი წარმოდგენებს მართავდა ქართველ თავადაზნაურთა თეატრში.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 8 სექტემბერს ფოთის საარჩევნო კრებამ 1902-1906 წლებისთვის ქალაქის ხმოსნებად აირჩია: ნიკოლოზ ნიკოლაძე, ევგენი ვლადისლავის ძე მეიერი, ბეჟან როსტომის ძე საბახტარიშვილი, მიხეილ ბესარიონის ძე ესაკია, ანდრია მიხეილის ძე ერისთავი, ალექსანდრე დიმიტრის ძე გუგუშვილი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის პირველი ვაჟთა გიმნაზიის საღვთო რჯულის დამსახურებულმა მასწავლებელმა, დეკანოზმა მიხეილ ხელაძემ ასაკის გამო მუშაობას თავი დაანება. მის მაგივრად გადმოიყვანეს ერევნის გიმნაზიის მასწავლებელი, დეკანოზი ჯითოევი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის თათბირი. თავმჯდომარე იყო ფილიპე მახარაძე.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 8 სექტემბერს ქალაქ ფოთის საარჩევნო კრებამ ქალაქის ხმოსნებად 1902-1906 წლებისთვის აირჩია: ლუარსაბ მიხეილის ძე ყრუაშვილი, კონსტანტინე იაგორის ძე რუხაძე, გიორგი ალექსანდრეს ძე საბახტარიშვილი, მიხეილ გაბრიელის ძე ალხაზიშვილი, ნიკოლოზ გრიგოლის ძე ღლონტი.