ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49980

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს სოციალ-დემიკრატებმა სილიბისტრო ჯიბლაძეს გენერალ ფიოდორ გრიაზნოვის მოკვლა დაავალეს.

1939

ტიპი: გარდაცვალება

იოსებ გედევანიშვილი 1939 წელს მცხეთაში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 14 იანვარს ნიკოლოზ ხუდადოვი ჭეშმარიტ რუსთა პარტიის წევრმა რევოლვერით მოკლა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 4 ივლისს მარტინოვზე თავდასხმის შემდეგ გიორგი ალშიბაია, პლატონ მიქაბერიძე, ანდრეი რომანოვი, სერიოჟა მასხარაშვილი და ვლადიმერ ხუდადოვი დავით კლდიაშვილის სახლში იმალებოდნენ.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს პედაგოგი შიო ჩიტაძე ფედერალისტური პარტიის წევრი იყო.