ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51489

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის ბოლოს მალაქია ტოროშელიძემ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში მუშაობას თავი დაანება.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში გამართულ ხმოსანთა არჩევნების პირველ საარჩევნო ნაწილში ფადეი ნიკოლოზის ძე ბოგომოლოვმა აიღო 36 ხმა, პეტრე სიმონის ძე ვასილევმა – 40, მიხეილ ნიკოლოზის ძე ვესელოვზოროვმა – 78, ვასილი დავითის ძე გაბაშვილმა – 46,გრიგოლ დიმიტრის ძე გაბაშვილმა – 66.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 18 ნოემბერს იოსებ სტალინმა სერგო ორჯონიკიძეს შესთავაზა, ამიერკავკასიის საბჭოების პირველ ყრილობამდე არ ეჩქარათ ფილიპე მახარაძის საქართველოდან გაწვევა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს საგარეჯოს სოფლის საზოგადოებამ დაადგინა, სოფელში ახლომდებარე წყაროებიდან მილებით გაეყვანა წყალი. ტექნიკოსმა გიგო ზაქარიას ძე ქურდიანმა დაიანგარიშა ხარჯი, რომელიც სულ ოცი თუმანი გამოვიდა. სოფელმა ხარჯი თავის თავზე აიღო და მუშების უფასოდ გამოყვანა იკისრა. ქურდიანმა განაცხადა, რომ სოფელს უფასოდ დაეხმარებოდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 ოქტომბერს ფილიპე მახარაძე საქართველოს კომპარტიის ცენრტალური კომიტეტის ახალი შემადგენლობის პირველ პლენუმს დაესწრო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში გამართულ ხმოსანთა არჩევნების პირველ საარჩევნო ნაწილში ალექსანდრე გრიგოლის ძე ტურკოვსკიმ მიიღო 39 ხმა, ივანე დავითის ძე უთნელიშვილმა – 76, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა – 77, ვასილი ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილმა – 79, მაკარ იგორის ძე ჩიმიშკინმა – 6, ივანე ალექსის ძე შადინოვმა – 57, მიხეილ სერგეის ძე შახ-პარონიანცმა –80, ტიგრან ამბარცუმის ძე ენფიანჯიანცმა – 36.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში გამართულ ხმოსანთა არჩევნების პირველ საარჩევნო ნაწილში ნიკოლოზ ივანეს ძე თამამშევმა მიიღო 38 ხმა, პეტრე გრიგოლის ძე ტარანოვსკიმ – 38, იოსებ თადეოზის ძე ტიგრანოვი – 79, ივანე ანდრიას ძე ტიხენკომ – 39, ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილმა – 36, გიორგი მიხეილის ძე თუმანოვმა – 81, დავით ნიკოლოზის ძე თუმანოვმა – 77.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში გამართულ ხმოსანთა არჩევნების მეორე საარჩევნო ნაწილში არკადი ნაზარეს ძე მილოვმა მიიღო 60 ხმა, სერგეი ზურაბის ძე მირზოევმა – 58, ივანე იგორის ძე ფსაროვმა – 67, გასპარ არტემის ძე სტეფანოვმა – 65, მიხეილ ანონის ძე სულიევმა – 65, იოსებ ალექსანდრეს ძე სულხანოვმა – 66, ივანე ალექსანდრეს ძე თაიროვმა – 66.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 28 ოქტომბერს სერგო ორჯონიკიძე ვლადიმერ ლენინს საქართველოდან სერგო ქავთარაძის მოსკოვში სამუშაოდ გაწვევის აუცილებლობაზე სწერდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში გამართულ ხმოსანთა არჩევნების მეორე საარჩევნო ნაწილში ივანე მიხეილის ძე ალიხანოვმა მიიღო 66 ხმა, იოსებ იაკინთესს ძე ამირხანოვმა – 71, სტეფანე იოსების ძე ანანოვმა – 68, ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვმა – 71, რაჰიმ-ბეკ ახუნდოვმა – 70.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში გამართულ ხმოსანთა არჩევნების პირველ საარჩევნო ნაწილში, ფერდინანდ კარლის ძე გეინიმ მიიღო 40 ხმა, ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარმა – 38, ივანე მაკარის ძე ჯამბაკურ-ორბელიანმა – 36, გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძემ –76, ისაი მარკოზის ძე დოლუხანოვმა – 76.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 თებერვალს პარიზში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა კრებაზე სახალხო კომისარმა დაუშვებლად მიიჩნია გენუის კონფერენციაზე ნოე ჟორდანიას მთავრობის წარმომადგენლის მიწვევა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ ნიკოლოზ ჭუმბურიძე დააპატიმრა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ ზაქარია გურული დააპატიმრა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალ-მარტში შალვა ნუცუბიძე სოციალ-ფედერალისტთა პარტიის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 14-18 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობაზე ფილიპე იესეს ძე მახარაძე ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შეიყვანეს.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი ფაღავა დააპატიმრა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 თებერვალს პარიზში მცხოვრებ ქართველთა კრებაზე (თავმჯდომარე გრიგოლ ვეშაპელი) გენუის კონფერენციაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლების დაშვების საკითხი განიხილეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში ხმოსანთა არჩევნების პირველ საარჩევნო ნაწილში პეტრე ალექსის ძე ოპოჩინინმა მიიღო 7 ხმა, არტემ სტეფანეს ძე ფირალოვმა – 30, ალექსანდრე თომას ძე ფრიდონოვმა – 77, ივანე ნიკოლოზის ძე რეიტერმა – 7, მიხეილ ივანეს ძე სვეჩნიკოვმა – 37, სტეფანე ქრისტეფორეს ძე სულხანოვმა – 8

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წელს კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანსკის ვექილი ი. გუნცაძე სასამართლოს სთხოვდა, ა. აბაზაძისათვის დაევალებინა, წარედგინა 2 წლისა და 2 თვის ანგარიში იმ მამულების მართვა-გამგეობისა, რომლებიც თავიდანვე მას ჰქონდა ჩაბარებული.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 თებერვალს პარიზში გამართულ მცხოვრებ ქართველთა კრებას (თავმჯდომარე გრიგოლ ვეშაპელი) საქართველოდან გახიზნული ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დაესწრო.

1926

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 ივლისს ისიდორე რამიშვილი თბილისშიკომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს კრებას ესწრებოდა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი ნესტორის ძე ანჯაფარიძე დააპატიმრა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 თებერვალს პარიზში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა კრებაზე აღნიშნეს, რომ ბუდუ მდივანი რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დელეგატთა სიაში იყო ჩარიცხული.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალ-მარტში თედო ღლონტი სოციალ-ფედერალისტთა პარტიის პრეზიდიუმის თავმჯდომარის თანაშემწედ აირჩიეს.