ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50457

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 აპრილის გაზეთ „საქართველოში“ კონსტანტინე დავითის ძე ლორთქიფანიძე იუწყება, რომ ამავე დღეს დიდ ჯიხაიშში მამის, დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძის სულის მოსახსენებლად გადაიხდიდნენ ორმოცი დღის წირვას და პანაშვიდს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 აპრილის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ გამოვიდა და მაღაზიებში იყიდებოდა გიორგი გვაზავას ახალი წიგნი „ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარიამ ვახტანგის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 2 აპრილს ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანის სულის მოსახსენიებლად სიონის ტაძარში წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ დრამატული საზოგადოების გამგეობა და დირექცია საზოგადოებას აუწყებდა, რომ 1-ელ სექტემბერს ნატო გაბუნია-ცაგარელის გარდაცვალების 10 წლისთავის აღსანიშნავ პანაშვიდს ქაშვეთის ეკლესიაში გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე ექვთიმეს ძე ვაშაკიძე ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ექვთიმეს ძე ვაშაკიძე ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე თევდორეს ასული ვაშაკიძე ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძე ექიმი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 29 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძის გარდაცვალების წლისთავზე წირვას და პანაშვიდს დიდუბის ეკლესიაში გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 აგვისტოს გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ მაქსიმე ონისიმეს ძე გაჟონია „საქართველოსთვის“ და სხვა გაზეთებისთვის განცხადებებს სასამართლოს ქ. N52 იღებდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის გაზეთ 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ მსახიობთა კავშირის საბჭო საზოგადოებას აუწყებდა, რომ 1-ელ სექტემბერს ნიჭიერი მსახიობის, ნატო გაბუნია-ცაგარლის გარდაცვალების 10 წლისთავის აღსანიშნავად პანაშვიდს ქაშვეთის ეკლესიაში გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ანეტა ავალიანისა ასლან (ლუკა) მოსეს ძე ავალიანის რძალი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, არკადი მოსეს ძე ავალიანი ასლან (ლუკა) მოსეს ძე ავალიანის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 31 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია ვახტანგ ალექსანდრეს ძე გრიგოლიას მამა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 31 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი სამსონ ჯანსუღის ძე გელოვანი ელენე სიმონის ასულ კლდიაშვილის სიძე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 31 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი სამსონ ჯანსუღის ძე გელოვანი მარიამ სიმონის ასულ კლდიაშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, იოსებ გუნცაძე ნიკოლოზ მურვანიშვილის სიძე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ლუარსაბ მურვანიშვილი ნიკოლოზ მურვანიშვილის ძმა იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მარტს ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელს მოხსენება წარუდგინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასწრაფოდ საჭიროა შეირაღებული ძალების ფორმირება სოფელსა და ქალაქში ანარქიისა და უწესობის აღსაკვეთად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივლისს, საღამოს 10 საათზე, კოჯრიდან თბილისისკენ ავტომობილით მიმავალ დეპუტატ აკაკი ჩხენკელს თავს დაესხა სამი შეიარაღებული ბოროტმოქმედი. ჩხენკელის ერთ-ერთი თანამგზავრი, ნაფიცი ვექილი მაჭავარიანი შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ თავში ჩაარტყეს და გაუჩეხეს. აკაკი ჩხენკელს წაართვეს ფული და ძვირფასი ნივთები. დაიწყო გამოძიება.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ„საქართველოში“ თამარ ალექსანდრეს ასული და კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილები შვილებით საზოგადოებას აუწყებენ, რომ გმირულად დაიღუპა მათი უფროსი ქალიშვილი, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი მარო მაყაშვილი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ ალექსანდრეს ასული მაყაშვილი მარო მაყაშილის დედა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი მარო მაყაშვილის მამა იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა წერილი „სერ. ქავთარაძე“ (რუსეთის ს. ფ. ს. რ. წარმომადგენლობის პირველი მრჩეველი).