ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51365

1924

ტიპი: ნასამართლეობა

ვასილ ჩიტაიშვილი 1924 წლის 16 ივლისს დააპატიმრეს და ბრალად კონტრრევოლუციური საქმიანობა წაუყენეს. პატიმრობაში მყოფი მხოლოდ წიგნების მიტანას ითხოვდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ მეუღლე ნინო ნემსაძე, შვილები − ივანე ნემსაძე და საშა ახვლედიანისა, სიძე ევტიხი ახვლედიანი და შვილიშვილი ლეო ახვლედიანი მწუხარებით იუწყებოდნენ, რომ 20 ნოემბერს საფიჩხიის სასაფლაოს ეკლესიაში ფარსადან ზურაბის ძე ნემსაძის 40 დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ევტეხი ახვლედიანი იყო საშა ფარსადანის ასულ ნემსაძის მეუღლე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ევტეხი ახვლედიანი იყო ფარსადან ზურაბის ძე ნემსაძის სიძე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, პოლიტიკოსი დავით გიორგის ძე ჩიქოვანი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ანა ბესარიონის ასულ დვალიძე-ჩიქოვანისას მეუღლე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, პოლიტიკოსი დავით გიორგის ძე ჩიქოვანი იყო გიორგი (გოგი) ბესარიონის ძე დვალიძის სიძე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ანა ბესარიონის ასული დვალიძე-ჩიქოვანისა იყო გიორგი (გოგი) ბესარიონის ძე დვალიძის და.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ბესარიონ ქრისტეფორეს ძე დვალიძე იყო გიორგი (გოგი) ბესარიონის ძე დვალიძის მამა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 ნოემბერს დიდუბის ტაძარში თევდორე დავითის ძე ჟორდანიას გარდაცვალების მეოთხე წლისთავზე წირვას გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, იასონ კერესელიძე იყო მარიამ სვიმონის ასულ ხახანაშვილ-კერესელიძის მეუღლე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, იასონ კერესელიძე იყო პელაგია სიმონის ასულ ხახანაშვილის სიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ დედმამიშვილები − თამარ, იაკოფ, ვანო ხახანაშვილები, მარიამ სვიმონის ასული კერესელიძისა და სიძე – იასონ კერესელიძე იუწყებოდნენ, რომ პელაგია სიმონის ასული ხახანაშვილი 3 ნოემბერს გორში ტრაგიკულად გარდაიცვალა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, თამარა რევაზის ასული რუსიშვილი იყო ივანე ანტონის ძე ცაგარელის (მეუღლის) დისწული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დეიდა ბარბარე გიორგის ასული ცაგარელი, ბიძა ივანე ანტონის ძე ცაგარელი და დეიდაშვილი ანტონ ივანეს ძე ცაგარელი იუწყებოდნენ თამარა რუსიშვილის ტრაგიკულად გარდაცვალებას.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ბარბარე გიორგის ასული ცაგარელი იყო ივანე ანტონის ძე ცაგარელის მეუღლე.