ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51489

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დაწყებითი განათლება კოტე აფხაზმა სახლში მიიღო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს კოტე აფხაზმა თბილისის კადეტთა კორპუსის სასწავლებელი დაასრულა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს კოტე აფხაზი პავლეს I სამხედრო სასწავლებელში შევიდა პეტერბურგში.

1886

ტიპი: განათლება

1888 წელს კოტე აფხაზმა პავლეს სამხედრო სასწავლებელი დაასრულა.

1890

ტიპი: განათლება

1890 წელს კოტე აფხაზმა ოფიცერთა საარტილერიო სკოლაში დაასრულა სწავლა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლიდან კოტე აფხაზი 39-ე საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-1913 წლებში კოტე აფხაზი ოფიცერთა ღირსების სასამართლოს წევრად იყო არჩეული.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს კოტე აფხაზი სპარსეთში, თავრიზის საბრძოლო რაზმის შემადგენლობაში ირიცხებოდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის კოტე აფხაზი 1913 წელს წმინდა ვლადიმირის lV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის კოტე აფხაზი 1916 წელს წმინდა ვლადიმირის lII ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის კოტე აფხაზი 1906 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის კოტე აფხაზი 1910 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906-1913 წლებში კოტე აფხაზი თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრად იყო არჩეული.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906-1913 წლებში კოტე აფხაზის უშუალო ხელმძღვანელობით გაიყვანეს რკინიგზა კახეთში.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913-1914 და 1916-1917 წლებში კოტე აფხაზი ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა წინამძღოლის მოვალეობას ასრულებდა.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910-იან წლებში კოტე აფხაზი რუსეთის სახელმწიფო საბჭოს უკანასკნელი ქართველი წევრი იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ივნისში კონსტანტინე აფხაზი საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-1923 წლებში კოტე აფხაზი ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის თებერვალ-სექტემბერში კოტე აფხაზი აქტიურად მონაწილეობდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, რაც 1917 წლის სექტემბერში დაგვირგვინდა წარმატებით.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ (რომელიც საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს განიხილდავდა) კოტე აფხაზი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 თებერვალს კოტე აფხაზი პოლკოვნიკის წოდებით გადადგა რუსეთის არმიის სამხედრო სამსახურიდან.