ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

ფილტრი:
ფაქტის ტიპი სტატუსი

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლიდან ნიკოლოზ ლორთქიფანიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლიდან გიორგი შარაშიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს მღვდელი ჭილაევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1912

ტიპი: სტატუსი

1912 წლის 2 მაისს იაკობ გოგებაშვილმა გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძისისათვის ნაკარნახევ ანდერძში თავისი ნების აღმასრულებლებად ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი დაასახელა.

1912

ტიპი: სტატუსი

1912 წლის 31 ივლისის მინდობილობით ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე, სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი, ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური, ვალერიან ლევანის ძე გუნია და კავკასიის სამეფისნაცვლოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, როგორც განსვენებულ იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებლები, სრულ უფლებამოსილებას ანიჭებდენ ნაფიც ვექილს, გრიგოლ სიმონის ძე რცხილაძეს, ნებისმიერი დაქვემდებარების სასამართლო, ადმინისტრაციულ, კომერციულ, წოდებრივ, სასულიერო თუ საზოგადოებრივ დაწესებულებაში მოანდერძის ნების ინტერესების დასაცავად ემოქმედა.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს სოლომონ შოშიაშვილი თბილისის საქალაქო ეკლესიათა პირველი ოლქის ბლაღოჩინი იყო.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს ანა ამილახვარი თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იყო.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს მიხეილ კვალიაშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს ვასილ რცხილაძე ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

1912

ტიპი: სტატუსი

1911 წელს ასეთი იყო ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის შემადგენლობა: ი. გ. შვილევი (თავმჯდომარე), მღვდელი გ. ნათაძე (მდივანი), ზ. კიკნაძე (ხაზინადარი), წევრები: ი. მ. ლორთქიფანიძე, ტ. ბ. კახიძე, მ. პ. კალანდარიშვილი, გ. მ. ბურდული, თ. პ. სარაჯიშვილი, პ. ა. გედევანიშვილი, ზ. დ. მჭედლიშვილი, ი. ზ. ელერდაშვილი. გამგეობაში შედიოდნენ, ასევე, ამქართა წარმომადგენლები.

1912

ტიპი: სტატუსი

1911 წელს ამქართა წარმომადგენლებიც შედიოდნენ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობაში, სახელდობრ: ე. ს. შუშიაშვილი, გ. ს. როინიშვილი, ი. ხეთაგური, ი. ს. ბარახუსტი, დ. ი. ერქომაიშვილი, გ. ი. ელერდაშვილი, ალ. გ. ბერბერაშვილი, ს. ნ. ქენქაძე, დ. ს. სირაძე, მ. დ. ლებანიძე, მ. ზ. გძელიძე, სპირიდონ ღუდუშაური, ს. გ. ქერაშვილი, სპ. შადური, ს. ი. სუჯაშვილი.

პირები
წყარო

1913

ტიპი: სტატუსი

1912 წლის ანგარიშის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო ი. გ. შვილევი, მდივანი (იანვრამდე)– მღვდელი გიორგი ნათაძე, ხოლო იანვრიდან დროებითი მდივნის მოვალეობას ასრულებდა ქართული სკოლის გამგე ვარლამ ბურჯანაძე.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე თავმჯდომარედ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი აირჩიეს, ხოლო საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა დაიკავა.

1913

ტიპი: სტატუსი

კავკავის ქართველ ქალთა წრე (თავმჯდომარე – სოფიო კალანდარაშვილისა) მადლობას უხდის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების ქალთა პროფესიული სკოლისთვის თბილისიდან მოწვეულ პედაგოგს – სოფიო გიორგის ასულ ჩიტაძეს, რომლის ჯამაგირი თავიდან თვეში 40 მანეთი იყო, მაგრამ სკოლის ნივთიერი გაჭირვება რომ ნახა, მასწავლებელი მეორე წლიდან 30 მანეთს დათანხმდა (მაშინ როცა, პირიქით – ანაზღაურების მომატებას იმსახურებდა). შესაბამისად, ს. ჩიტაძის ხელფასი 1911 წელს 480 მანეთი იყო, ხოლო 1912 წელს – 360 მანეთი.

1913

ტიპი: სტატუსი

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის ფილიალის გამგეობის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, 1913 წლის 1-ლი იანვრიდან 20 ოქტომბრამდე გამგეობის დროებითი თავმჯდომარე იყო ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე, ხაზინადარი – ზ. კიკნაძე; გამგეობაში შედიოდნენ: ი. შვილიევი, ი. ფიცხელაური, მ. კალანდარიშვილი, ზ. მჭედლიშვილი, გრ. ბურდული, ი. ლორთქიფანიძე, დ. სხირტლაძე, დ. ერქომაიშვილი, ი. ჩითაშვილი (ხელს აწერს დროებითი მდივანი მიხ. ბურდული).

1911

ტიპი: სტატუსი

1911 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთაგან 1911 წლის საწევრო გადახდილი ჰქონდათ: ვალერიან კასპეროვიჩს – 3 მანეთი, პავლე კახოვს – 6 მანეთი, იორამ კოკაშვილს – 3 მანეთი, მალაქია კერესელიძეს – 10 მანეთი.

1915

ტიპი: სტატუსი

1915 წლის 3 იანვარს ბაგრატ ბეთანელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების წევრად დაამტკიცეს.

1915

ტიპი: სტატუსი

1914-1916 წლებში მიხეილ ივანეს ძე ქიმერიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.

1922

ტიპი: სტატუსი

გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე სოციალური წარმოშობით გლეხი იყო.