რეგისტრირებული ფაქტები49479
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ოქტომბერში გრიგოლ დიმიტრის ძე გაბაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის მინდობილობით იულია დავითის ასულ ჩხეიძისას სთხოვა, მიმდინარე სასწავლო წელს ბათუმის სკოლაში ესწავლებინა. ი. ჩხეიძე გაბაშვილის წინადადებას ასეთი პირობით დათანხმდა: დღეში ერთ საათს არითმეტიკას ასწავლიდა სამ კლასს და წლის ბოლოს 200 მანეთ ანაზღაურებას მიიღებდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
მარიამ წერეთლისასა და ელენე ლორთქიფანიძისას მიერ მოწყობილი საქველმოქმედო მეჯლისებიდან შეგროვდა 660 მანეთი, რომელიც 1890 წლის შემოდგომაზე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეებისთვის თბილი ტანსაცმლის შეკერვას უნდა მოხმარებოდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანის თხოვნა ყველა პროტოკოლის დედნის გაგზავნის შესახებ. ყიფიანს აინტერესებდა, რა სახით გაეგზავნა გამგეობისთვის პროტოკოლები.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ გამოსცა 357 ცალი რაფიელ ერისთავის „თხზულებანი“. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელი დაათვალიერა.
1886
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ 1886 წლის 30 ნოემბრისა და 2 დეკემბრის საგანგებოდ მოწვეულ კრებებზე გადაწყვიტეს, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილისა და ზოგიერთი სხვა წევრის ნაცვლად, რომლებიც იძულებულნი იყვნენ ქალაქგარეთ ეცხოვრათ, ამიტომ გამგეობის საქმიანობაში ვერ მონაწილობდნენ, ახალი წევრები მიეღოთ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს თათარყან დადეშქელიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ოქროს მონეტა გადასცა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ალექსანდრე რუხაძე, ვერა ვეფხვაძე, კოსტა ნიკოლაიშვილი, ალექსანდრე მდივანი და ალექსანდრე კოკილაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 სექტემბერს ეკატერინე თევდორეს ასულმა ასათიანმა, ანა ნიკოლოზის ასულმა არდაზიანმა, ივანე დიმიტრის ძე აფხაზმა, კოტე (კონსტანტინე) ნიკოლოზის ძე აფხაზმა, ნინო ბაქრაძემ და დიმიტრი ახვლედიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ერთი წლის საწევრო შესწირეს.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მარტში ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს რუსული პროტოკოლის დედანი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 სექტემბერს არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვმა, ლავრენტი დავითის ძე აგლაძემ (აღლაძე), მიხეილ დავითის ძე აგლაძემ, მიხეილ დავითის ძე ამირიძემ, ვიქტორ იესეს ძე ავალიანმა და გიორგი ასათიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო შესწირეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ეკატერინე გაბაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 25 მანეთი გადასცა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანს აცნობა, რომ პროტოკოლები უნდა შედგინათ ქართულად, რუსულად კი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტორი საჭიროდ მიიჩნევდა პედაგოგიური საბჭოს კრებაზე რუსი მასწავლებლის დასწრებას.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო, 9 მანეთი, შესწირეს ვიქტორ იესეს ძე ავალიანმა, იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილმა, ნინო იასონის ასულმა აფხაზმა, ანა ნიკოლოზის ასულმა ბეგთაბეგიშვილმა (ბეგთაბეგოვი), მიხეილ ნიკოლოზის ძე ბეჟანიშვილმა, ოლგა ნიკოლოზის ასულმა ბეჟანიშვილმა (ბეჟანოვი) და ივანე სვიმონის ძე ბერძნიშვილმა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს მარიამ ორბელიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გადასცა გაყიდული წიგნების თანხის ნახევარი – 4 მანეთი და 30 კაპიკი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს სამსონ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გადასცა გაყიდული წიგნების თანხის ნახევარი – 1. 50 მანეთი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს იოსებ ფორაქაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 30 მანეთი გადასცა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 9 თებერვალს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა პედაგოგიური საბჭოს რუსული პროტოკოლის თარგმანი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანის გაგზავნილი პედაგოგიური საბჭოს დადგენილების თარგმანი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 ივნისს მასწავლებელმა იასონ ამირანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილის, შალვა ამირანაშვილისთვის აღმოსავლური ენების შესასწავლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო, 9 მანეთი, შესწირეს შემდეგმა პირებმა: ივანე გაბრიელის ძე ასათიანმა, ივანე გიორგის ძე აბაშიძემ, ნიკოლოზ ლევანის ძე აბაზაძემ, ვასილ ნიკოლოზის ძე აბულაძემ, იუსტინე ირაკლის ძე აბულაძემ, პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ, თომა იოსების ძე ასათიანმა.
1926
ტიპი: ღონისძიება
წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების 1926 წლის 12 იანვრის სხდომაზე განიხილეს ოსეთის განყოფილების კომისარიატის თხოვნა, ქართული სკოლებისათვის წიგნების უფასოდ გადაცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, კომისარიატის თხოვნა დაეკმაყოფილებინა და სკოლებისთვის საზოგადოების გამოცემები გადაეცა. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებმა – დავით კარიჭაშვილმა, ალექსანდრე ლომთათიძემ, პროკოფი ჯაფარიძემ, პავლე საყვარელიძემ, ა. ცინცაძემ, რევაზ გაბაშვილმა, ილია ნაკაშიძემ, გრიგოლ ბურჭულაძემ, გ. ცინცაძემ, თევდორე კიკვაძემ, პეტრე გელეიშვილმა, ირაკლი ამირეჯიბმა, მიხეილ სარაჯიშვილმა, დიმიტრი დუმბაძემ, ფილიპე გოგიჩაიშვილმა, რუბენ ყიფიანმა, არჩილ ჯაჯანაშვილმა, გრიგოლ რცხილაძემ და ვარლამ ბურჯანაძემ – საწევროს ერთ მანეთამდე შემცირების საკითხი ფარული კენჭისყრით გადაწყვიტეს.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 8 სექტემბერს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის 1889-1890 სასწავლო წლის მოკლე ანგარიში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი იყო, თავის სკოლას მესამე განყოფილება მიამატა.