რეგისტრირებული ფაქტები51696
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 3 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა წინასიტყვაობა თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ჟურნალ-გაზეთების გამოცემას საზოგადოების აზრის, რწმენის, გრძნობისა და გემოვნების განვითარებაში, რომ გაზეთების სხვადასხვა შინაარსი დამოკიდებული იყო ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა გარემოებაზე. კერძოდ, გაზეთ „ივერიის“ მთავარი მიზანი სამეცნიერო ცნობების, საქართველოს მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრებაზე დაკვირვება და მათი გაზეთის მეშვეობით გავრცელება იყო.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 3 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა „ცხოვრება და კანონის“ 1-ლი წერილი საქართველოში ბატონყმობის გაუქმების შესახებ. წერილიდან ვიგებთ, თუ რა შედეგები მოჰყვა ბატონყმობის გაუქმებას და როგორ გაგრძელდა გლეხისა და ყოფილი ბატონის ურთიერთობა, ასევე, როგორ განისაზღვრა უფლება და მოვალეობა გლეხსა და ნაბატონარს შორის.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებობდა ოთხკლასიანი სასწავლებელი, რომელიც 4 წელია ფუნქციონირებდა. მთავრობის დადგენილებით ყველა სასწავლებელში ადგილობრივ ენაზე უნდა ესწავლათ ბავშვებს, აღნიშნულ სასწავლებელში კი მეოთხე წელს დაიწყეს ქართული ენის სწავლება, ისიც ისეთმა პედაგოგებმა, რომლებმაც გამართულად თავად არ იცოდნენ ქართული ენა და ეს თავისთავად ცუდად აისახებოდა მომავალი თაობის განვითარებაზე და ცოდნაზე.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გასულ სექტემბერს ქალაქ გორში გახსნეს სასწავლებელი „საოსტატო სემინარია“ სადაც სასოფლო სასწავლებელთათვის უნდა მოემზადებინათ მასწავლებლები, თუმცა სამწუხაროდ არა ქართულ ენაზე, რაც არსასიამოვნო ფაქტი იყო. ამასთან გორში არსებულ დაწყებით სასწავლებელში ისეთი პედაგოგები ასწავლიდნენ ქართულს, რომლებმაც თავად არ იცოდნენ გამართულად ქართულად მეტყველება, რაც საერთოდ არ წაადგებოდა ახალგაზრდა თაობის ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებას.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობითი იუწყება, რომ ერთ-ერთმა თავადიშვილმა გაუგზავნა თხოვნა რეალური სასწავლებლის დირექტორს, მისი შვილისთვის არ ესწავლებინათ ქართული ენა, რაც ამტკიცებდა, რომ შვილების აღზრდისთვის სულ უბრალო ჭეშმარიტებაც კი ვერ გაითავისა ქართველმა ხლხმა და მათ მომავალს მშობლები უმახინჯებდნენ მცდარი და მახინჯი გადაწყვეტილების მიღებით.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 10 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა „თბილისის უწყებებში“ გამოქვეყნებული წერილი, რომელშიც პედაგოგებმა თავიანთი აზრი დააფიქსირეს განათლების საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთმა წერილმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, არა მარტო მოსახლეობისა, არამედ მმართველი პირებისა. ამ წერილის მთავარი აზრი იყო, რომ განთლების წყობილება, რომელიც პირველადი ცოდნის მისაღებად დედა ენის შესწავლას უარყოფდა, ამით ახალ თაობას ჩაგრავდა და ახშობდა მათ განვითარებას, ამდაბლებდა და სიღარიბისკენ მიჰყავდა ისინი, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებლები მშვენივრად იყვნენ მოწყობილნი და გამართულნი, საჭირო განათლებას ვერ აძლევდნენ მომავალ თაობას.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 18 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ წერილობით მიმართა ტერენტი წერეთელს, რომ წიგნთა საწყობები ჩაებარებინა იპოლიტე ვართაგავასთვის და ჩაბარების აქტი წარმოედგინა 1920 წლის 1-ლი იანვრისათვის. ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მიიღო საზოგადოების 15 რწმუნებულთაგან ხელმოწერილი განცხადება, რომ მოეწვიათ რწმუნებულთა საგანგებო კრება, რომლის მიზანი იყო: 1) 27 ივლისს დამტკიცებული საზოგადოების ახალი წესდების გატარება, 2) ეკონომიკური კრიზისის გამო საზოგადოების სამოქმედო გეგმის გადახედვა, 3) იმ ფილიალთა ლიკვიდაცია, რომელიც დახურული იყო და საქმის გარკვევა იმ ფილიალთა შესახებ, რომლებიც ვერ ახორციელებდა საზოგადოების მიზნებს. ხელს აწერდნენ: უშანგი ელიავა, პ. კახიანი, სილიბისტრო თავართქილაძე, თევდორე კიკვაძე, გრიგოლ ნათაძე, ნინო თეიმურაზის ასული ელიავა, ვლადიმერ ანტონის ძე ჯუღელი, იოსებ გიორგის ძე ავალიშვილი, ფილიპე გლახუნას ძე ლორია, ვლადიმერ ანტონის ძე ახობაძე, მინადორა ტოროშელიძე, გ. ბახტაძე, ვ. მგელაძე, გიორგი იესეს ძე ცინცაძე, კოწია გვარჯალაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა განყოფილებების ინსტრუქციის მე-4 მუხლის ცვლილება, რაც გულისხმობდა შემდეგს: საზოგადოების განყოფილება კრებდა და ხარჯავდა საწევრო ფულს, სხვადასხვა შემოსავალს და წლიური შემოსავლიდან გამოყოფდა 10 %-ს, რასაც გაუგზავნიდა გამგეობას საერთო ხარჯების დასაფარად.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი იესეს ძე ცინცაძემ განაცხადა, რომ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსა და საზოგადოების მუზეუმების გაერთიანება გადაედოთ ომის დასრულებამდე. სჯობდა მშვიდობიან პერიოდში განეხილათ ეს საკითხი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოება ფლობდა სკოლებსა და ბიბლიოთეკებს. ზოგჯერ სკოლებისთვის სხვადასხვა სამეცნიერო დარგებიდან საჭირო იყო თვალსაჩინო ნივთები, ისტორიული სურათები და ამ კუთხით მუზეუმი იძენდა პედაგოგიურ დანიშნულებას. იგი არ უნდა გადაეცათ საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სამსონ პლატონის ძე დადიანი ეწინააღმდეგებოდა მუზეუმის საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის გადაცემის საკითხს. მისი აზრით, სპეციალისტებს უნდა დავალებოდა მუზეუმების მართვა-გამგეობა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დეკანოზმა ნიკიტა მალაქიას ძე თალაქვაძემ განაცხადა, რომ მუზეუმის მართვა-გამგეობა საზოგადოებას უნდა გადაებარებინა სპეციალური ორგანოსთვის, საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის, რომელსაც უფრო მეტად შესწევდა ძალა მუზეუმების მოსავლელად.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დეკანოზმა ნიკიტა მალაქიას ძე თალაქვაძემ განაცხადა, რომ ფშავში, ხევსურეთში, საინგილოსა და დუშეთის მაზრის მაცხოვრებლებს აკლდათ კულტურული ცხოვრება და მუზეუმის მართვას სჯობდა ამ შორეულ კუთხეებში გაეხსნა საზოგადოებას სკოლები.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების 1-ლი მუხლის თანახმად საზოგადოების მიზანს წარმოადგენს ცოდნა-განათლების გავრცელება სრულიად საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების მე-3 მუხლის მიხედვით საზოგადოება მიზნის მისაღწევად გამოსცემდა სასწავლო, სახელმძღვანელო, სამეცნიერო და სახალხო წიგნებს, ჟურნალ-გაზეთებს, ასევე მართავდა ლექციებს.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების მე-3 მუხლის მიხედვით საზოგადოება ხსნის და ინახავს სხვადასხვა საერთო განათლების თუ პროფესიულ სასწავლებლებს და ხელს უწყობს მათ განვითარებას, განსაკუთრებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ.