ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46141

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N2; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) რუბრიკით „ნახული და გაგონილი“ დაიბეჭდა გარე კახეთის (საგარეჯოს) აღწერილობა. ავტორი აღნიშნავდა, რომ სხვა სოფლებისგან განსხვავებით, საგარეჯოში არსებობდა ბანკი და სკოლა – 92 მოსწავლითა და 3 მასწავლებლით.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N2; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) რუბრიკით „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა წერილი გიმნაზიებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სავალალო მდგომარეობის შესახებ; სკოლებში ქართული ენის გაკვეთილები ტარდებოდა კვირაში მხოლოდ ორჯერ ან სამჯერ, ისიც მეექვსე გაკვეთილზე.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ აღნიშნული იყო, რომ საქართველოში საკათალიკოსოს მოსპობისა და ეგზარქოსობის შემოღების პერიოდში სასულიერო სემინარიებში მოისპო ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სწავლება, ეს გამოწვეული იყო იქედან, რომ საქართველოს ეკლესიას პეტერბურგის უწმინდესი სინოდი განაგებდა, რომელიც რუსული ენის გავლენის გაზრდას ცდილობდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ აღნიშნული იყო, რომ ეგზარქოსმა ევსევიმ ქართველ თავად-აზნაურთა კრების მოთხოვნით პეტერბურგში სინოდს თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართული ენის კათედრის დაარსების შესახებ თხოვნით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ N2-ის მიხედვით სასულიერო სემინარიაში იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის „ქადაგებანი“ არ ისწავლებოდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N3; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა არგენტინელი მწერლის, რომანტიზმის სკოლის წარმომადგენლის , ხოსე მარმოლის რომანი „ციხე შიგნიდან გატეხილი“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის „ქალი-აყვანა“ (ლეგენდა), იოსებ ბაქრაძის ლექსი „მიბაძვა“, დიმიტრი ჯანაშვილის „ისტორიული სურათები“, ერნსტ რენანის „რა არის ნაცია“ და ვახტანგ ორბელიანის უსათაურო ლექსი.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 3; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა კრიტიკული წერილი კ. ბაღაშვილის თხზულებაზე „თამარ — დედოფალი“. წერილში აღნიშნული იყო, რომ ნაწარმოებში არსებობდა ისტორიული შეუსაბამობები და მისი სკოლაში სწავლება დაუშვებელი იყო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ დაიბეჭდა მ. ჯანაშვილის „ისტორიული სურათები“ (გაგრძელება), რომელშიც ავტორი მიმოიხილავდა საქართველოს ისტორიას მეთორმეტე საუკუნიდან მეცხრამეტე საუკუნის ჩათვლით.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N3; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის წერილი „ისტორიული სურათები“, რომელშიც საუბარია, როგორ ებრძოდა ქართული ეკლესია ავტოკეფალიის შენარჩუნებისთვის ჯერ ანტიოქიას, შემდეგ რუსეთს.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N3) დაიბეჭდა: ხოსე მარმოლის „ციხე შიგნიდან გატეხილი“ (გაგრძელება), ნ. ხუდადოვის წერილი „ახალგაზრდობის მიმართულებაზე“, რაფიელ ერისთავის ლექსები: „თინას მამითადი“, „სურათი (სოფლის ცხოვრებიდამ)“.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N3) დაიბეჭდა ვახტანგ ორბელიანის (იბეჭდებოდა ვ.ო.– ს ფსევდონიმით) უსათაურო ლექსები და პეტერბურგში მყოფი სილოვან ხუნდაძის (იბეჭდებოდა სილოვანის ფსევდონიმით) ლექსი „აღდგომა“.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N4–5) დაიბეჭდა ა. კავთელის (ალექსანდრე ცხვედაძე) „წერილი ივრის ხეობიდამ“ გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობების (ბანკის) დაარსების მნიშვნელობაზე.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N4–5) დაიბეჭდა ა. კავთელის (ალექსანდრე ცხვედაძე) „წერილი ივრის ხეობიდამ“, რომელშიც ავტორი აღნიშნავს, რომ ივრის ხეობის ბანკის დაარსების იდეის ავტორი სკოლის დირექტორი ბესარიონ ღოღობერიძე იყო.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N4–5) დაიბეჭდა: ა. კავთელის (ალექსანდრე ცხვედაძე) „წერილი ივრის ხეობიდამ“, რომელშიც ავტორი წერს, რომ ივრის ხეობის ბანკის დამფუძნებელი ყრილობა 1876 წლის 14 მარტს გაიმართა. 1882 წლისთვის ბანკს 598 წევრი ჰყავდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 4–5; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „ნახული და გაგონილი“ დაიბეჭდა „მგზავრის შენიშვნები“. ავტორი წერილში აღწერს სამხრეთ საქართველოს და იქაურ ყოფას. ის აღნიშნავს, რომ ხერთვისის ხეობაში 6 სკოლა არსებობდა: ხერთვისში, ბარალეთში, ხიზაბავრაში, ტოლოშში, ქილდაში და მუსხში.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 4–5; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „ნახული და გაგონილი“ დაიბეჭდა „მგზავრის შენიშვნები“. ავტორი სინანულით აღნიშნავდა, რომ სამხრეთ საქართველოს სოფლებში (ხიზაბავრა, ხერთვისი, ქილდა, ტოლოში, მუსხი, ბარალეთი) ყოფა ქართული იყო, მაგრამ სკოლებში ქართული არ ისწავლებოდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 4–5; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „ნახული და გაგონილი“ დაიბეჭდა „მგზავრის შენიშვნები“, საიდანაც ვგებულობთ, რომ ავტორმა სამხრეთ საქართველოს სოფლებში (ხიზაბავრა, ხერთვისი, ბარალეთი, ტოლოში, ქილდა, მუსხი), სადაც ქართული არ ისწავლებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემული 300 ქართული წიგნი ჩაიტანა.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 4–5; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „ნახული და გაგონილი“ დაიბეჭდა „მგზავრის შენიშვნები“, რომელშიც სამხრეთ საქართველო იყო აღწერილი. ავტორი აღნიშნავს, რომ ახალციხის მოსახლეობა მრავალეროვანი იყო: სომხები, ფრანგები, ებრაელები.ყველანი ქართულად საუბრობდნენ, გარდა ბოლო დროს ერზრუმიდან გადმოსახლებული სომხებისა.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N4–5) დაიბეჭდა აკაკი წერეთლის განცხადება, რომელშიც ის სოფლის სკოლის მასწავლებლებს სთხოვდა, შეეგროვებინათ და რედაქციაში გამოეგზავნათ სახალხო შაირები, ზღაპრები, გამოცანები და სხვა ზეპირი თქმულებანი.

1934

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერების მიხედვით, 1934 წლის 1-ლ მაისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ბიბლიოთეკა სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში გადაიტანეს და მას ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტის ბიბლიოთეკა დაერქვა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 4–5; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ აღნიშნული იყო, რომ თბილისის თავადაზნაურთა კრებამ, რომელმაც პრიორიტეტად ქვეყნის განათლება გამოაცხადა 1000 თუმანი ერთხმად შესწირა თბილისის სათავადაზნაურო სკოლას, 100 თუმანი გამოუყო თელავისა და გორის ქალთა სასწავლებლებს (თითოეულს ცალ-ცალკე), ხანძრით დაზარალებულ სიღნაღის მაზრის მაცხოვრებლებს კი – 30-30 თუმანი.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N6) დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსები: „დაკოდილი“, „თანდილას დარდი“ და „სურათი სოფლის ცხოვრებიდან“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N6) დაიბეჭდა დიმიტრი ჯანაშვილის „ისტორიული სურათები“ (გაგრძელება), რომელიც მიმოხილული იყო საქართველოს ისტორია.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის პასუხი ნიკოლოზ ხუდადოვის წერილზე „ახალგაზრდობის მიმართულება“, რომელშიც ის ქართულ ენაზე მეცნიერების განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე საუბრობდა და აკრიტიკებდა ხუდადოვის აზრს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა წარსულშიც და აწმყოშიც იყო და არის ფიქცია.