რეგისტრირებული ფაქტები49479
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა აბრამ გერასიმეს ძე აკოფოვის თხოვნა 300 მანეთის მიცემის შესახებ „ბუნების კარისა“ და „დედა ენის“ ყდაში ჩასასმელად და დაადგინა, მიეცათ 100 მან. ოქმს ხელი მოაწერეს: თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ და წევრებმა: გიორგი იოსელიანმა, ალექსანდრე ჭყონიამ, ივანე ზურაბიშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა, ეკატერინე გაბაშვილისამ, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ, გრიგოლ ყიფშიძემ და იაკობ გოგებაშვილმა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 9 თებერვალს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისთვის შეწირული 763 ცალი „ვეფხისტყაოსნისა“ და ვახუშტი ბატონიშვილის 210 ცალი „საქართველოს ისტორიის“ გაყიდვებიდან შემოსული ფულის ნახევარს ითხოვდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 9 თებერვალს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა 763 ცალი „ვეფხისტყაოსანი“ და ვახუშტი ბატონიშვილის 210 ცალი „საქართველოს ისტორია“.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი აგლაძისთვის 20 მანეთი გაეგზავნათ საკლასო დაფისა და 18 მერხის შესაღებად და ეცნობებინათ, რომ ნივთები საშობაოდ შეეღება. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი აგლაძის თხოვნა მისი ძმის, სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელ გიორგი აგლაძისთვის მისი ხელფასიდან ყოველთვიურად 20 მანეთის გაგზავნის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში თონეთის სკოლის მასწავლებელი ლავრენტი აგლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ სკოლისთვის გაეგზავნათ თანხა საკლასო დაფისა და 18 მერხის შესაღებად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში თონეთის სკოლის მასწავლებელი ლავრენტი აგლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ ყოველთვიურად მისი ხელფასიდან 20 მანეთი მიეცათ მისი ძმისთვის, სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელ გიორგი აგლაძისთვის.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ივანე ზურაბიშვილის წინადადება საზოგადოების მაღაზიასთან ჟურნალ-გაზეთების გამოსაწერი სააგენტოს დაარსების შესახებ არ დააკმაყოფილა.
1887
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1887 წლის ანგარიშის მიხედვით, თონეთის სკოლა მაისში, გამოცდების დროს, გამგეობის წევრობის კანდიდატმა რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილმა დაათვალიერა, ოქტომბერში კი – გამგეობის ერთ-ერთმა წევრმა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ალექსანდრე ჭყონიას დაევალა ხარაზოვის ქვრივთან მოლაპარაკება და დოკუმენტების შედგენა; მისი ბინის ფოტოსახელოსნოსთვის დაქირავებასთან დაკავშირებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გორში მომხდარი მიწისძვრის დროს ამილახვრების სახლის ფასადიღა გადარჩა. მიხეილ ერისთავის ოჯახის წევრები კი რამდენიმე ხალიჩით მოწყობილ კარავში აფარებდნენ თავს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ მდივნის თანაშემწე შიო ქუჩუკაშვილისთვის უნდა მიეცათ ოქტომბრის ხელფასი – 40 მან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ საზოგადოების მდივან ალექსანდრე მიქაბერიძისთვის უნდა მიეცათ ოქტომბრის ხელფასი – 75 მან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში იაკობ გოგებაშვილისთვის წიგნების თანხის – 600 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ გამგეობას წინარეხის სკოლის მასწავლებელ ანტონ თოიძესათვის უნდა მიეცა სექტემბრის ხელფასი – 5 მან. 4 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ გამგეობას შიო ქუჩუკაშვილისთვის გორში წასასვლელად გზის თანხა, 3 მან. 20 კაპ., მიეცა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს გრიგოლ ჩარკვიანისთვის ორდერების დასაბეჭდად 4 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს ფოტოსახელოსნოს მბეჭდავისთვის სექტემბრის ხელფასის, 30 მანეთის, მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს ფოტოსახელოსნოს რეტუშორ ავალიშვილისთვის სექტემბრის ხელფასის, 10 მანეთის, მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს ფოტოსახელოსნოს გამგე ტარას მომცემლიძისთვის სექტემბრის ხელფასის, 50 მანეთის, მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში იაკობ გოგებაშვილმა კავკავის სკოლას შესწირა 10 ცალი „დედა ენა“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ხარჯთაღრიცხვა 1-ლი აპრილიდან 27 აპრილამდე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, ნიკო მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კავკავის სკოლის გამგე პართენ გოთუასთვის 12 მანეთის სასკოლო წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 3 ივლისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის წინადადება წიგნსაცავ-მუზეუმის ყველა თანამშრომლის ერთი თვით შვებულებაში გასვლისა და მუზეუმის დახურვის შესახებ. გამგეობამ მისი წინადადება მიიღო.