ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49479

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 28 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა ახალციხის ბიბლიოთეკის დახმარების თაობაზე. გამგეობამ ბიბლიოთეკას 30 მანეთი გადასცა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 აპრილის ანჯელო ანდრეოლეტის ქვისა და მარმარილოს სახელოსნომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლისთვის საჭირო მასალა და ხარჯთაღრიცხვა – 2500 მანეთი.

1908

ტიპი: ღონისძიება

შორაპნის მანგანუმის (შავი ქვის) მრეწველთა ყრილობის საბჭოს 1908 წლის 25 აგვისტოს დადგენილებიდან ვიგებთ, რომ ილია ჭავჭავაძის პანაშვიდზე, აგრეთვე მისი საფლავის ძეგლის საკითხის განსახილველ სხდომაზე დასასწრებად საბჭოს წარმომადგენლობა მიენდო თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ ივანე (კიტა) გიორგის ძე აბაშიძეს, რომელსაც ცნობად გაეგზავნა აღნიშნული დადგენილება. დადგენილებას ხელს აწერს საბჭოს კანტორის გამგე იასონ ბაქრაძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ ბადრიძეს 7.80 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში იაკობ გოგებაშვილმა დურგალთა ამხანაგობის სკოლას 10 „დედა ენა“ აჩუქა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ პეტრე მირიანაშვილს დაავალა, სტამბებიდან მოეგროვებინა ცნობები ლექსიკონების დაბეჭდვის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს იაკობ გოგებაშვილის წინადადება ოსმალეთის ქართველობისთვის „დედა ენის“ 500 ეგზემპლარის გაგზავნის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტ გიორგი პავლეს ძე ჯაკობიას სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს მდივნის, სამსონ ფირცხალავას განცხადება ზოგიერთი სკოლის რევიზიის მაშინვე ჩატარების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის დადგენილების თანახმად ეროვნული საბჭოს აღმსრულებელ ორგანოს დაევალა სხვადასხვა რაიონში პედაგოგთა გადამზადების მოკლევდიანი კურსების შექმნა და პედაგოგთა მატერიალური უზრუნველყოფის ამაღლება, იმ პირთათვის, ვინც სკოლაში მასწავლებლობას დააპირებდა, აუცილებელი ერთწლიანი სავალდებულო კურსების გავლა, სპეციალური კომისიის მიერ სკოლის სახელმძღვანელოების ეროვნულ ენაზე მომზადება და ქართული უნივერსიტეტის გახსნა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 მაისს იაკობ გოგებაშვილმა ხელი მოაწერა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის წლიურ ანგარიშს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს მდივნის, სამსონ ფირცხალავას ცნობა ისიდორე კვიცარიძისა და კონსტანტინე ონიკაშვილის ვექსილების ვადის გასვლის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეს, გიორგი ყაზბეგს დაეკისრა თბილისის თავადაზნაურობასთან შუამდგომლობა მუზეუმის მოწყობასთან დაკავშირებით.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 28 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად კავკავის სკოლის მასწავლებლობის კანდიდატებად დარია ფალავანდიშვილი, კირილე არველაძე და მიხეილ ბახტაძე წარადგინეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ნიკოლოზ ჩუბინაშვილის განცხადება, რომ გამგეობას შეესყიდა დავით ჩუბინაშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონის 500 ეგზემპლარი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 29 სექტემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა, ხელფასი არ ჰყოფნიდა, მიუხედავად ამისა, დაკისრებულ მოვალეობას კარგად ასრულებდა, ამიტომ სთხოვდა, დაეჯილდოებინა იგი 10 თუმნით და მისი ხელფასიდან არ გამოერიცხა ბათუმის სკოლის სასარგებლოდ გამართული ცირკის წარმოდგენიდან შემოსული ფული.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ვლადიკავკაზის საკვირაო სკოლას 70.30 მანეთის საკანცელარიო ნივთები უსასყიდლოდ გადასცა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 28 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და პეტრე როსტომის ძე სურგულაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 28 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება სპარსეთში მცხოვრები ქართველებისთვის სკოლის დაარსების შესახებ. გამგეობამ ამ საქმის შესწავლა ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძესა და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას დაავალა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სილოვან ხუნდაძის მიერ საზოგადოების მე-3 წიგნაკის დაკარგვის საკითხი განიხილა. ხუნდაძეს ახალი წიგნაკი 1901 წლის 23 ოქტომბერს გაუგზავნეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 29 ნოემბერს დანიშნული საზოგადო კრება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაიტანა 6 დეკემბერს, რადგან ნატო გაბუნია-ცაგარლის იუბილეს ემთხვეოდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, პეტრე გრიგოლის ძე მამრაძისთვის ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 100 მანეთი გადაეცათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე იყო, წიგნის მაღაზია გახსნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე. იმ წელს ჭიათურის განყოფილების შემოსავალი იყო 832. 18 მან., გასავალი – 578. 12. 1917 წლის პირველ იანვარს 254. 06 მან. ნაშთი ჰქონდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ჯუმათის სკოლის მასწავლებელ მელენტი ჩხარტიშვილს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N 74.