რეგისტრირებული ფაქტები47368
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 27 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იასონ მოსეშვილის განცხადება ვასილ პეტრიაშვილის ქვრივის მიერ საზოგადოებისთვის ქმრის ბიბლიოთეკის შეწირვის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 27 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე, იაკობ სოლომონის ძე ღულაძე და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს საზოგადოების მიერ გაცემული ხარჯები ხელმოწერით დაადასტურეს: არჩილ ჯორჯაძემ, გიორგი ლასხიშვილმა, ნიკოლოზ ცხვედაძემ და სხვებმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მეორე თანაშემწეს ათი თვის ჯამაგირი (250 მანეთი) გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვასილ ბეჟანეიშვილს 1 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თელავის სასულიერო სასწავლებელში წიგნების გასაგზავნად 2.15 მანეთი გამოყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერში ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით სპირიდონ ჭელიძეს წიგნებზე მუშაობისთვის 12.75 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ილია ჭყონიას წიგნებზე მუშაობისთვის 71 კაპიკი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვლადიკავკაზის სკოლაში 55.14 მანეთის სასკოლო ნივთები გაგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ხელთუბნის სკოლაში 8.44 მანეთის სასკოლო ნივთები გაგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით წინარეხის სკოლას 4.75 მანეთის სასკოლო ნივთები გაუგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით გომარეთის სკოლას 4.26 მანეთის სასკოლო ნივთები გაუგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ავალიშვილს 25 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით გრიგოლ ყიფშიძეს ჩუბინაშვილის ლექსიკონის კორექტირებისთვის 24 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით წიგნის მაღაზიისა და კანცელარიის ორი თვის ქირა 280 მანეთი გადაიხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძემ საზოგადოების სახელით გურიისა და სამეგრელოს სკოლებში ნისიად გაგზავნა 657 მანეთის საკანცელარიო ნივთები: 300-300 ცალი „ბუნების კარი“ და „დედა ენა“, 600 საარითმეტიკო გამოცანების კრებული და 3000 ცალხაზიანი რვეული.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით 22 დეკემბრის საქველმოქმედო საღამოს გასამართად დარბაზი დაიქირავა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფ. გუბის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექციის თხოვნა ჭინკათხევის სკოლისთვის სასწავლო გეგმის გაგზავნის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის მიერ წარდგენილი ინსტრუქცია გამგეობის სექციებად დაყოფის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 11 დეკემბერს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ მამის გარდაცვალების გამო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან ხუთი თუმანი ისესხა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სხდომაზე განიხილეს ქუთაისის გუბერნატორის თხოვნა სოფ. მუხურის ბიბლიოთეკის გამგედ მან. გაბრიჭიძის ნაცვლად სხვა პირის წარდგენის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას თხოვნა კანცელარიისთვის 15-20 მანეთის ღირებულების ღუმლის შეძენის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება პირველი და მესამე ბიბლიოთეკებისთვის ჟურნალ-გაზეთების გამოწერის შესახებ. გამგეობამ ბიბლიოთეკებს მხოლოდ ქართული ჟურნალ-გაზეთები გამოუწერა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილსა და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას წიგნის მაღაზიის შემოწმება დაავალეს.