ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50753

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფ. კორცხელის სასწავლებლის პედაგოგ სამსონ თოლარაძეს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N38.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 27 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 430. 08 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 896. 86 და შენახული თანხა – 7202. 92.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 დეკემბერს, დილის 11 საათსა და 20 წუთზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გახსნა თავმჯდომარის მოვალეობის აღმასრულებელმა, გამგეობის წევრმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების რწმუნებულთა არჩევის საკითხი. გამგეობის მიერ მიღებული ცნობის თანახმად თბილისის განყოფილებას ჰყავდა 2000 წევრი, ბორჯომს – 154, ფოთს – 75, ხონს – 73, სენაკს – 191, ცხინვალს – 60, ქუთაისს – 394, ჭიათურას – 20, ვეჯინს – 100, ლანჩხუთს – 77. სულ 3144. წესდების თანახმად უნდა აერჩიათ 60 რწმუნებული, ე. ი. 50 კაცზე ერთი დელეგატი. ამრიგად თბილისის განყოფილებას უნდა აერჩია 89 დელეგატი, ბორჯომს – 3, ფოთს – 1, ხონს – 1, სენაკს – 3, ცხინვალს – 1, ქუთაისს – 8, ჭიათურას – 1, ვეჯინს – 2, ლანჩხუთს – 1. სულ – 60. გამგეობამ რწმუნებულთა მორიგი კრება 3 ივლისს დანიშნა. განყოფილებებს უნდა აერჩიათ დელეგატები პრეზიდიუმის მიერ შემუშავებული პროპორციის მიხედვით.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 398. 24 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 1966. 86 და შენახული თანხა – 7202. 92.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 14 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ფილიპე ბუჭუას ძე მგელაძე, თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჩიგოგიძე და გორის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის პედაგოგი მიხეილ რომანოზის ძე ზაალიშვილი განათლების სამინისტროსთან არსებული სასკოლო რეფორმის საპროგრამო კომისიის სხდომას დაესწრნენ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 28 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამოცემული ჰქონდა შემდეგი წიგნები: გეომეტრიის მეორე ნაწილი, იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“ და დედა ენის I-II ნაწილი, ალექსანდრე ჭავჭავაძის „ვაჰ, დრონი, დრონი“, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, „გლახის ნაამბობი“, „გლეხთა განთავისუფლების სცენები“ და „დიმიტრი თავდადებული“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ბათუმის სკოლის სამზრუნველოს მისწერა, რომ საზოგადოებამ დამატებით მესამე მასწავლებლის დანიშვნა გადაწყვიტა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლებზე ზრუნვა ნიკოლოზ ცხვედაძესა და იაკობ ღულაძეს დაავალა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 11 ნოემბერს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის დადგენილებით, ბათუმის სკოლაში დამატებით მესამე მასწავლებელი დაინიშნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოტოგრაფიის საკითხებზე ზრუნვა ნიკოლოზ ცხვედაძესა და ნიკოლოზ ელიავას დაავალა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, არჩილ ჯორჯაძე ნაძალადევის ბიბლიოთეკის მზრუნველად დაინიშნა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 1451. 30 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 3584. 86 და შენახული თანხა – 8502. 92.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გარეშე სკოლებზე, ბიბლიოთეკებსა და სამკითხველოებზე ზრუნვა ივანე გომართელსა და გიორგი დეკანოზიშვილს დაავალა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს გაიხსნა სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენელთა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრება ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის შესახებ. კრებაზე „თბილისის ქალთა წრის“ თავმჯდომარე ნ. ყიფიანმა წაიკითხა მოხსენება წრის დაარსებიდან ერთი წლის საქმიანობის შესახებ.

1879

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების მე-3 პარაგრაფის თანახმად, საზოგადოება ხსნიდა და ეხმარებოდა ისეთ სკოლებს, რომლებშიც სასწავლო პროცესი ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების დამფუძნებელი და გამგეობის წევრის ნიკო ცხვედაძის მიერ ბავარიიდან გამოგზავნილი საკლასო ავეჯის მოდელის საკითხი. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ გურჯაანის მასწავლებლის, პოლიევქტოს კარბელოვის ხელნაწერის დედნის დაბეჭდვის საკითხი. თუ საზოგადოება კარბელოვს ხელნაწერს დაუბეჭდავდა, ის ანაზღაურების სახით 40 ეგზემპლარს მოითხოვდა. სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, ნიკოლოზ ქანანოვმა და დავით ავალიშვილმა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ანთიმოზ ჯუღელის „ქართული წერის“ დედნის განხილვის საქმე მიანდეს ნიკო ცხვედაძეს, გიორგი წერეთელს, ნიკოლოზ ქანანოვს და მღვდელ იაკობ ზედგინიძეს. მათ საზოგადოებისთვის უნდა ეთქვათ თავიანთი აზრი, რამდენად სასარგებლო იყო ჯუღელის დედნის სასწავლებლებში გავრცელება.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში იაკობ გოგებაშვილისთვის „დედა ენის“ თანხის – 60 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ოქმს, რომ თბილისის საურთიერთო ნდობის საზოგადოების ბანკში სახელდახელო ანგარიშზე შეტანილი იყო 1000 მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ანასტასია წერეთლისა, იაკობ გოგებაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა 1898 წლის მარტის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. შემოსავალმა შეადგინა 11200 მანეთი, ხოლო გასავალი იყო 10930 მანეთი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის პროტოკოლის მიხედვით, საზოგადოების დამფუძნებელმა და გამგეობის წევრმა რაფიელ ერისთავმა საზოგადოებას შესწირა თავისი გადაკეთებული „იგავ-არაკის“ 250 ეგზემპლარი სახალხო სკოლებში უფასოდ დასარიგებლად. საზოგადოებამ მას მადლობა გადაუხადა. სხდომის პროტოკოლს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, ნიკოლოზ ქანანოვმა და დავით ავალიშვილმა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გორის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორის შეტყობინება გორის სემინარიაში სტიპენდიატების მიღების პირობების შესახებ. ამ პირობების მიხედვით, სტიპენდიატი არ უნდა ყოფილიყო 16 წელზე ნაკლები, გამოცდები კონკურსით უნდა ჩატარებულიყო, ხოლო პანსიონში შენახვის ხარჯები უნდა დაწესებულიყო პირველ წელს 160 მანეთი, შემდეგ კი – 130 მანეთი. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.