ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48534

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ხმოსნებად ოთხწლიანი ვადით აირჩიეს ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვი, ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი, ფრიდრიხ კარლის ძე ჰეინი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს გამართულ ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ოთხი წლით ხმოსნებად აირჩიეს ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი, სტეფანე თევდორეს ძე ჭრელაშვილი, ალექსი ივანეს ძე ხატისოვი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ხმოსნებად ოთხწლიანი ვადით აირჩიეს არტემ სტეფანეს ძე ფირალოვი, ალექსანდრე ივანეს ძე ფლორენსკი, ალექსანდრე თომას ძე ფრიდონოვი, ივანე იგორის ძე ფსაროვი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე.

1881

ტიპი: თანამდებობა

თეოფილე ხუსკივაძემ 1881 წელს დაიწყო სამწერლო მოღვაწეობა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლამდე ივანე მაჭავარიანი იყო ქართული წიგნების გამომცემელი ამხანაგობის სარედაქციო კომისიის მდივანი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლამდე ივანე მაჭავარიანი იყო ქართული წიგნების გამომცემელი ამხანაგობის სტამბის გამგე.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლამდე ივანე მაჭავარიანი იყო გაზეთის „მოამბე“ სარედაქციო კომისიის მდივანი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლამდე ივანე მაჭავარიანი იყო გაზეთის „მოამბე“ სტამბის გამგე.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 25 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე სოფელ ხაშმის სამრევლო სკოლის გამგე, ხოლო ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილი საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წელს დუტუ მეგრელს სათავადაზნაურო გიმნაზიის ზედამხედველად დანიშვნაზე უარი უთხრეს.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წელს გორის სემინარიის დირექტორად პეტერბურგში გადახვეწილი სემიონოვის ნაცვლად დანიშნეს სტრელეცკი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძე ზესტაფონის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 5 ნოემბერს გაიმართა ქალაქ ფოთის საბჭოს სხდომა. საბჭოს თავმჯდომარე იყო ნიკო ნიკოლაძე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძე სიცოცხლის ბოლო წლებში ნუხის პირველდაწყებით უმაღლეს საქალაქო სკოლაში მუშაობდა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად მიიწვიეს. მან ამ თანამდებობაზე 22 წელი იმუშავა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძემ პენსიაზე გასვლის შემდეგ ბათუმის გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

1957

ტიპი: თანამდებობა

1957 წელს დუტუ მეგრელის მწერლის პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ იყო პოეტი.

1918

ტიპი: თანამდებობა

იაკობ ფანცხავა 1918 წლამდე ქუთაისში ყოფნის პერიოდში იყო საგუბერნიო კომიტეტის თავმჯდომარე.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 1-ელ ნოემბერს ქუთაისში გამართული ქალაქის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე იყო დავით ლორთქიფანიძე.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს მიხეილ გურგენიძე იყო ჟურნალის „იმედი“ რედაქტორ-გამომცემელი.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ნიკო ნიკოლაძე იყო ჟურნალ „კრებულის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მეორე მოსამზადებელ კლასში ქართულის მასწავლებელი იყო პოლიევქტო კვიცარიძე.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ ვასილ ბარნოვი დაინიშნა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ ქუთაისის გამგეობის წევრებად არჩეული ვლადიმერ ალშიბაია და ვლადიმერ კანდელაკი დასამტკიცებლად გუბერნატორს წარუდგინეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილი თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს.