რეგისტრირებული ფაქტები49380
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, კიტა (ივანე) აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე განცხადება გააკეთა საზოგადოების ზოგიერთმა წევრმა, რომ სენაკის სკოლის საქმის განსახილველად გამგეობას უნდა მოეწვია საზოგადოების საგანგებო კრება. გამგეობამ განაცხადა, რომ საგანგებო კრების მოწვევა არ ხდება საზოგადოების თავმჯდომარის და გამგეობის თანხმობის გარეშე, ამ შემთხვევაში კი ისინი საჭიროდ არ თვლიან სენაკის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარონ საგანგებო კრება.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა აირჩია თავმჯდომარედ ალექსი ჭიჭინაძე, დროებითი თავმჯდომარის მოადგილედ ტიტე კახიძე, ხაზინადრად იოსებ მოზდოკელი, ხაზინადრის კანდიდატად – ნიკოლოზ გუბნელოვი, მდივნად პართენ გოთუა და წევრებად: პართენ გოთუა, ერთაოზ სიდომონ-ერისთავი, სტეფანე პოპოვი, მიხეილ ინასარიძე, ნესტორ ფხაკაძე, ი. მოზდოკელი და ნ. გუბნელოვი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ ანტონ გოგიაშვილის ქალიშვილს მიეცა ლუკა რაზიკაშვილის წიგნების თანხა – 10 მანეთი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იაკობ გოგებაშვილის მოხსენების განხილვის შემდეგ დაადგინა, კომისიების წევრთათვის ეთხოვათ სხდომებზე რეგულარულად სიარული. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, მიეწერათ აბელ იაშვილისთვის, რომ მას გამგეობისთვის ეცნობებინა, თუ რა დახმარება შეეძლო ქალაქ დუშეთს სახალხო ბიბლიოთეკისთვის და რამდენი დასჭირდებოდა საზოგადოებისგან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საპატიო წევრ ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძისას დაევალა საზოგადოების სასარგებლოდ დეკემბერში დაგეგმილი კონცერტის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარეობა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განაცხადა, დოქტორ ლემანისთვის ბერლინში გაეგზავნათ რუსულ-ქართული ლექსიკონი, „დედა ენა“, „ბუნების კარი“, დიმიტრი ყიფიანის გრამატიკა, ქართულ-რუსული ლექსიკონი და ქართული ენის გრამატიკა. წიგნების საერთო ღირებულება შეადგენდა 3 მან. 85 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იმსჯელა და დაადგინა, თბილისის I სახალხო ბიბლიოთეკისთვის მომავალი წლისთვის გამოეწერათ რუსული ჟურნალ-გაზეთები, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 46 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, არისტო ქუთათელაძის სახელმძღვანელო „წყაროს“ გამოცემის საკითხის განსახილველად შემდგარიყო კომისია გრიგოლ ყიფშიძის, ივანე აბაშიძისა და მდივან ალექსანდრე მიქაბერიძისგან, რომელთაც თავიანთი აზრი უნდა წარმოედგინათ გამგეობისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი და საზოგადოების წევრნი: იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, კიტა (ივანე) აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი და გიორგი იოსელიანი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საზოგადოების სასარგებლოდ დეკემბერში დაგეგმილი კონცერტის თაობაზე დაადგინა, ეთხოვათ საპატიო წევრ ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისას, ეკატერინე რამაზის ასული გაბაევისასა და ივანე ზურაბიშვილისთვის გაემართათ კონცერტები სალიტერატურო განყოფილებით დეკემბერში. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა საპატიო წევრ ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისას სიტყვიერი მოხსენება საზოგადოების სასარგებლოდ დეკემბერში დაგეგმილი კონცერტისთვის მზადების დაწყების შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის დეკემბერში ზაქარია გრიქუროვს მისცეს 252 მანეთი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის დეკემბერში თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი აგლაძეს დეკემბრის ხელფასი – 40 მანეთი მისცეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის პირველ საარჩევნო უბანზე დეპუტატების ამომრჩევლებად კარლო ჩხეიძის მომხრეები ს. ჩხეიძე და ა. ს. ბაბოვი დაასახელეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელ არისტო ქუთათელაძის განცხადება მისი სახელმძღვანელო „წყაროს“ შესახებ. საზოგადოების მიერ გამოცემის შემთხვევაში ავტორი უსასყიდლოდ უთმობდა წიგნისთვის საჭირო კლიშეებსა და მოგების ნახევარს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კავკავის სკოლის მასწავლებელ ნიკოლოზ კურდღელაშვილის თხოვნა 120 მანეთის მიცემის შესახებ. აქედან მას მიღებული ჰქონდა 64 მან., დანარჩენ თანხაზე უარი ეთქვა. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და გამგეობის წევრი ივანე რატიშვილი.
1911
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებამ სამუზეუმო კომისიის წევრებად ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, სიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ვახტანგ მუსხელაშვილი აირჩია, ხოლო მათ კანდიდატებად ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭიჭინაძე და დავით ალექსის ძე დავითაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს სოფელ გულეიკარის მღვდლის ბესარიონ ნიჟარაძის თხოვნა, რომ გამგეობას საკვირაო სკოლისთვის გაეგზავნა წიგნები და სასწავლო ნივთები. გამგეობამ გადაწყვიტა, საკვირაო სკოლისთვის გააეგზავნა 25 მანეთის წიგნები, რომელთა ამორჩევა თავად მღვდელს და დავით კარიჭაშვილს მიანდეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით კარიჭაშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ტობანიერის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველმა, რომ საჩუქრად გაეგზავნათ რამდენიმე ცალი „ბუნების კარი“ სკოლის მე-4 და მე-5 განყოფილებათა უღარიბესი მოსწავლეებისთვის დასარიგებლად. გამგეობამ სკოლას საჩუქრად 5 ცალი „ბუნების კარი“ გაუგზავნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვიილ, ივანე რატიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა დიდი ჯიხაიშის უფასო წიგნსაცავის სამკითხველოს დამფუძნებელმა ამხანაგობამ, რომ გაუგზავნონ მათ წიგნები, რომელთა სია თხოვნის წერილთან ერთად გამოუგზავნეს საზოგადოებას. გამგეობამ სამკითხველოს ერთი თუმნის ღირებულების წიგნები გაუგზავნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ გამგეობას უნდა აერჩია კომისიები საზოგადოების საქმეების წარსამართავად. საკითხი განსახილველად გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ეკატერინე გაბაშვილისა, იაკობ გოგებაშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების ივნისის, ივლისის და აგვისტოს შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც გამგეობამ დაამტკიცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ეკატერინე გაბაშვილისა, იაკობ გოგებაშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა უდის სახალხო ბიბლიოთეკის სამზრუნველოს მდივანმა, რომ მათთვის გაეგზავნათ „კრებული“ და თათრული გაზეთი „თარჯიმანი“. გამგეობამ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ეკატერინე გაბაშვილისა, იაკობ გოგებაშვილი და ივანე რატიშვილი; წარმოადგინეს საზოგადოების საერთო კრების ოქმი, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.