რეგისტრირებული ფაქტები48045
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების კრებაზე დახურული კენჭისყრა წევრის გასარიცხად სავალდებულო იყო იმ შემთხვევაში, თუკი მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს შესწორებული და შეცვლილი წესდების პროექტი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისიის შემადგენლობა წევრების სრულად არჩევიდან მეორე წელს ორი მესამედით ახლდებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისიის შემადგენლობა ყოველ წელს ერთი მესამედით ახლდებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისიის შემადგენლობა პირველ წელს ერთი მეორედით ახლდებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1877
ტიპი: ავტორობა
გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, რომ ზედამხედველობის კომიტეტისთვის მიეცათ უფლება სამსახურიდან დაეთხოვათ ის დამფასებელნი (აცენჩიკები), რომელნიც თავის მოვალეობას რიგიანად ვერ ასრულებდნენ.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, აღესრულებინათ ფინანსთა მინისტრის წინადადება, რომ ბანკის მოვახშეებს, რომლებიც ჯარში იმყოფებოდნენ, შესაძლებლობა ჰქონოდათ, ბანკში შესატანი ფული გადაეხადათ 1877 წლის 1-ელი ივლისიდან 1878 წლის 1-ელ ივლისამდე.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ბიბლიოგრაფიული განცხადება, რომ დაიბეჭდა ვახტანგ VI-ის „ქილილა და დამანა“ გრიგოლ გურიელის გამოცემითა და ილია მირიანის ძე ჭყონიას რედაქციით. წიგნის ფასი 3 მანეთი იყო და, ვინც მას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამმართველოში შეიძენდა არანაკლებ 200 ცალისა, მას წიგნი 10 შაურად დაეთმობოდა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, ვინაიდან საზოგადოება დიდ გაჭირვებას განიცდიდა მიმიდინარე ხარჯების დასაფარად გაეყიდათ შემდეგი ნივთები: ბეჭედი, საათი, საბურნუთე, ქინძისთავი და საყურეები. დადგენილებას ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და ოლღა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის თხოვნა, რომ უფლება მიეცათ გაეყიდა რუსული ფულის ნიშნები 4 123 000 მანეთი, რომელიც ხაზინაში ინახებოდა, რადგან ფინანსთა კომისარიატმა არ დააკმაყოფილა გამგეობის შუამდგომლობა ბონების ქართულ ფულზე გადაცვლის შესახებ. ამ საკითხის განხილვა სხდომის წევრებმა გადადეს, რაც ხელმოწერით დაადასტურა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ მარტის ხარჯების დასაფარად დამატებით კიდევ 2 ფუთი ქაღალდი უნდა გაეყიდათ. საკითხის განხილვა სხდომის წევრებმა გადადეს, რაც ხელმოწერით დაადასტურა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს, რომ მოსამსახურე პირების გასამრჯელოს გასასტუმრებლად და მიმდინარე ხარჯების დასაფარად, გამგეობის თანხმობით, პრეზიდიუმმა გაყიდა 900 000 მანეთის საბეჭდი ქაღალდი და მაღაზიაში დარჩენილი შუშები 2 505 000 მანეთისა. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.