ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50834

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ სერგო გერსამიამ გამოაქვეყნა სტატია „ქალთა წრე“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 15 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ელიავას წერილი „პასუხად ს. ქვარიანს“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 15 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაბეჭდილ სტატიაში „ქართული საერო პოეზია“ ავტორი, ივანე გომართელი, აკრიტიკებს რაფიელ ერისთავის პოეზიას.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ეპისკოპოსმა დავითმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ სრული მოხსენება დაბეჭდა რუსულ ენაზე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 21 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ფილიპე მახარაძის სტატია „საუბარი სხვადასხვა საგნებზე“, რომელშიც ავტორი ნინია გარეჯელის (ივანე ჯაბადარი) მოსაზრებებს აკრიტიკებდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა რაჟდენ არსენიძის წერილი იმავე წლის 25 ნოემბერს გარდაცვლილი ჰერბერტ სპენსერის მოღვაწეობის შესახებ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს სიმონ ქვარიანმა გაზეთ „ბაქოში“ გამოაქვეყნა 3 სტატია ჭიათურაში გიორგი ზდანოვიჩის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების შესახებ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა ჯაჯუ ჯორჯიკიას „შემოდგომა“.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის პირველი იანვრის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ეკალაძის მოთხრობა „უსახელო“.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის პირველი იანვრის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა არ. რაჟდენიძის სტატია „გასული წელი ჩვენში“.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს თეოფილე ხუსკივაძის „ლევან ბატონიშვილი“ დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ფურცლებზე იოსებ გრიშაშვილის ლექსი „დარჩი..დარჩი...“ გამოქვეყნდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „კვალში“ ალექსანდრე წულუკიძის „ნაწყვეტები პოლიტიკური ეკონომიიდან“ IV თავი დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ნიკო ლორთქიფანიძის „მარად და მარად“.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის პირველი იანვრის გაზეთ „კვალში“ ალექსანდრე წულუკიძის წერილის „ნაწყვეტები პოლიტიკური ეკონომიიდან“ VII თავი დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დავით ილარიონის ძე კასრაძემ ოთხმოქმედებიანი პიესა „პირველი ტალღა“ და რომანი „ცხოვრება“ დაწერა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა ეროდი ივლიანეს ძე ტყეშელაშვილის სტატია „დასელთა ოინების ერთი ნიმუში“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ფურცლებზე გიორგი მეფარიშვილმა სტატია „მსოფლიო სტიქია და ადამიანი“ გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა აპოლონ იოანეს ძე წულაძის სტატია „საყურადღებო დღესასწაული“ წინამძღვარიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის დაარსების 30 წლის იუბილეს შესახებ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „მგოსნის საფლავი“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 ოქტომბერს ჟენევაში მყოფმა ქართველებმა კრება გამართეს, რომელზეც ალექსანდრე თოიძემ პარიზში დაარსებული „ერთა კავშირის“ შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ფურცლებზე იოსებ გრიშაშვილის ლექსი „ფიჭვ-ნაძვნარი“ დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ოქტომბერში გაზეთ „თემის“ თანამშრომელმა სილოვან ხუნდაძეს მრუდე პედაგოგი და ენის დამმახინჯებელი უწოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულმა კომიტეტმა სულ 37 წარმოდგენა გამართა. ღონისძიებებს 10 884 ადამიანი დაესწრო. მოგება შეადგენდა 8232.84 მანეთს, რომელიც სრულად გასცეს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 4 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა სილოვან თომას ძე ხუნდაძის სტატია „ბრალდებულის უკანასკნელი სიტყვა“.