რეგისტრირებული ფაქტები51092
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
მინისტრის მოადგილის 1918 წლის 26 ნოემბრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ საინგილოში არის ორკლასიანი ნორმალური ვაჟთა სასწავლებელი, ქალთა სამრევლო სკოლა და 4 ქალ-ვაჟთა სამრევლო სკოლა. რაც ეს მხარე აზერბაიჯანის ჯარმა დაიკავა (ვაჟთა სასწავლებლის გარდა), ისინი აზერბაიჯანის მთავრობამ აპრილიდან დახურა და მასწავლებლები უჯამაგიროდ დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზაქათლის ოლქის, კერძოდ, საინგილოს მდგომარეობა გამოძიებული არ არის, მინისტრთა საბჭოს ამ სკოლებისთვის 20 250 მანეთის გამოყოფას სთხოვს ხელფასებისა და სამეურნეო ხარჯებისთვის.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 ნოემბერს განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს სთხოვა, სომხური ენის მასწავლებელ არტაშე აბეგიანს სამინისტროში წარედგინა ორი თითო მანეთიანი მარკა იმ თხოვნაზე დასართავად, რომელიც მას შეტანილი ჰქონდა სომხური ენის მასწავლებლის თავისუფალ ადგილზე დანიშვნის შესახებ. ხელს აწერენ დირექტორის ნაცვლად ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებილი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიისა და მასთან არსებული დაწყებითი სასწავლებლის სამი კლასის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელმა, დეკანოზმა ივლიანე აბესაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ყველა სემინარიელს და, ზოგადად, საშუალო განათლებამიღებულ პირებს წარსულში მოუსწრო ახალი შტატის წყობილებამ, რომელმაც სემინარიადასრულებული პირები გაათანასწორა უმაღლეს სასწავლებელდამთავრებულ მასწავლებლებთან, როგორც ჯამაგირით, ასევე, პენსიის მიღების უფლებით.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიისა და მასთან არსებული დაწყებითი სასწავლებლის სამი კლასის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელმა, დეკანოზმა ივლიანე აბესაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სთხოვა, რომ აღედგინათ მისთვის წარსულში მინიჭებული უფლება და სხვების მსგავსად ისიც გაეთანასწორებინათ უმაღლესდამთავრებულ მასწავლებლებთან მაღალი ჯამაგირისა და პენსიის მიღების უფლებით.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ განყოფილების 1911 წლის შემოსავალ-გასავლის ოქმი გაუგზავნა. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1911 წელს თელავის განყოფილებამ თბილისის ბიუროს წარმომადგენელ გორდელაძეს წინასწარ გადაუხადა 20 მან. ჟურნალ-გაზეთებისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვ. კახიძე და გამგეობის ხაზინადარი ივ. პაატაშვილი.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილე (ხელს აწერენ: კანც. დირექტორი მიქაბერიძე, საქმის მწარმ. კ. აბაშიძე) 1918 წლის 15 ოქტომბრის მოხსენებაში მთავრობის თავმჯდომარეს აცნობს დაწესებულებებს, რომლებიც გაუქმდა საქართველოს დამოუკიდებელ სახელწიფოდ გამოცხადების დღიდან: 1. ამიერკავკასიის სახალხო განათლების სამინისტრო, 2. ამიერკავკასიის სასწავლო ოლქი, 3. თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სახალხო სკოლათა დირექციები, 4. თბილისის ქალთა ინსტიტუტი, 5. თბილისის სამხედრო გიმნაზია (კადეტთა კორპუსი). ამ დაწესებულებათა მოსამსახურეების უმრავლესობა შტატგარეშედ დარჩა.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილე (ხელს აწერს კანცელარიის დირექტორი მიქაბერიძე, საქმის მწარმ. კ. აბაშიძე) 1918 წლის 15 ოქტომბრის მოხსენებაში მთავრობის თავმჯდომარეს აცნობებს, რომ სამინისტრომ ყურადღება მიაქცია ქვეყნის იმ კუთხეებს, სადაც სახალხო განათლების მხრივ მეტად ჩამორჩენილი მდგომარეობა იყო, მაგ., თიანეთისა და დუშეთის მაზრებს, კრედიტი გამოითხოვა და 37 ახალი სკოლა გახსნა.
1918
ტიპი: ავტორობა
ალექსანდრე დგებუაძემ გაზეთ „ერთობაში“ გამოაქვეყნა ცნობები და მონაცემები საქართველოში არსებული მრეწველობის შესახებ. მისი ინფორმაციით, საქართველოში სამრეწველო დარგში 50 857 მუშა მუშაობდა. მათგან 31 028 მუშაობდა სახელმწიფო საწარმო დაწესებულებებში, საზოგადო ორგანიზაციათა დაწესებულებებში – 14 331, კერძო პირთა საწარმოებში კი – 5 498.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N5) ქალთა კლუბის გამგეობის თავმჯდომარე კატო მიქელაძე აცხადებდა, რომ 11 მაისს, საღამოს 6 საათზე, დანიშნული იყო ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის გამგეობის საგანგებო კრება და წევრებს აღნიშნულ დროს მიხაილის ქუჩაზე (ყოფილი საავადმყოფო, ექიმ ბოკერიას სახლი) გამოცხადებას სთხოვდა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N5) გამოქვეყნებული ექიმ გიორგი ივანეს ძე ბადრიძის პუბლიკაცია „საიდუმლო მტერნი, დედაკაცი თავისუფალი მოქალაქე“ ეხება ქალის თანასწორი არჩევნების უფლებას, სწორუფლებიანობას, მის იმჟამინდელ მონურ, უსამართლო და უუფლებო მდგომარეობასა და ქალთა ემანსიპაციას.
1919
ტიპი: ავტორობა
ვ. ჯუღელის აზრით, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ჩრდილოკავკასიელ ხალხთა მარცხის მიზეზი საძებნია იმგვარი სამხედრო-პოლიტიკური ცენტრის არარსებობაში, რომელიც ერთ მუშტად შეკრავდა დაქსაქსულ დემოკრატიულ ძალებს. ქართული გვარდიის მეთაურს მთიელთა ამოცანად სწორედ ასეთი ცენტრის შექმნა მიაჩნია, მათი დახმარება კი ამიერკავკასიის დემოკრატიული რესპუბლიკების ამოცანად ესახება.