ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50668

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ჟურული სასწავლებლად საფრანგეთში გაემგზავრა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ი. ქართველიშვილმა ოქროს მედლით დაასრულა სასწავლებელი.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ანდრია ნიკოლოზის ძე ყარაშვილმა ვარშავაში კონსერვატორია დაამთავრა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თაბუნიძემ გორის საოსტატო სემინარია დაასრულა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ხონის ელენე ბახტაძის ოთხკლასიან საქალებო პროგიმნაზიულ კლასებში სწავლის საფასური წელიწადში 50 მანეთი იყო, მოსამზადებელ კლასებში კი — 30 მანეთი.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, განიხილეს ქუთაისის სკოლის ინსპექტორის ანგარიში და მოსაზრება მზრუნველთა საბჭოსთან მოვალეობათა გამიჯვნის შესახებ.

1845

ტიპი: განათლება

1845 წელს ილია ჭავჭავაძე სასწავლებლად შეიყვანეს ყვარლის მთავარდიაკონის,  ნიკოლოზ სეფაშვილის შინაურ სკოლაში.

1848

ტიპი: განათლება

1848 წელს ილია ჭავჭავაძე სასწავლებლად შევიდა თბილისში რაევსკისა და ჰაკეს პანსიონში.

1852

ტიპი: განათლება

1852 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძემ მეოთხე კლასიდან თბილისის გიმნაზიაში განაგრძო სწავლა.

1850

ტიპი: განათლება

1850 წელს იასე ნოშრევანის ძე ჭავჭავაძემ პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი დაამთავრა. მომდევნო წლებში იგი სამოქალაქო მრჩეველი და საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი იყო.

1856

ტიპი: განათლება

1856 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ თბილისის გიმნაზიის მერვე კლასი დაამთავრა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 22 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე საბანკო საქმის შესასწავლად მოსკოვის საკრედიტო საზოგადოებაში შევიდა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში ინგლისური ენის სწავლა დაიწყო.

1857

ტიპი: განათლება

1857 წელს ილია ჭავჭავაძემ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ჩააბარა.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძე სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის 28 სექტემბერს პეტერბურგის სამოსწავლო დარგის მზრუნველის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძე იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე თავისუფალ სტუდენტად ჩაირიცხა.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის 21 ივლისს ილია ჭავჭავაძეს მისცეს პეტერბურგის უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარების უფლება.

1858

ტიპი: განათლება

1858 წლის 25 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე სამოსწავლო მზრუნველის გადაწყვეტილებით მეორე კურსზე გადაიყვანეს.

1891

ტიპი: განათლება

1891 წელს კონსტანტინე მიხეილის ძე ამირაჯიბი ოდესის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

1883

ტიპი: განათლება

1883 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს“ დასაბეჭდად რუსეთის წერა-კითხვის გამავრცელებელი კომიტეტისთვის კლიშეები და თარგმნის ნებართვა ეთხოვათ.

1858

ტიპი: განათლება

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ სასწავლებელში მეორე კურსზე გადასაყვანი გამოცდებიდან  მხოლოდ „ძველი ისტორია“ და „რუსეთის ისტორია" ჩააბარა.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის პირველ ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ სწავლის გადასახადი შეიტანა.

1891

ტიპი: განათლება

1891 წელს ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი თბილისის სასულიერო სემინარიის მეხუთე კლასის მოსწავლე იყო.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დავით მელიქიშვილმა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ბიძის, ლევან მელიქიშვილის მსგავსად, სამხედრო კარიერის შექმნა გადაწყვიტა.

1859

ტიპი: განათლება

1859 წელს ილია ჭავჭავაძეს უნივერსიტეტის კამერალურმა განყოფილებამ ნება დართო, ზოგიერთი გამოცდა მოგვიანებით ჩაებარებინა.