ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50844

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ სხვა მწერლის გავლენა თავდაპირველად არცერთ ნიჭიერ ადამიანს არ ასცდენია და სწორედ ამიტომ არ უნდა სწყენოდა ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელს ის თუ მის ტექსტებში გაბრიელ ნიკიტის ძე სუნდუკიანცის გავლენას ხედავდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ყველა ნიჭიერი ადამიანი განიცდიდა ოდესმე სხვის გავლენას, მათ შორის შექსპირი მარლოს გავლენას, ხოლო შილერი – ლესინგის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი დრამატურგ გაბრიელ ნიკიტის ძე სუნდუკიანცზე დაბლა მდგომი მწერალი კი არ იყო, არამედ დიდი დოზით განიცდიდა მის გავლენას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ დრამატურგ გაბრიელ ნიკიტის ძე სუნდუკიანცის დიდმუცლიანი, ხელმოწერილი ვაჭრები, დარდიმანდი ბიჭები, მაჭანკლები და სხვა პერსონაჟები ძალიან ჰგავდნენ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის პიესების მოქმედ პირებს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ დრამატურგ გაბრიელ ნიკიტის ძე სუნდუკიანცის „პეპოს“, „ხათაბალას“, „დაქცეულ ოჯახს“ და სხვა მის ტექსტებს თუ წაიკითხავდა მკითხველი ადვილად მიხვდებოდა როგორი გავლენა ჰქონდა მას ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ტექსტებზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის შემოქმედებაში განსაკუთრებით დიდი გავლენა იგრძნობოდა დრამატურგ გაბრიელ ნიკიტის ძე სუნდუკიანცისა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი თვითმყოფადი მწერალი არ იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ყველა მწერალს თავისი მიმართულება, ენა, კილო, სიტყვებისა და აზრების გამოხატვის საშუალება, სამყარო ჰქონდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელს ძალიან ეტყობოდა გიორგი დავითის ძე ერისთავის, ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვის, გაბრიელ ნიკიტის ძე სუნდუკიანცის გავლენა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი პირველ ადგილს იკავებდა დრამატურგიის სფეროში, რომელშიც ბევრი დრამატურგი არ მოღვაწეობდა და სწორედ ამიტომ ჩანდა ის გამორჩეულად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელს დიდი ნიჭი არ ჰქონდა, თუმცა არც უნიჭო დრამატურგი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის ფელეტონი „საუბარი ვაგონში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის ნაკვესი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 იანვარს თეატრ „ბენეფისში“ ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის ერთმოქმედებიან ვოდევილს „ბიძიასთან გამოხმაურებას“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ამაღლებისა და ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკურად გადაკეთებული ეკლესიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი თუმანიშვილმა განაცხადა, რომ გარდაცვლილმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა 1806 წელს შემწეობა გაიღო ეკლესიების გადასაკეთებლად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის ფელეტონი „საჩინო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მასწავლებელმა მ. მ. ცაგარეიშვილმა გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ სკოლის დახმარებით ბევრი ადამიანის ნიჭს შეამჩნევდნენ, გაუხსნიდნენ გზას. ისინი ცოდნით არამხოლოდ მშობელს, არამედ სამშობლოსაც გამოადგებოდნენ და კეთილ საქმეებს გააკეთებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მასწავლებელმა მ. მ. ცაგარეიშვილმა გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ სკოლის გახსნამდე ბევრი ადამიანის ნიჭი შეუმჩნეველი იყო და დაიკარგა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის გუბერნიის საერო სკოლების დირექტორმა ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკიმ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას სკოლის გახსნის ცერემონიაზე დაჰპირდა მატერიალურ და ინტელექტუალურ დახმარებას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის გუბერნიის საერო სკოლების დირექტორმა ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკიმ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას სკოლის გახსნის ცერემონიაზე იმედების გამართლება უსურვა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის გუბერნიის საერო სკოლების დირექტორმა ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკიმ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას სკოლის გახსნის ცერემონიაზე ესაუბრა სწავლისა და განათლების მნიშვნელობაზე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გამართულ კავკასიის გამოფენაზე, მევენახეობისა და მეღვინეობის განყოფილებაში, ვიქტორ ივანეს ძე ავალიანს გატანილი ჰქონდა იმერული ღვინო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 სექტემბერს სოფელ ქარელში მეორედ გამართეს ქართული წარმოდგენა, სადაც ითამაშეს „დედა შვილი“ და აკაკი წერეთლის „ბუტიაობა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის კრებაზე განცხადებული მოსაზრება, რომ სკოლას სექტემბრიდან მეხუთე კლასი დაემატებოდა, რადგან სახელმწიფო სასწავლებლების მეხუთე კლასში მოხვედრა რთული იყო და შეიძლებოდა პანსიონის მოსწავლეები, რომლებიც მეოთხე კლასს დაასრულებდნენ სასწავლებლის გარეშე დარჩენილიყვნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს პანსიონში ფულად დახმარებას იღებდა 43 მოსწავლე.