ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50367

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 ნოემბერს დავით ავალიანი, დავით ლორთქიფანიძე, ალექსანდრე კრინიცკი, სავლე წერეთელი, ტრიფონ ღამბაშიძე, მიტროფანე ლაღიძე და ივანე აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებაში გამართულ დამფუძნებელ კრებას დაესწრნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, ფილიპე მგელაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე და შალვა მიქელაძე; სხდომაზე გადაწყვიტეს, საზოგადო კრება 3 ივნისს ჩაეტარებინათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ შიო არაგვისპირელი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე და ფილიპე მგელაძე; სხდომაზე კონსტანტინე ბაღაშვილის მემკვიდრეს გადასცეს 39.40 მანეთი, მიხეილ თამარაშვილის მემკვიდრეს — 36.80, ასევე გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯი, რამაც სულ 228.61 მანეთი შეადგინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და იპოლიტე ვართაგავა; სხდომაზე გამგეობას მიმართა გლდანის სკოლის გამგემ, რომ წიგნებით დახმარება სჭირდებოდათ. გამგეობამ სკოლას 5 მანეთის ღირებულების წიგნები გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და იპოლიტე ვართაგავა; სხდომაზე გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძესა და ალექსანდრე მდივანს იმ პირთა სიის შედგენა დაავალა, რომლებსაც სკოლების რევიზიის ჩატარება შეეძლოთ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 აპრილს ალექანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც წარმოადგინეს აბაშის ბიბლიოთეკის თხოვნა წიგნების უფასოდ ან ნაკლებ ფასად გაგზავნის თაობაზე. გამგეობამ მათი თხოვნა გადაუგზავნა სენაკის განყოფილებას და ასევე დაადგინა, ეცნობებინათ ყველა ბიბლიოთეკისთვის, რომ თავდაპირველად შუამდგომლობით მიემართათ ადგილობრივი გამგეობისთვის.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ია კარგარეთელმა ნოტებში ასაღები თანხიდან 500 000 მანეთი სთხოვა. გამგეობამ კარგარეთელის თხოვნა დააკმაყოფილა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ გრიგოლ ვოლსკის გასვენებაზე ბათუმის განყოფილებას გვირგვინის ნაცვლად 20 მანეთი გაუგზავნა. დავთარს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი, მოლარე ბართლომე მოსეშვილი და მდივანი იასონ ბაქრაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ივლისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და გრიგოლ რცხილაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძემ, რომ მისი ძმისშვილისათვის დავით სიმონის ძე ღოღობერიძისთვის დაენიშნათ სტიპენდია. გამგეობამ განაცხადა, რომ 1912 წლის იანვრიდან ურიცხავდნენ სტიპენდიას დავით ღოღობერიძეს 25 მანეთის ოდენობით.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ივნისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 29-ე სხდომას ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე და ფილიპე მგელაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და ფილიპე მგელაძე; სხდომაზე ზაქარია სოლომონის ძე ხატისკაცმა ყოველთვიური დახმარება ითხოვა, რაზეც გამგეობამ უარი განუცხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, საზოგადოების ზედამხედველობით არსებული მუზეუმი და ბიბლიოთეკა ზაფხულში დაეხურა, ხოლო თუ ვინმე მეცნიერი ან უცხოეთიდან ჩამოსული პირი მუზეუმმის ნახვას ითხოვდა, მათ დავით კარიჭაშვილი მომსახურებოდა. ფილიპე გოგიჩაიშვილმა კარიჭაშვილის დახმარების სურვილი გამოთქვა. საკითხს ერთვოდა ცნობა, რომ თავად-აზნაურებმა მუზეუმის შესანახად გადადეს 2 000 მანეთი, მუზეუმის საჭიროებისთვის კი 600 მანეთი იყო გამოყოფილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 დეკემბერს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალიშვილი, ივანე ზედგინიძე და ანნა ზედგინიძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად „დედა ენის“ დაბეჭდვას იაკობ გოგებაშვილის ანგარიშით დასჭირდებოდა 680 მანეთი, ხოლო მესტამბე სპირიდონ ლოსაბერიძის განცხადებით, ი. გოგებაშვილი მას 700 მანეთზე შეთანხმებია, საიდანაც უკვე მიღებული ჰქონდა 300 მანეთი. კორექტურისთვის ლადო მახვილაძეს მოუთხოვია 54 მანეთი. ცნობას თან ერთვის მეორე საკითხი, რომლიდანაც ვიგებთ, რომ ი. გოგებაშვილს „დედა ენის“ დაბეჭდვის შემდეგ სპირიდონ ლოსაბერიძისთვის დაუვალებია „ბუნების კარის“ დაბეჭდვაც, რომლის აწყობა და კორექტირება, განსვენებულის სურვილისამებრ, ლადო მახვილაძეს მოუთხოვია.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალდაარსებულმა ქუთაისის განყოფილებამ გამგეობის პირველი სხდომა მოიწვია, რომელზეც თავმჯდომარის მოადგილედ იოსებ ივანეს ძე ოცხელი აირჩიეს, მდივნად – იასონ თომას ძე ბაქრაძე, ხაზინადრად – ბართლომე პავლეს ძე მოსეშვილი. ეს ამბავი საზოგადოების მთავარ განყოფილებას გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩმა აცნობა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 ნოემბერს ქუთაისის საკრებულოს შენობაში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დამფუძნებელთა 30-კაციანი კრება, რომლის თავმჯდომარე დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე იყო, მდივანი – პეტრე იოსების ძე ყიფიანი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ოლღა ალექსი-მესხიშვილმა და ნინა ანდრონიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სიღნაღში გამართეს ბალი და წარმოდგენა. ამ ღონისძიებებიდან საზოგადოებას 263. 37 მანეთი შეუვიდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს საზოგადოების საპატიო წევრ გიორგი ქართველიშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ გამგეობას მის სიცოცხლეშივე დაეარსებინა სტამბა მისგან შემოწირული წიგნების ფულით. გამგეობამ დაადგინა, საკითხი განეხილათ თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძისა და ქართველიშვილის თანდასწრებით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხებზე დასახარჯი თანხის ანგარიში, სულ 106 მან. 98 კაპ. ოდენობით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხის ანგარიში, სულ 20 მან. 40 კაპ. ოდენობით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შემდეგი სხდომისთვის გადადო კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის მოხსენების განხილვა სკოლის პედაგოგთა საბჭოს დადგენილებისა და ამ საკითხზე სკოლის მასწავლებელ ლუარსაბ ბოცვაძის მოსაზრების შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის ცნობით, 10 თებერვალს კავკავის სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ დაადგინა, მოსწავლეთაგან გაცდენილი გაკვეთილების აღრიცხვისთვის შემოეღოთ ცალკე ბლანკები და მასწავლებელთა გაცდენების ჩასაწერად ცალკე დავთარი, რომელიც უნდა ჩაეწერა მორიგე მასწავლებელს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლები – ივანე მიხეილის ძე გომელაურის, მიხეილ სიმონის ძე შარაშიძის, გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძის და პლატონ გიორგის ძე წულუკიძის თხოვნის განხილვა პედაგოგიური და სამეურნეო კომიტეტის კრებათა ყოველთვიურად ჩატარების შესახებ გადადო სენაკის სკოლის რევიზიის შედეგის გაცნობამდე. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ რცხილაძემ განაცხადა, რომ იოსებ მერკვილაძემ ეგნატე ხრამელაშვილის გარდაცვალების შემდეგ განაგრძო მისი სახელმძღვანელოების ბეჭდვა ციხის სტამბაში, რისი არც ზნეობრივი უფლება ჰქონდა, არც იურიდიული. საზოგადოების გადაწყვეტილებით, თუ მას ამ საქმესთან დაკავშირებით რამე თავის გასამართლებელი საბუთი ჰქონდა, გამგეობისთვის უნდა წარედგინა.