რეგისტრირებული ფაქტები47263
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ნიკოლოზ ელიავა, გიორგი ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ივანე რატიშვილი და პართენ გოთუა, განიხილეს წლიური ანგარიში, რომლის მიხედვითაც 1905 წელს საზოგადოება თავისი ხარჯით ინახავდა ყალამშის სკოლას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შიო დედაბრიშვილის განცხადება ხაზინადრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, მიეცა დედაბრიშვილისთვის დახმარების სახით 15 000 მანეთი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა მისთვის ავანსის 30 000 მანეთამდე გაზრდის თაობაზე. იმ დროისთვის მისი წიგნი ჯერ კიდევ არ იყო დაბეჭდილი. ჯავახიშვილის თქმით, ხელნაწერი თვითონ სტამბამ დაუბრუნა, ამიტომ შეჩერდა წიგნის ბეჭდვა. ჯავახიშვილს გარკვეული ხელით გადაწერილი საბოლოო ტექსტის წარდგენა დაევალა, რის შემდეგაც განიხილავდა გამგეობა მის თხოვნას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია ოქროპირის ასულ გოგოლაშვილის თხოვნა ავადმყოფი ქმრის, დამსახურებულ მასწავლებელ ივლიანე გოგოლაშვილისთვის დახმარების მომატების შესახებ. იმდროინდელი დახმარება თვეში 1 000 მანეთს შეადგენდა. გამგეობამ დაადგინა, გოგოლაშვილისთვის პირველი თებერვლიდან თვეში ორასი თუმანი მიეცა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საწყობის გამგე ლავრენტი სანაძის განცხადება. განცხადების მიხედვით პირველი რაიონის გვარდიის შტაბის წევრ ბ. პ. ხურცილავას ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებათა სრული კრებულის ძველ ფასად (500 მანეთად) შეძენა სურდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ხურცილავასთვის ყაზბეგის სრულ თხზულებათა ერთი ეგზემპლარი დაეთმო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო სახოკიას განცხადება მძიმე ავადმყოფ მწერლის, ნიკოლოზ ნათიძისთვის სასწრაფო მატერიალური დახმარების საჭიროების შესახებ. სახოკია გამგეობას სთხოვდა, ნათიძისთვის წინასწარ მიეცათ საზოგადოების მიერ დაბეჭდილი ნაწერებიდან მისაღები თანხა. გამგეობამ მწერალს მისი წიგნების ანგარიშიდან 10 000 მანეთი გადაუხადა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის სექტემბერში თბილისის სკოლების მოსწავლეთა მიტინგზე, რომელიც ექიმ ნ. ხუდადოვის თაოსნობით გაიმართა, მხოლოდ თბილისის გიმნაზიის მასწავლებლებს მიეცათ დასწრების უფლება.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე დავით ჯმუხაძემ საკანცელარიო ნივთებით ვაჭრობისთვის საზოგადოების მაღაზიაში ერთი კუთხის დათმობა ითხოვა. გამგეობამ უარი უთხრა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ შიო დედაბრიშვილი, სეით იაშვილი, მეთოდე კაკაბაძე, ქრისტინე შარაშიძე, ივანე ავალიშვილი, დავით კარიჭაშვილი და ვასილ წულაძე; სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის თანაშემწე ივანე ავალიშვილის თხოვნა მისთვის ხელფასის მომატების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, პირველი თებერვლიდან ავალიშვილისთვის 4 000 მანეთი მიეცა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის საკითხი განიხილეს. გამგეობამ გადაწყვიტა, გადაეხადა სულის მოსახსენებელი სამოქალაქო პანაშვიდი ყველა იმ მწერლისა, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას ესწრაფვოდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს რკინიგზის კულტურისა და განათლების კომისიის თხოვნა, რომელიც ეხებოდა კრედიტის გადიდებას 100 000-დან 200 000 მანეთამდე. გამგეობამ გადაწყვიტა, კომისიისთვის კრედიტი 200 000-მდე გაეზარდა იმ პირობით, თუ ანგარიშს თვეში ორჯერ გაასწორებდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს სენატის პირველი თავმჯდომარის, დავით ხელთუფლიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სენატისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წარმომადგენელთა კომიტეტის თხოვნა განსვენებულის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის შესახებ. გამგეობა დათანხმდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლავრენტი აგლაძის ქვრივის, ეფროსინე აგლაძის თხოვნა მისთვის დახმარების გაზრდის შესახებ. დახმარება თვეში 1 000 მან. ჰქონდა. გამგეობამ დაადგინა, აგლაძის ქვრივისთვის პირველი თებერვლიდან თვეში 200 თუმანი მიეცა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 სექტემბერს სამუზეუმო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სვიმონ კლდიაშვილი და სხვ. სხდომაზე წილოსანის ქვრივმა სამუზეუმო კომისიას თავისი წილი მამულისთვის 30 000 მანეთი სთხოვა და კომისიას ბანკის ვალიც, 5 000 მანეთი, დააკისრა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თ. ბარათაშვილმა იკითხა, რისთვის უნდა გამოეყენებინათ სტიპენდიატების დაბრუნებული თანხა, რაზეც დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა უპასუხა, რომ დაბრუნებულ სასტიპენდიო ვალს საზოგადოება სკოლების დასაარსებლად გამოიყენებდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ იკითხა, იხდიდნენ თუ არა ყოფილი სტიპენდიატები მიღებულ თანხას, რაზეც დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა უპასუხა, რომ მხოლოდ ერთი სტიპენდიატი, გამგეობის წევრი, აბრუნებდა სასტიპენდიო ვალს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, ქველმოქმედები – პეტრე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები სასტიპენდიო ხაზინას ყოველწლიურად 5 000 მანეთს სწირავდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და ფილიპე მგელაძე; სხდომაზე დასვეს ქართული რვეულების გამოცემის საკითხი, რომლის განხილვაც გამგეობამ მომდევნო შეხვედრისთვის გადადო. საკითხს ერთვოდა ცნობა, რომ 1911 წლის აგვისტოში 35 000 N 1 და 15 000 N 2 რვეული დაიბეჭდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლებდა ატენის სკოლაში რევიზიის ჩასატარებლად წასვლას. გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს სთხოვა კარიჭაშვილის მაგივრად წასვლა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ პართენის ასული საბაშვილისა, 72 წევრი ჰყავდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ პართენის ასული საბაშვილისა, 11 სხდომა გამართა და 5 საქმე განიხილეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ შიუკაშვილი, შემოსავალი 3445. 59 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 739. 43. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 2706. 16 მანეთი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილი, 115 ნამდვილი წევრი ჰყავდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილი, საკანცელარიო ნივთების მაღაზია შეიძინა. მაღაზიის მოგება ნიკო იოსების ძე ლომოურის სახ. სკოლის გახსნასა და განყოფილებასთან არსებულ ბიბლიოთეკა-სამკითხველოს უნდა მოხმარებოდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილებას ნიკო იოსების ძე ლომოურის სახელობის სკოლის დაარსება სურდა, ამ მიზნით 1052 მანეთიც მოაგროვა, მაგრამ თანხის უკმარისობისა და ადგილის უქონლობის გამო განყოფილებამ განზრახვა ვერ განახორციელა.